ბონსაი – მცენარის ზრდის მიმართულების ფორმირება

ჯუჯა მცენარე უნდ აიყოს მინიატურული, მაგრამ ფორმითა და თვისებებით არ უნდა განსხვავდებოდეს თავისი გოლიათი ორიგინალისაგან. ჯუჯა ბუჩქი ფორმითა და სტილით მინიატურულ ბუჩქს წააგავს. მაგალითად, იაპონური ძელქვა ცოცხის ფორმისაა, კრიპტომერია–სვეტისებური, ხოლო ფიჭვი–პაწია პირამიდაა.

ზოგიერთ ხეს აქვს სწორი, ვერტიკალური ღერო. ზოგ ხეს კი ახასიათებს ფესვების გაშლა ყველა მიმართულებით. ასეთი ხის ახალგაზრდა ნერგს ძირითადი ფესვები მოკლედ უნდა შეეჭრას, რათა მომავალში კარგად განვითარდეს ფესვთა სისტემა ზედაპირზე.

ჯუჯა მცენარეს ტანისა და ზოგიერთი ტოტის ფორმა მავთულის დახმარებით ეძლევა, მაგრამ ძირითად როლს მაინც მაკრატლით შეჭრა ასრულებს. ეს ხეები ძალზე პატარები არიან, ამიტომ მათი ზრდა მოთმინებას მოითხოვს, ზოგჯერ წლებსაც კი, რათა მივიღოთ სრულყოფილი ჯუჯა მცენარე.

არსებობს სხვა ხერხიც, რაც უდაოდ ხელს უწყობს მიმართულების ჩამოყალიბებას. მაგალითად, მცენარის ღერო შეიძლება ხელოვნურად გასქელდეს მისი “გავარჯიშებით”. ეს ვარჯიში ხორციელდება კვირაში რამოდენიმეჯერ შემდეგნაირად: ერთი ხელი მოკიდეთ მცენარეს ძირში, ხოლო მეორე ხელით გადასწიეთ ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ამის შედეგად მოხდება ქერქის “დაშორება” ღეროდან, რაც იწვევს ეგრეთწოდებულ “აალებას”, ეს კი მცენარის ღეროს ამზადებს გასამსხვილებლად. ოღონდ გახსოვდეთ, ძალზე ენერგიულმა ვარჯიშმა შეიძლება ხე დაღუპოს.

სხვა სახის ვარჯიში გამოიყენება ძელქვის ცოცხისებური ფორმის მისაღებად: ხელის ნაზი მოძრაობებით უნდა აქაჩოთ ფრთხილად ხის ტოტები.

1) ძირითადი ღერო გადაჭერით, რათა მცენარე გახდეს ჯუჯა.
2) ზუსტად პირველი გადანაჭრის ქვემოთ ვითარდება ახალი ამონაყარი.
3) ახალ ამონაყარზე კეთდება მეორე გადანაყარი. აქ ამოდის მესამე ამონაყარი. ეს პროცესი უნდა განმეოურდეს ყოველ წელს, რათა მცენარეს შეუნარჩუნდეს ჯუჯის ფორმა.
4) ახლაგაზრდა მცენარეზე შემოახვიეთ მავთული, რაც ხელს შეუწყობს ხის ღეროს სწორი მიმართულებით ზრდას.

Advertisements

7 thoughts on “ბონსაი – მცენარის ზრდის მიმართულების ფორმირება

  1. Ibi ამბობს:

    არამგონია თბილისში გამოყვანილი ბონსაი იშოვო.. რაიმე მცენარის პატარა ნერგი ან თესლი იყიდო და შემდეგ მოუარო ამ წესების მიხედვით 🙂

  2. ქეთი ამბობს:

    ვიყიდე, გუდვილში ვიპოვე და მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ.
    ახლა გამომადგება შენი სტატიები ბონსაიზე 🙂

  3. Ibi ამბობს:

    ძალიან მიხარია ^_^ კონკრეტულად რომელი მცენარე იყიდე და რა დაგიჯდა შეგიძლია პირადში შემატყობინო? ძველი ბონსაი გამიფუჭდა და ახალი მინდა. გავაგრძელებ მალე წერას

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s