ვიღაც ტიპები


2009 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის facebook-ი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, უკვე 500-ზე მეტი მეგობარი მყავსო. მახსოვს, როგორ შევიცხადე; იმან კიდევ დამცინა: დაგამატებ შენც 1-2 წელიწადშიო. 6 თვეც არ დამჭირვებია ისე შევუერთდი მაგ ხუთას კაცს ჩემივე ნებით.

მაშინ 13 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას სოციალურ ქსელებს, ფორუმებზე უფრო ხშირად ვპოსტავდი. ზოგგან ნიკით ვპოსტავდი , მაგრამ ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა, ზოგზე კი ანონიმი ვიყავი და ეს უფრო მომწონდა. ჩემი პირველი ურთიერთობები ბიჭებთან სწორედ ფორუმზე დაიწყო, სკოლის გარდა პირველი მეგობრებიც მაქედან მყავდნენ, ამიტომაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგად მახსენდება.

რამდენიმე დღის წინ ღამის 2 საათზე ფბ-ს ვსქროლავდი, უკვე დაძინებას ვაპირებდი და ნაცნობი სახელი და გვარი შემხვდა. ცოტა ხნის შემდეგ გამახსენდა, რომ ამ ადამიანს ფორუმზე მთელი 1 წელი აქტიურად ვწერდი ხოლმე. ნეტა შემეძლოს იმ წერილების აღდგენა, ბევრსაც ვიცინებდი და თან სამახსოვროდ მექნებოდა; მე ხომ ძალიან მიყვარს ეგეთი ექსპონატები. დავასტალკერე ფბ-ზე, მოზრდილი მესიჯიც დავწერე, მაგრამ მერე წავშალე და გადავიფიქრე. თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ საკმაოდ უშედეგოდ დამთავრდა ჩემი ცდა გამეხსენებინა სხვა ტიპისთვის ვინ ვიყავი.

ჰოდა, მინდა თუ არ მინდა, დღეში რამდენჯერმე მაინც მხვდებიან სქროლვისას ძველი სახეები, მეგობრების მეგობრებში და იმათ მეგობრებშიც. ცუდია, რომ მათთვის თითქმის არაფერს ვნიშნავ ახლა, უმრავლესობა ჩემ ვინაობასაც კი ვერ იხსენებს, არადა ერთ დროს ილუზიები მქონდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისევ ისეთი ურთიერთობა გვექნებოდა, როგორც მაშინ.

ეს სიმღერა კი სულ ცოტა ხნის აღმოჩენილია. რადგან ამ პოსტსაც უხდება, იყოს აქ:

Advertisements

7 thoughts on “ვიღაც ტიპები

  1. სინამდვილეში თუ გყავს ერთი ადამიანი რომლისთვის თავის შეხსენება არასდროს არ დაგჭირდება დამიჯერე ბედნიერი ხარ

  2. მესმის შენი
    ნაცნობი თემაა ჩემთვის
    მეც შენსავით თავს ვიკავებ ხოლმე,რადგან გულსატკენია როდესააც ვერ გიხსენებს ადამიანი ,რომელიც შენ ძალიან კარგად გახსოვს .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s