შაქარი: ერთი მკვლელის ისტორია


ბავშვობაში ბებიაჩემი ყავაში ჩუმად მიყრიდა შაქარს: ჯერ ერთი, ბავშვმა ყავა არ უნდა სვას და მეორეც ის, რომ მწარეაო. შაქრიან ყავას გაუსინჯავად ვტოვებდი მაგიდაზე. კითხვაზე, თუ როგორ ვხვდებოდი ყავა დაშაქრული იყო თუ არა, ყოველთვის ვპასუხობდი, მაგრამ ჩემი არასდროს ჯეროდათ. არადა , სიმართლეს ვამბობდი, შაქრიან ყავას სხვა სუნი ჰქონდა. შაქარს რა სუნი აქვსო, მეუბნებოდნენ და იცინოდნენ. შემდეგ გავიზარდე და მეთვითონ ვისწავლე ყავის მოდუღება.

ცოტა ხნის წინ ბიძაშვილთან ვიყავი. მაგიდაზე წიგნები ეწყო და თვალიერება დავიწყე. “სუნამო: ერთი მკვლელის ისტორია”. მათხოვა და წავიკითხე. ჩამთრევი და საინტერესო ისტორიაა; ისეთი, არცერთ სხვას რომ არ ჰგავს. ეს იყო რაღაც ახალი, საიდუმლოებით მოცული და განმაცვიფრებელი ისტორია. მინახავს ადამიანი, რომელსაც ასპროცენტიანი მუსიკალური სმენა აქვს, ასევე ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ ფერს არჩევს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა.

დღეს ფილმსაც ვუყურე და ძალიან კარგი ეკრანიცაზიაა. სულ არ არის საჭირო ერთი ერთში ყველაფრის გადატანა. განსაკუთრებით ბოლო ნახევარმა საათმა ეკრანს მიმაჯაჭვა და მგონი სულ რამდენჯერმე დავახამხამე თვალები. ისე, კიდევ ერთხელ გამიხარდა, წითური რომ ვარ.

სამწუხაროდ, სუნამოებს ერთმანეთისგან რთულად ვარჩევ და საკუთარი, ადამიანის სუნიც გამაჩნია, თორემ ვიფიქრებდი, რომ მეც გრენუისნაირი გამორჩეული ვარ. ალბათ, არც ადამიანის მოკვლა შემიძლია, როგორც ამას რამდენიმე ფსიქოლოგიური ტესტი ამბობს. თორემ მეც დიდი სიამოვნებით შევქმნიდი საოცარ სუნამოებს.

არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი შაქრისადმი დამოკიდებულება უბრალოდ დამთხვევა იყოს და სინამდვილეში მის სუნს ვერ ვგრძნობდე და უბრალო ალბათობის პრინციპით ვარტყამდე ყოველ ჯერზე. ხანდახან მეთვითონ მეცინება ამ სისულელეს ამხელა ყურადღებას რომ ვაქცევ, მაგრამ “სუნამოს” წაკითხვის და ნახვის შემდეგ ამ სისულელემ ცოტათი, მაგრამ მაინც გამახარა..

Advertisements

13 thoughts on “შაქარი: ერთი მკვლელის ისტორია

  1. Ibi ამბობს:

    აჰამ, დავიწყოთ მაშინ ჯერ ცხიმის შეგროვება და შემდეგ დავხოცოთ ნაშობა

  2. tami ამბობს:

    აარა, დამთხვევა არ არის. შაქრიან ყავას მართლაც სხვა სურნელი აქვს. ბევრი წელია უშაქროდ ვსვამ ყავასაც და ჩაისაც და ნამდვილად ვიზიარებ იმ აზრს, რომ შაქარი ორივე სასმელს, საკუთარ სურნელს უკარგავს.

    “ამბავი ერთი მკვლელისა” ნამდვილად შთამბეჭდავი ისტორიაა, მეც ძალიან მომეწონა.

  3. Ibi ამბობს:

    ჰო, მაგრამ ცოტა გრძნობს ალბათ? მაშინ რატომ ეცინებათ ;დ

  4. ტურფა ამბობს:

    მიყვარს ეს წიგნი.წარუშლელი კვალი დატოვა…მეც გრანუი მეგონა თავი.,მაგრამ უკუვაგდე ეს აზრი,არ მინდოდა ადამიანების მოკვლა :/

  5. Ibi ამბობს:

    ამ ბოლო დროს ისე ცოტა ტოვებს კომენტარს, რომ მინდა ყველას ვუპასუხო. სამწუხაროდ, არ ვიცი რა ;დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s