Tbilisi Open Air 2013, მეგობრები და სხვა სიკეთეები


მერე რა, რომ ამ სურათში გილანი კარგად არ ჩანს.

დღეს უკვე 8 ივნისია. მოსაყოლი კი ძალიან ბევრი დამიგროვდა.

4 ივნისი
რატომღაც ყველა და ყველაფერი ნერვებს მიშლის. ბილეთს ვიღებ და ვუყურებ. რამდენჯერმე. შემდეგ პირდაპირ ნერვების შლაზე გადმოდიან. თავიდან წერა მეზარება და სტატუსს გადმოვაკოპირებ:

22 მარტს , შუადღის 4 საათზე ვიყიდე Tbilisi Open Air Alter/Vision–ის სამოც ლარიანი ბილეთი. შესაბამისად, უკვე ორ თვეზე მეტია ველოდები კონცერტს და აი, ხვალ უკვე ჩემ საყვარელ სტადიონზე შევალ და ჩემ საყვარელ ჯგუფს მოვუსმენ. (აქვე, ყველამ კარგად იცით ჩემი გულისტკივილი: 4 აგვისტოს კონცერტზე ვერ მივდივარ სტამბულში). ამიტომაც, წელს რამდენიმე კარგი ლაივის შემდეგ მივდივარ ასეთ მაგარ კონცერტზე და მიხარია ისე, რომ ხანდახან ძალიან არაადეკვატურად გამოვხატავ.
ყველამ, ვინც ჩემი ხასიათის გაფუჭებას ცდილობს , მეუბნება საშინელ ფრაზებს და ა.შ. შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩემ ხასიათში ჩაჯმა და თქვენ საქმეს მიხედოთ. ისეთი ბედნიერი, როგორიც ხვალ მე ვიქნები, არასდროს არ ყოფილიყავით
გმადლობთ ყურადღებისთვის ^^



5 ივნისი
მაღვიძარა რეკავს 7ზე და მიუხედავად იმისა, რომ კიდევ მინიმუმ ერთი საათი შემიძლია ძილი, ვდგები და სირბილს ვიწყებ ოთახებში. დღეს 5 საათზე უკვე ჩემ საყვარელ სტადიონზე ვიქნები და ჩემ საყვარელ ჯგუფს მოვუსმენ.
დინამოზე შესვლის წინ კიდევ ვიღაცები თამაშობენ ჩემ ნერვებზე და საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ ამ დღეს ცუდად გავატარებ. დაა.. გადის 2 წუთი , მე დინამოზე ვარ და ყველა უარყოფითი ფაქტორი მკიდია.
Kid Jesus–ის შემდეგ Black Strobe, რომელზეც ძალიან ცოტამ ვიყვირეთ I’m a man 😦
შემდეგ The Subways, რომელსაც მგონი კარგად ავყევით, ყოველ შემთხვევაში მე და ჩემი მეგობრები კარგად გავერთე”დ” ;დ
საბვეისის ქართულად სიმღერაზე ავკივლდით ;დ

1:31დან ^_^

გავდივარ უკან, დაღლილი ვარ, მშია და მწყურია. სცენაზე ველოდები Infected mushrooms და უცებ ხალხის წივილი მაფხიზლებს. ის ჯგუფი გამოდის სცენაზე, რომლის კონცერტზე მოხვედრაზეც 8 წელზე მეტი ვოცნებობდი. Deeeeep Purpleeee ყვირის ვიღაცა. ვკარგავ ყველა მეგობარს (15მდე იყვნენ) და გავრბივარ წინ. ჯებირზე ვარ გადაკიდებული და ცოტა ხანში ვამჩნევ, რომ ვტირი. შემდეგ ვაცნობიერებდი რას ნიშნავდა ის საათნახევარი ჩემთვის.

უკვე ყველამ იცით საქართველოს ჰიმნის, მოცარტის და Smoke on the water–ის ამბები. აღარ მოვყვები. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბოლო სიმღერამდე ვერ ვიპოვე ნუცა, ანი და დანარჩენები. რაც მთავარია გრიშა გამომყვა ჯებირამდე და მიყურებდა როგორ ვტიროდი ჩემ საყვარელ სიმღერებზე ;დ ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ მართლა ძალიან მიხაროდა.

შემდეგ ხალხი დაიშალა, სექტორიდან სექტორში გადასვლაც აღარ იყო პრობლემა და ა.შ. სრული ანარქია ;დ
მაშრუმებს ვუსმინეთ, ლაზერ შოუს ვუყურეთ და შემდეგ, სადღაც ორისკენ ძალიან დავიღალეთ და წასვლა გადავწყვიტეთ. სწორადაც მოვქცეულვართ, modeselektor საერთოდ არ გამოსულა..

შემდეგ მეგობართან დავრჩით, ღამე გავათენეთ აივანზე და ვხვდებოდი, რომ უბედნიერესი ვიყავი.

6 და 7 ივნისი
დილას მე და ნუცა სკოლაში წავედით, ღამენათევები, მაგრამ მშვენიერ ხასიათზე ვიყავით. სკოლის მერე სახლში მივედი, ცოტა ხანში დავთვალე, რომ 36 საათი, ზუსტად დღენახევარი, არ მძინებია და მოვიფიქრე დაწოლა.
7 ივნისს სკოლის ბოლო დღე იყო. ტვინი მიმქონდა ფესტივალზე ლაპარაკით. ელე დარჩა ჩემთან და ფოტოაპარატები მოვამზადეთ მეორე დღეს გადაღებისთვის.

დღეს
დღეს დილის 10ზე დავიძარით მე , ელე და ლევანი. ფეხით ვიარეთ ძალიან ძალიან ბევრი, დავიღალეთ, სურათები და ვიდეოები გადავიღეთ და დავიშალეთ. საბოლოოდ სახლში მოსვლისას მივხვდი, რომ ფეხები მტკივა.

საბოლოოდ, კოცნერტის მერე ძალიან deep ფრაზებს ვამბობდი და აზრების დალაგება მიჭირდა. ამ პოსტსაც ეტყობა. საერთოდ რაზეა და რა მინდა, არ ჩანს, მაგრამ ეს დღეები უნდა შემენახა სადმე და როგორმე. გავა დრო და იქნება ვინმე , ვისაც მოვუყვები Tbilisi open air 2013ზე, გავიხსენებ , რომ მე და ჩემი უახლოესი მეგობრები ვიდექით, ცოცხალ ლეგენდას ვუყურებდით და ყოველ 2 წამში გაკვირვებით ავღნიშნავდით, რომ ნამდვილია ;დდ ამ დღეების განმავლობაში კი მივხვდი, რომ ყველაზე ძვირფასი, რასაც ვერასოდეს ვერავინ წამართმევს, ჩემი მოგონებებია და ახლა თუ გინდათ ყოველ 2 წამში მწერეთ, რომ როჯერას ლაივზე წახვალთ.

Advertisements

5 thoughts on “Tbilisi Open Air 2013, მეგობრები და სხვა სიკეთეები

  1. წავიკითხე და ისევ გამახსენდა ის წამები, ჩემი არანორმალური ემოციები :დ მე იქ ისეთები მჭირდა ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა.. და მაინც დღემდე არ მჯერა რაღაც სასწაულს გავს რომ შანსი გვქონდა ლეგენდების მოსმენისს…

    ჟრუანტელმა დამიარა :დ კარგი იყო ნინო ^^

  2. Ibi ამბობს:

    საშინელი პოსტია, უბრალოდ სადმე უნდა შემენახა ;დ მართლა ძალიან ბედნიერი 2 დღე იყო ^^

  3. გამოხმაურება: Perfect Strangers | იბის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s