ვიღაც ტიპები


2009 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის facebook-ი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, უკვე 500-ზე მეტი მეგობარი მყავსო. მახსოვს, როგორ შევიცხადე; იმან კიდევ დამცინა: დაგამატებ შენც 1-2 წელიწადშიო. 6 თვეც არ დამჭირვებია ისე შევუერთდი მაგ ხუთას კაცს ჩემივე ნებით.

მაშინ 13 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას სოციალურ ქსელებს, ფორუმებზე უფრო ხშირად ვპოსტავდი. ზოგგან ნიკით ვპოსტავდი , მაგრამ ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა, ზოგზე კი ანონიმი ვიყავი და ეს უფრო მომწონდა. ჩემი პირველი ურთიერთობები ბიჭებთან სწორედ ფორუმზე დაიწყო, სკოლის გარდა პირველი მეგობრებიც მაქედან მყავდნენ, ამიტომაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგად მახსენდება.
განაგრძეთ კითხვა

სუიციდი

თავისუფლად შემეძლო დამეწერა მეგობრებზე და სკოლაზე, რომელიც თორმეტი წლის მანძილზე პირველად მომწონს ასე ძალიან და რატომღაც სიარულიც მეხალისება. ალბათ, ჩემში სენტიმენტალურმა არსებამ გაიღვიძა და წინასწარ ფიქრობს იმაზე, რომ ზედმეტად შეეჩვია სკოლას და ბოლო დღეს ალბათ ძალიან დაწყდება გული.

იმ მიზეზზეც შემიძლია წერა, რომლის გამოც ბოლო დღეებია ცუდ ხასიათზე ვარ და გამოსავალსაც ვერ ვხედავ. უფრო სწორად, ვხედავ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი გავაფუჭო, ეს კი ძალიან არ მინდა.

კიდევ ბევრ რამეზე შემიძლია და მინდა წერა, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი პოსტი მივიყვანე. ამიტომ გადავხედე დრაფტებს და გადავწყვიტე ჩემ თავზე დამეწერა. პრინციპში, ეს ჩემი პირადი ბლოგია და პოსტების უმრავლესობაც ჩემზეა, მაგრამ ახლა 12 წლის ნინოზე მინდა დავწერო, რომელსაც თავი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი გოგო ეგონა.
განაგრძეთ კითხვა

სტამბოლი


(ეს სურათი მე გადავიღე და ძალიან მომწონს)
სტამბოლიდან თითქმის ორი კვირაა, რაც ჩამოვედი, მაგრამ ზღვაზე დავრჩი, იქიდან კი პოსტის დაწერა არ შემეძლო.
25 მაისს ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ წელს სკაუტები სტამბოლში გეგმავდნენ დაბანაკებას. სამმა გადავწყვიტეთ წასვლა. 1 თვით ადრე უკვე ძალიან აჟიტირებული ვიყავი და ერთი სული მქონდა 18 აგვისტო როდის მოვიდოდა. ჩანთაში პირველი “უმანკოების მუზეუმი” ჩავდე და წავედით.
ირანში მოგზაურობისას ავტობუსით მგზავრობას მივეჩვიე, თან როდესაც მეგობრებთან ერთად და კიდევ ოცამდე ბავშვთან ერთად ხარ, არ გწყინდება.
განაგრძე კითხვა