ალექსი და “მებრძოლთა კლუბი”


ვინ არის ალექსი?
ალექსი გოგოა. სამწუხაროდ არც თმის ფერი და არც გარეგნობა მახსოვს კარგად, თორემ ამ დეტალებით აღწერა უკეთესი გამოვიდოდა. მოკლედ, ეს ალექსი უცებ ჩნდება მე–16 სართულზე, ანას ოთახში და იმის მერე ცხოვრობს იქ ისე, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველა და ყველაფერი, ანას გარდა.
დადიან ეს გოგოები ერთად, ჭამენ, სვამენ, იცინიან ერთად და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს ერთად აკეთებენ. თავიდან ანა გაოცებულია, მაგრამ მალევე ეჩვევა ალექსს და ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე წარმოედგინა.
გადის სამი წელი და ალექსი მიდის. დაბრუნების პერსპექტივით. ანა კი 30 დღის შემდეგ აღმოაჩენს, რომ ალექსი მხოლოდ მისი წარმოსახვა იყო.
Fight Club
1 თვის წინ წავიკითხე წიგნი. მომეწონა. იმდენად იყო ხალხში გავრცელებული, რომ მეც მომინდა მცოდნოდა რა ეწერა ამ წიგნში. შემდეგ ფილმსაც ვუყურე(ჰო, არ მქონდა აქამდე ნანახი). გუშინწინ ფილმს მეორედ ვუყურებდი და უცებ რაღაც გამახსენდა.
ყუთში ძველი რვეული ვნახე, რომელსაც ზემოდან აწერია “Alex”.
“ალექსის” 50%–ზე მეტი “მებრძოლთა კლუბის” ასლია.
კარგად ვიცი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა. ვიცი, რომ 2010 წელს(14 წლის ასაკში) არ შემეძლო დამეწერა იმ დონის მოთხრობის ნახევარიც კი, როგორიც “მებრძოლთა კლუბია”, მაგრამ 2 დღეა ამ დამთხვევაზე ვფიქრობ და მაინტერესებს: როგორ?

Advertisements

9 thoughts on “ალექსი და “მებრძოლთა კლუბი”

  1. Anuca ამბობს:

    “მებრძოლთა კლუბის” პირველი წესი: “ვერცერთი სკოლის ატესტატიანი,ორეგონელი “ლურჯსაყელოიანი ვერ წარმოიდგენს ისეთ რამეს,რაც მილიონობით ადამიანს უკვე არ გაუკეთებია”
    ესეთი რამე ხშირად ხდება A Christmas Carol-ს რო ვუყურე პირველად მეც ზუსტად ეგ ვიფიქრე

  2. Ibi ამბობს:

    ასეთი “მასშტაბის” პირველად დამემართა. ელემენტარული დეტალებიც კი ემთხვეოდა და გავგიჟდი

  3. მაგარია მებრძოლთა კლუბი.
    წიგნი არ მაქვს წაკითხული,მაგრამ კინო ერტ-ერთ პროექტში ვუყურე.
    შეუდარებელია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s