სტამბოლი


(ეს სურათი მე გადავიღე და ძალიან მომწონს)
სტამბოლიდან თითქმის ორი კვირაა, რაც ჩამოვედი, მაგრამ ზღვაზე დავრჩი, იქიდან კი პოსტის დაწერა არ შემეძლო.
25 მაისს ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ წელს სკაუტები სტამბოლში გეგმავდნენ დაბანაკებას. სამმა გადავწყვიტეთ წასვლა. 1 თვით ადრე უკვე ძალიან აჟიტირებული ვიყავი და ერთი სული მქონდა 18 აგვისტო როდის მოვიდოდა. ჩანთაში პირველი “უმანკოების მუზეუმი” ჩავდე და წავედით.
ირანში მოგზაურობისას ავტობუსით მგზავრობას მივეჩვიე, თან როდესაც მეგობრებთან ერთად და კიდევ ოცამდე ბავშვთან ერთად ხარ, არ გწყინდება.


აქამდე არასდროს ვყოფილვარ ბანაკში, შესაბამისაც არც კარავში მძინებია და არც საძილე ტომარაში. მხოლოდ მესამე ღამეს მოვეწყვე კარავში. ყველაზე მეტად რაც არ მომწონდა, პირველი 3 დღე თავისუფალი დრო ზედმეტად ბევრი გვქონდა, თუმცა ისეთი მაგარი აქტივობებიც იყო, როგორიცაა ტბაზე ნიჩბებიანი ნავით სეირნობა და მშვილდისარი. ხელოვნურ კლდეზე მხოლოდ ნახევრამდე მოვახერხე ასვლა, ძალიან რთული ყოფილა. ასევე წყალზე ხატვაც ვცადეთ, რომელიც აქამდე მხოლოდ იუთუბზე მქონდა ნანახი.

ერთი სული მქონდა, ქალაქში როდის გავიდოდით. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა “უმანკოების მუზეუმის” ნახვის იმედი. ბოლოს ისეთი დატვირთული გრაფიკით ვმოძრაობდით სტამბოლის ორ კონტინენტზე, რომ იქ მცხოვრები დეიდაჩემის სანახავადაც არ დამრჩა დრო, რა მუზეუმი, რის მუზეუმი.. ჰოდა, გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ წავიდე ქალაქში, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს თავისი ევროპაში არეული აზიით.

პირველ დღეს ვნახეთ ახალი მეჩეთი, ტოპკაპი და აია სოფია. ძალიან მეშლებოდა ნერვები ბანაკელებზე, რომლებიც აია სოფიას “მარტო კედლები და ნახატებია, რა”–თი აფასებდნენ და თვლიდნენ, რომ ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე უაზროდ დახარჯული 25 ლირა იყო. არქეოლოგიური მუზეუმის ექსპონატები ჩვენებს უბრალო ქვები ეგონათ და დასხდნენ. შემრცხვა. ამ დღეს ძალიან ბევრი ვიარეთ, გავსინჯე თურქული სასუსნავები და ყველაზე გემრიელი მაინც ფსტის რაჰათ ლუკუმი აღმოჩნდა. ვყიდულობდი პატარა მაგნიტებს , საფოსტო ბარათებს და ყველაფერს, რაც 1–2 ლირა ღირდა. ქართველები რომ ვართ, ყოველ ნაბიჯზე ვამტკიცებდით და ყველგან ვაგვიანებდით მაშინ, როდესაც დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები უკვე მზად იყვნენ სხვა ადგილების სანახავად.

შემდეგ ექსკურსიაზე მინიატურკი ვნახეთ. ძალიან მაგარი ადგილია, მთელი თურქეთი ერთ პატარა პარკშია მოქცეული, უბრალოდ, დაპატარავებული. ყველაფერი მომეწონა ამ პარკში, ელექტრონული გიდებიდან დაწყებული (რაც, პრინციპში, ყველა მუზეუმში აქვთ) , ტურისტული მაღაზიით დამთავრებული, რომელიც ყველაზე იაფი ტურისტული მაღაზიაა სტამბოლში.

ასევე ვნახეთ პანორამა 1453, რომელიც უმაგრესი ადგილია. ეს არის 3D მუზეუმი, რომელშიც გაცოცხლებულია ომის კადრები, თავისი ხმით , სურათებით და ა.შ. , ნამდვილი ზარბაზნებიც კი დევს. რომ ადიხარ, გგონია, რომ ღია ცის ქვეშ ხარ, სინამდვილეში ყველაფერი გუმბათის მოხატულობაა. საქართველოშიც კარგი იქნებოდა ერთი ასეთი მუზეუმი, დიდგორის ან რომელიმე ცნობილი ბრძოლის კადრებით.

კიდევ ერთ მეჩეთში ვიყავით, რომლის სახელიც აღარ მახსოვს. პირველად ვნახე მუსულმანების ლოცვა მეორე (ქალების) სართულიდან.

შემდეგ შოფინგის დრო მოვიდა. 3 საათზე ცოტა მეტი მოგვცეს 6 თუ 7 სართულიან მოლში. 110 ლირიდან ნახევარი სუვენირებში და მუზეუმებში მქონდა დახარჯული, ამიტომ იაფი მაღაზიების ძებნა დავიწყე. რთული აღმოჩნდა ასეთის პოვნა, რადგან 1. სტამბოლის ევროპული ნაწილის ერთ–ერთ ყველაზე მაგარ მოლში ვიყავით 2. სტამბოლი ზოგადად ძვირი ქალაქია. ბოლოს ერთი ბლოკნოტი, 3 სანთებელა, რაღაც სუვენირები და საჭმელი ვიყიდე მაშინ, როდესაც ჩემი ბანაკის უმრავლესობა ბრენდირებული მაღაზიებიდან ტანსაცმელს ეზიდებოდა ;დ

ამავე მოლში სთარბაქსს გადავაწყდით და რა თქმა უნდა, შევედით, თან ამდენი სიარულისგან ფეხები გვტკიოდა და ცოტა დავისვენეთ. ვერ მივხვდი, რა აქვს ამ ყავას განსაკუთრებული, უბრალოდ StaArBuUckS :*** და რამე. იგივეს ვიტყოდი ორეოზე, 2 წელიწადზე მეტი მინდოდა 9გაგის დამსახურებით ამ პეჩენიის გასინჯვა და არაფერი.

ძალიან მომეწონა ხიდები, ყოველი გადასვლისას ავტობუსის ფანჯარაზე ვიყავი აკრული და ბოსფორს გადავყურებდი. ზუსტად ისეთია, როგორსაც ფამუქი აღწერს “სტამბოლში”. ბოლოს გული მწყდებოდა იმაზე, რომ ამ ქალაქს ვტოვებდი. შემიყვარდა ეს ქალაქი და როგორც უკვე ვთქვი, კიდევ ერთხელ ვნახავ აუცილებლად. ბოლოს და ბოლოს, იმის შანსიც კი მაქვს, რომ ჩემ ერთ–ერთ საყვარელ მწერალს შევხვდე, ამისთვის უბრალოდ კიდევ ერთხელ უნდა ვნახო მსოფლის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ორ კონტინენტზე ერთად მდებარეობს.

Advertisements

7 thoughts on “სტამბოლი

  1. NinnA ამბობს:

    “ბოლოს ერთი ბლოკნოტი, 3 სანთებელა, რაღაც სუვენირები და საჭმელი ვიყიდე ”
    << ზუსტად ასე მოვიქცეოდი :დდ მაგრამ ალბათ სანთებელებს უფრო მეტს იმიტომ, რომ ვაგროვებ …

  2. შენი გადაღებული ფოტო მეც მომეწონა, ისე მთლიანობაში, ქართულ ლარებში რამდენი დაგიჯდა ეს ყველაფერი (ნუ დაახლოებით მაინც)?

  3. Ibi ამბობს:

    150 დოლარი დამიჯდა გზა და ბანაკი (100 დოლარი 2 გზა ავტობუსით და 50 ბანაკის გადასახადი, შედიოდა კვება, კარვები თავისი ყველაფრით, ცხელი წყალი და მოკლედ, ყველაფერი) და + 55 დოლარამდე დავხარჯე სუვენირებში და ასე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s