ჩემი ცხრა სიცოცხლე


მე არც კატა ვარ და არც რაიმე ვიდეოთამაშის გმირი, შესაბამისად არც რამდენიმე სიცოცხლე მაქვს. მაგრამ მაქვს რაღაც გრძნობა ან ინსტიქტი, რომელიც იშვიათად მეუფლება და შემდეგ რამდენიმე თვე მეშინია ხოლმე.

პირველად ეს 2011 წელს დამემართა, როდესაც კლდიდან გადმოვიხედე და სიკვდილზე დავფიქრდი. რამდენიმე წუთში ფეხი დამიცდა, ხელი ზურგჩანთაში გამეჭედა და ცალი ხელით 200 მეტრის სიმაღლეზე დავეკიდე.

მეორედ სიკვდილის შეგრძნება რამდენიმე კვირაში მქონდა. ჩემი ბიძაშვილის სახლში დილის ხუთ საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრით, რომ ძილში მოვკვდებოდი. ბოლოს მაინც ჩამეძინა და ცოტა ხანში ბიძაჩემის ყვირილმა გამაღვიძა: ოცი ლიტრი ნავთი ცეცხლთან ძალიან ახლოს იდგა და კინაღამ სახლი დაიწვა.

მესამედ მეტროში თავბრუ დამეხვა. თავბრუ ხშირად მეხვევა ხოლმე, მაგრამ მაშინ რატომღაც ისევ სიკვდილზე დავფიქრდი. მეტროდან რომ ამოვედი დედაჩემმა შეშინებულმა დამირეკა, საშინელი მიწისძვრა იყო და სად იყავიო.

მეოთხედ ეს შეგრძნება ახლა მაქვს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვამჩნევ, რომ ხდებოდეს. არც ძილი მშველის. იმედია მალე გადამივლის და ისევ ცოცხალი ვიქნები.

ბლოგის დაარსებიდან 343–ე პოსტს ვაქვეყნებ და მქონდა ტრადიცია, რომ ყოველთვე ერთი პოსტი მაინც მქონოდა. დიდი ხანი ვცდილობდი რაიმეს დაწერას, დრაფტებიც ბევრი დაგროვდა შესაბამისად. მაგრამ , ამ ეტაპზე ეს საერთოდ არ მაინტერესებს. უბრალოდ, ტრადიციას არ ვღალატობ და ვწერ. დღეს 31 ივლისია, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი ცელსიუსით. მე ისევ თბილისში ვარ. თითო–თითო დღით ვიყავი დუშეთში, მცხეთაში და კახეთში. ოცნებას წელსაც ვერ ვისრულებ და ჯომარდობაზე ვერ მივდივარ. რა ვქნა, ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა.

4 დღეში სტამბულში ჩემ ოცნებას სხვები იხდენენ.

Advertisements

2 thoughts on “ჩემი ცხრა სიცოცხლე

  1. იმ შენს უცნაურ გრძნობებზე ფილმი Final Destination გამახსენდა. აი რაღაც ერთი პატარა შემთხვევა/დამთხვევა და აუცილებლად ცუდი რამე რომ მოხდება. ნუ დაახლოებით იგივეა მაგრამ იქ როცა მსგავს რაღაცას გრძნობენ მერე აუცილებლად კვდებიან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s