Perfect Strangers

ერთი ცუდი “თვისება” მაქვს: ძალიან მიჭირს ადამიანის სახის დამახსოვრება. ამის გამო ხანდახან დისკომფორტი მექმნება; სკოლა რომ გამოვიცვალე, თითქმის ნახევარი წელი მოვანდომე მთელი კლასის “გაცნობას”. ეს თვისება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ მიყვარს: ქუჩაში ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო მამახსოვრდებიან და ჩემი ცუდი მახსოვრობის გამო მხოლოდ დაახლოებით მახსოვს მათი გარეგნობა. სამწუხაროდ, მათი პოვნის მხოლოდ თეორიული შანსი მაქვს. ჯერ–ჯერობით ხუთი მათგანი ჩამრჩა ღრმად გონებაში:

  • წითური ბიჭი, რომელიც ორჯერ ვნახე, მაგრამ მაინც არ მახსოვს სახეზე. პირველად– ველოსიპედით დადიოდა ჩემ ძველ სახლთან, თემქაზე. მეორედ – ველოდრომზე ვნახე და სახე აღვიდგინე; ისე გამიხარდა მისი მეორედ ნახვა, რომ მინდოდა მივსულიყავი და რამე მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. ერთ საათში მისი სახე ისევ დამავიწყდა. (დაახლოებით 2005/07 წლები)
  • ქერა ბიჭი, რომელიც 61 ნომერ მარშუტკაში იჯდა, ნაუშნიკები ეკეთა და თავს მუსიკას აყოლებდა. მგონი ეს ბიჭი ნუცუბიძეზე ვნახე მეორედ, მაგრამ სახე ისე კარგად ვერ აღვიდგინე, როგორც პირველ შემთხვევაში. (ისევ 2007)
  • ქალი, რომელმაც გადაკეტილი გზების გამო ავტობუსიდან ჩამომსვა, საშინელ მოძრაობაში გზაზე გადამიყვანა და ჭადრაკის სასახლემდე მიმაცილა. მე კიდევ ისეთი დებილი ბავშვი ვიყავი, რომ მადლობაც ვერ გადავუხადე წესიერად. ძალიან კეთილი ქალი იყო, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვს, რომ სათვალე ეკეთა. სამწუხაროდ, ვერადროს შევხვდები, თორემ ძალიან მინდა, რომ მადლობა გადავუხადო.
    (2007 წლის 25 მაისი, თარიღი იმიტომ მახსოვს კარგად, რომ მეოთხე კლასში ვიყავი და გზები შემდეგი დღის აღლუმის გამო იყო გადაკეტილი)
  • მესაზღვრე, რომელმაც ვალეში ორი ავტობუსით შეუმოწმებლად გადმოგვიშვა, ძალიან შევეცოდეთ დაღლილები რომ ვიყავით. მეც 4 საათით ადრე ჩამოვედი თბილისში. (2012 წლის 30 ოქტომბერი)
  • და ბოლოს, ჩემი ფავორიტი perfect stranger,რომელიც სიმბოლურადაც უკავშირდება ამ პოსტის სათაურს. ჩემი ემოციების გამო ეს ბიჭი საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიპოვი. წლევანდელ open air–ზე ყველა მეგობარი რომ დავკარგე და ჯებირზე ვიყავი გადაკიდებული, მაშინ შევხვდი ამ ბიჭს. როგორც კი “smoke on the water” დაიწყო, ჩანთაში დავიწყე სიგარეტის ძებნა, მაგრამ , როგორც აღმოჩნდა, მომპარეს. ჩემ გვერდით კი მხოლოდ ერთი ბიჭი ეწეოდა. სანამ ვთხოვდი, თვითონ ამოიღო ბოლო ღერი წითელი Lucky Strike და მომცა. მადლობა ვუთხარი, მაგრამ უკვე სცენისკენ იყურებოდა და ალბათ, ვერც გაიგო. (2013 წლის 5 ივნისი)
  • ყველაზე მეტად ბოლო ბიჭის ნახვა მინდა. რა ცუდია, რომ ღამე იყო, სცენაზე Deep Purple იდგა და თან ცუდი მახსოვრობა მაქვს, სხვა დროს რომ მენახა ეს ბიჭი, აუცილებლად შევეცდებოდი მისი სახის დამახსოვრებას. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მისი ვალი მაქვს, მთელი ერთი ღერი სიგარეტი.

    Advertisements

    4 thoughts on “Perfect Strangers

    1. სხვათაშორის ეგ მეც მჭირს,მხოლოდ ადამიანების დამახსოვრება კი არა თითქმის ყველაფრის დამახსოვრება მიჭირს.
      რაც შეეხება ბოლო ბიჭს,წარმატებებს გისურვებ მის პოვნაში :))

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s