ზაფხულის ბნელი მხარე


სამსახურიდან წამოსვლა
გამოცდა
ახალი სამსახური
გამოცდა
და უკვე 28 ივნისია.

სკოლაში ხუმრობდნენ ბავშვები, გამოცდიდან გამოცდამდე იყოფა ჩვენი ცხოვრების ეტაპებიო. პრინციპში, მართალია. აქ არ დამიწერია, სამსახურიდან რომ წამოვედი. მიზეზი მარტივია–უფასო სტაჟირება არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი აქამდე მოუგონია ადამიანს. ვაკეთებდი ყველაფერს, მაგრამ საბოლოოდ მიჩნდებოდა აზრი, რომ არაფერს ჰქონდა აზრი და მეც არაფრისთვის ვწვალობდი; +სახლიდან შორს იყო. ხოდა, წამოვედი.

შემდეგ გამოცდაში ჩავიჭერი. მეოთხედ.

შემდეგ სივი განვაახლე, თავიდან დავიწყე სამუშაოს ძებნა და გამიმართლა. ორშაბათიდან უკვე სრულფასოვანი თანამშრომელი ვიქნები და ძალიან მიხარია, რომ საკუთარი ფული მექნება. საერთოდ, დამოუკიდებლობის ასეთი პატარა გამოვლინებები მიხარია ხოლმე ;დ

შემდეგ კიდევ ერთი გამოცდა იყო, რომელიც შედარებით უკეთ დავწერე. შედეგები წესით მალე უნდა იყოს. რავიცი, ვნახოთ, იქნებ დავამთავრო თბილისის ერთ–ერთი საუკეთესო სკოლა.

ორშაბათს ექსტერნის 8 გამოცდა მეწყება. 9 ივლისამდე ეს გამოცდები გრძელდება და სექტემბრამდე მრჩება 2 თვე, რომელიც სამსახურში და მეცადინეობაში უნდა გავატარო. 18 აგვისტოს სტამბულში მივდივარ 10 დღით, შემდეგ კი ისევ თბილისი, სიცხე და გამოცდები.

რაც მთავარია, თითქმის ყოველდღე მრჩება დრო იმისთვის, რომ მეგობრები ვნახო, ბოლო ხურდებით ის ვიყიდოთ, რაც მოგვივა შემდეგ ვინმეს სახლში ავიდეთ სიცხისგან თავის დასაღწევად.

მე ასეთი ზაფხული მიყვარს და არა “ბნელი”: მთელი დღე პლიაჟზე რომ წვანან და შემდეგ ფოსფორისფერი მაისურებით დადიან, “რაზნიცა” რომ გამოუჩნდეთ. კანის კიბო დაგემართებათ და მალე დაბერდებით. პატივისცემით, “გაბოროტებული” მე ;დ

Advertisements

2 thoughts on “ზაფხულის ბნელი მხარე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s