ალექსი და “მებრძოლთა კლუბი”


ვინ არის ალექსი?
ალექსი გოგოა. სამწუხაროდ არც თმის ფერი და არც გარეგნობა მახსოვს კარგად, თორემ ამ დეტალებით აღწერა უკეთესი გამოვიდოდა. მოკლედ, ეს ალექსი უცებ ჩნდება მე–16 სართულზე, ანას ოთახში და იმის მერე ცხოვრობს იქ ისე, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველა და ყველაფერი, ანას გარდა.
დადიან ეს გოგოები ერთად, ჭამენ, სვამენ, იცინიან ერთად და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს ერთად აკეთებენ. თავიდან ანა გაოცებულია, მაგრამ მალევე ეჩვევა ალექსს და ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე წარმოედგინა.
გადის სამი წელი და ალექსი მიდის. დაბრუნების პერსპექტივით. ანა კი 30 დღის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ალექსი მხოლოდ მისი წარმოსახვა იყო.
Fight Club
1 თვის წინ წავიკითხე წიგნი. მომეწონა. იმდენად იყო ხალხში გავრცელებული, რომ მეც მომინდა მცოდნოდა რა ეწერა ამ წიგნში. შემდეგ ფილმსაც ვუყურე(ჰო, არ მქონდა აქამდე ნანახი). გუშინწინ ფილმს მეორედ ვუყურებდი და უცებ რაღაც გამახსენდა.
ყუთში ძველი რვეული ვნახე, რომელსაც ზემოდან აწერია “Alex”.
“ალექსის” 50%–ზე მეტი “მებრძოლთა კლუბის” ასლია.
კარგად ვიცი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. ვიცი, რომ 2010 წელს(14 წლის ასაკში) არ შემეძლო დამეწერა იმ დონის მოთხრობის ნახევარიც კი, როგორიც “მებრძოლთა კლუბია”, მაგრამ 2 დღეა ამ დამთხვევაზე ვფიქრობ და მაინტერესებს: როგორ?