სუიციდი

თავისუფლად შემეძლო დამეწერა მეგობრებზე და სკოლაზე, რომელიც თორმეტი წლის მანძილზე პირველად მომწონს ასე ძალიან და რატომღაც სიარულიც მეხალისება. ალბათ, ჩემში სენტიმენტალურმა არსებამ გაიღვიძა და წინასწარ ფიქრობს იმაზე, რომ ზედმეტად შეეჩვია სკოლას და ბოლო დღეს ალბათ ძალიან დაწყდება გული.

იმ მიზეზზეც შემიძლია წერა, რომლის გამოც ბოლო დღეებია ცუდ ხასიათზე ვარ და გამოსავალსაც ვერ ვხედავ. უფრო სწორად, ვხედავ, მაგრამ შეიძლება ყველაფერი გავაფუჭო, ეს კი ძალიან არ მინდა.

კიდევ ბევრ რამეზე შემიძლია და მინდა წერა, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი პოსტი მივიყვანე. ამიტომ გადავხედე დრაფტებს და გადავწყვიტე ჩემ თავზე დამეწერა. პრინციპში, ეს ჩემი პირადი ბლოგია და პოსტების უმრავლესობაც ჩემზეა, მაგრამ ახლა 12 წლის ნინოზე მინდა დავწერო, რომელსაც თავი მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი გოგო ეგონა.

*მანამდე: სკოლასთან ერთი ადგილი გვაქვს, სადაც ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. წინ კორპსებია და იქ ერთი ძაღლი ცხოვრობს, ჩემმა მეგობარმა სუიციდი დაარქვა. რამდენჯერაც ლეკვი აივანზე გამოდის და მოაჯირთან დადის, ჩემი თავი მახსენდება აივნის მოაჯირზე მდგარი და მიხარია, უკან რომ ჩამოვედი.

თორმეტი წლისას ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. გარდატეხის ასაკში თითქმის ყველა თინეიჯერი აგრესიულია და მშობლებთან პრობლემები აქვს. ეს პერიოდი ახალი დაწყებული მქონდა, როცა სახლი და სკოლა გამოვიცვალე. მქონდა პრობლემები დედაჩემთან, რომელსაც სულ ვეჩხუბებოდი, ყოველ სიტყვაზე. ახლა მრცხვენია, თან ძალიან, მაგრამ ორჯერ ხელების დასერვის მცდელობაც მქონდა. კიდევ იყო რაღაც პრობლემები, მაგრამ ჯერ არ მაქვს მაგ თემაზე წერის გამბედაობა. წეღან ვახსენე და კიდევ ვიტყვი, რომ ჩემ თითქმის თვრამეტწლიან ცხოვრებაში მეშვიდე სართულის აივნის მოაჯირზე გადასახტომად ასვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტი პრობლემა ჰქონდა. ვენების დასერვის მაგივრად კიდევ იცით რას აკეთებდა? -ყველანაირად ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას სრულიად მარტო და რამდენიმე წელიწადში იმდენ წარმატებას მიაღწია, რომ ყველა მისით ამაყობდა. მერე გული დამწყდა, მქონდა იმის პოტენციალი, რომ მეც გამეკეთებინა იგივე, თუნდაც ნახევარი. ვერ გავაკეთე. უფრო სწორად, არ.

საბოლოოდ როდის მორჩა ეს ყველაფერი, არ მახსოვს; ალბათ 14-15 წლის ასაკში. ახლა ბევრად უფრო ოპტიმისტი ვარ და უკეთაც ვაზროვნებ. ყოველ შემთხვევაში, უფრო პროდუქტიული გავხდი. სამწუხაროდ, არასდროს გამომიყენებია ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე.

ჰო, პოსტის დასაწყისში ვახსენე ის მიზეზი, ცუდ ხასიათზე რომ მაყენებს-მეთქი. იმდენად სულელური მიზეზია, რომ საკუთარ თავზე მეცინება და ხანდახან ვფიქრობ, რომ ისევ ის 12 წლის ლაწირაკი ვარ.

Advertisements

4 thoughts on “სუიციდი

  1. მესმის შენი .
    ის მომენტი ცუდ ხასიათზე,რომ ხარ იცი,რომ სულელური მიზეზის გამო,მაგრამ მაინც ცუდ ხასიათზე ხარ .
    მე 16წლის გავხდი 2 თვის წინ არცკი და დღემდე მაქვს პრობლემები ყველასთან,მხოლოდ დედა,რომ იყოს რაღა მიჭირს. რაღაც დოზით ხასიათიც მაქვს არანორმალური,მაგრამ ალბათ გარდატეხის ასაკს ჯერ არ გაუვლია ჩემიდან …
    მეც ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე,სხვადასხვა ვარიანტებიც გამიხილავს,მაგრამ საუკეთესო ვერ შემირჩევია და სიკვდილი ცოტახნით გვერდზე გადამიდია…
    სისულელეა ეს ყველაფერი))
    და ყველაზე დიდი სისულელე ის არის,რომ აცნობიერებ ამ სისულელის სიმძლავრეს,მაგრამ მაინც ჩადიხარ მას….
    მაგრამ იმედს ვიტოვებ,რომ ოდესმე ნორმალურ ადამიანს დავემსგავსები )))

  2. Ibi ამბობს:

    სულაც არ არის საჭირო იმ რაღაც სტერეოტიპულ ნორმალურს დაემსგავსო. თვითმკვლელობა ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ რაიმე ძალიან საშინელება არ მოხდება, ვერასდროს გავბედავ აი ესე უბრალოდ ავდგე და მოვკვდე ჩემი ნებით.

    ამ ასაკში ძირითადად ერთი და იმავე მიზეზების გამო გვინდა სიკვდილი. უმეტესად ეს მიზეზები სულელურია, ზოგჯერ ძალიან სულელური. შენ უკვე 16 წლის ხარ, მაგ ასაკში თავს უკვე საკმაოდ ბედნიერად ვგრძნობდი (თითქოს დიდი ხანი გავიდა ;დ 2 წელი). დაახლოებით 3 წელია თვითმკლვლელობის სულ პატარა მიზეზიც არ მქონია.

  3. თავის მოკვლა საუკეთესო გამოსავალი არაა უბრალოდ როცა დაფიქრება გიჭირს თუ როგორ მოაგვარო პრობლემა ან როგორ აარიდო თავი პრობლემებს ალბათ სხვა გამოსავალს ვერ ხედავ და მოკლე გზიტ ფიქრობ ამ პრობლემების გადაჭრას. ხელების დასერვა ეს თითქმის ყველა teenager–ის ცხოვრების ნაწილია. თითქოს როცა ხელებს ისერავ რაღაცნაირად კარგად გრძნობ თავს თუმცა ადამიანს ღრმად ფიქრი არ აწყენდა .ცხოვრებაში არის მომენტებიც როცა გინდა მოკლა ვიგაც და ამაზი სისტემატიურად ფიქრობ. თუ ცდილობენ რომ შენი ცხოვრება აუტანელი გახადონ მაშინ ნუ მისცემ ხალხს(ან შინაგან მე–ს) იმის უფლებას რომ შენი ცხოვრების ეს ყველაზე მხიარული წლები წაგართვან გაახალისე შენი ცხოვრება შენთვითონ და დაანებე ზედმეტ რაგაცეებზე ფიქრს თავი ასე ცხოვრებას გაიადვილებ….

  4. Ibi ამბობს:

    ახლა მსგავსი აღარაფერი მაწუხებს. პირიქით, ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s