კიევი და სხვა ამბები


როგორ მოვხვდი გასაუბრებაზე, როგორ კინაღამ გადავიფიქრე და როგორ ველოდებოდი გამოცდების თარიღის გამოცხადებას არ დავწერ, უინტერესოა და მეზარება.

6 ოქტომბერს, შუადღის 3 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიყავი. შემდეგ ფრენა გადადეს. სამჯერ. და როგორც იქნა, 7ში, საღამოს 5 საათზე ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა. აქამდე საზღვარგარეთ ორჯერ ვიყავი : ირანში და თურქეთში, მაგრამ ორივეჯერ ავტობუსით და საშინლად მაინტერესებდა რა გრძნობა იყო ფრენა. დიდი არაფერი, აფრენას აქვს მარტო მუღამი. ორივე გზაზე ილუმინატორთან მოვხვდი, I’m a lucky bitch 😀


Fly Georgia, 24 საათით რომ დებთ რეისებს, იქნებ ილუმინატორები მაინც გაწმინდოთ ხოლმე.

ბორისპოლის აეროპორტი თბილისისაზე მინიმუმ 4ჯერ დიდია. ბარგი მალევე ვიპოვეთ და დავიძარით სასტუმროსკენ. ჩვენი სასტუმრო კიევის გარეუბანში იყო, გარშემო პატარა ტყე ქონდა, შემოდგომის ფერებში აჭრელებული და ძალიან მიყვარდა დილას აივანზე გასვლა.

ჩემი რუმმეითი ნანო იყო, ჩემი პარალელური კლასელი. ჩემი კლასელის რუმმეითი კი ნიკა, რომელიც იქ გავიცანით. მე და ნანომ ბიჭების ოთახის ოკუპანტები ვიყავით და დილამდე არ გამოვდიოდით 416–ე ნომრიდან. ამ ოთახის კართან იდგა ყველაზე მძაფრად სიგარეტის სუნი და თუ მთელი დღე კარს არ დავტოვებდით ღიას, შიგნით ნისლი იდგა. წამოსვლისას კინაღამ ვიტირე, ისე მინდოდა ნიკას საწოლზე ცალ–ცალი ნასკით წოლა და ნაჭყებიას ხუმრობებზე სიცილი.

რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც უკრაინაში ვიყავი წასული, ჯერ ბოლომდე ვერ დავწერ. ხელი მაქვს მოწერილი იმაზე, რომ კონფიდენციალურობას დავიცავ. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ კიევის საზოგადოებრივი ტელევიზიის დედაც, რადგან მოგებული თამაში წამაგებინეს “ტექნიკური ხარვეზის” გამო და ფინალში ვერ გადავედი. ნოემბერში ყველაფერი იმედზე გავა და ვინც ნახავს, დებილი ვეგონები. მიტყდება.

მეტი ისეთი არაფერი, კიევი დიდად არ მომეწონა და არც დაბრუნებას ვაპირებ თუ არ მომიწია. ეს კი ჩვენი “ოთხეულის” სურათი. ახლაც ძალიან მინდა ისევ იმ ოთახში ვიწვე, სიგარეტის სუნით აყროლებულში და რამეს ვაკეთებზე, მთავარია იქ ვიყო.

თბილისი როგორიც დავტოვე, ისეთივე დამხვდა. ხალხიც იგივენაირი, ყველა ჩემი მეგობარი გამოცდებში იყო თავით გადაშვებული და სად ეცალათ რაიმის საკეთებლად ;დ მე ჩამოსვლის მეორე დღესვე გამოცდა მქონდა, ჩავაბარე. დღესაც ჩავაბარე. იმედია ხვალ და ზეგაც ჩავაბარებ და შემდეგ მაისამდე დავისვენებ. არ ვაპირებ წიგნებს ვურტყა თავი, მაქვს საკუთარი თავის იმედი. კიევიდან კი უფრო თავდაჯერებული ჩამოვედი, ასე მგონია.

არც იმაზე დამიწერია, რომ ჩემ საუკეთესო მეგობართან რილეიშენშიფი მაქვს ;დ შეგიძლიათ მომილოცოთ ან რამე ქნათ, მეტი არ ვიცი რა დავწერო იმის გარდა, რომ ბედნიერი ვარ, ყველაფერი ისე რომ მოხდა, როგორც მინდოდა.

Advertisements

2 thoughts on “კიევი და სხვა ამბები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s