კადრები


ადამიანის თვალი წამში 25 კადრს აფიქსირებს: 24 ცხადად ამახსოვრდება, ის ერთი კი ქვეცნობიერში მიდის. ახლა ღამის პირველი საათია და ძალიან მეზარება, თორემ გამოვთვლიდი 17 წლის და 9 თვის განმავლობაში რამდენი ოცდამეხუთე კადრი დაილექა ჩემ ტვინში. ძალიან საინტერესო სანახავი იქნებოდა ამ კადრებით აწყობილი ფილმი. წარმოიდგინეთ, ადამიანის სიკვდილის შემდეგ ავიღებდით მის ტვინს, ამოვკრეფდით ყველა ოცდამეხუთე კადრს , თანმიმდევრობით დავალაგებდით და გამოვიდოდა ერთი დიდი სრულმეტრაჟიანი ფილმი. imdb-ზე ახალი კატეგორიაც კი გაიხსნებოდა ამ ფილმებისთვის 🙂

მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ამ მიზეზით მაქვს დღიურები და ჩანაწერების რვეულები, ბლოგი და უამრავი ფოტო. ამ ბოლო დროს ძალიან კარგი რაღაცები ხდება; იმდენად კარგი, რომ თითქმის ყველანაირ ცუდ ამბავს ვიკიდებ.

ორ თვეში 2013 მთავრდება. სამ თვეში კი სრულწლოვანი ვხდები. თარიღების დამახსოვრება ჩემი ერთგვარი “ჰობია”. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და უფრო ბევრი უმნიშვნელო თარიღი მახსოვს.

ჰოდა, არც თუ ისე ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი და საჩემო საიტი აღმოვაჩინე : Future Me . ადრე საკუთარ თავს წერილებს ვუწერდი, კონვერტში ვდებდი და გახსნის თარიღს ვაწერდი. შემდეგ ვხსნიდი და ძალიან სასიამოვნო იყო წარსულიდან მიღებული წერილების კითხვა. ჰოდა, ეს საიტი სწორედ ამისთვისაა, ოღონდ კარადაში დამალული კონვერტის გახსნა არ გიწევს, მითითებულ დროს წერილი მეილზე მოვა. ეს საიტი საჩემო იმიტომაცაა, რომ მეილს ხშირად ვიყენებ.

პირველი წერილი 15 წლისამ დავუწერე საკუთარ თავს. 1 წელიწადში, 1 თვეში და 16 დღეში მეილზე მოვიდა და ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ აღგიწერთ.

ახლა 15 წლის ხარ, თვენახევარში 16 ხდები. 1 კვირაში გამოცდები გაქვს, შენ კი ტრაკის აწევა და მეცადინეობა გეზარება. მაგარი იქნება რომ გაგაგდონ, მერე მაინც მოხვალ აზრზე და გაანძრევ ტვინს. თავი მაგარი ვინმე გგონია. ამ წერილის დაწერის წინა დღეს შენმა ძველმა შეყვარებულმა მოგწერა. მიხვდი,რომ რა %$*^ც იყო, ის დარჩა.

ახლა ახალი მეილით ექაუნთი გავაკეთე და უკვე 2 წერილის დაწერა მოვასწარი. ზოგადად, პოსტების წერისას შეზღუდული ვარ, რადგან შეიძლება რომელიმე ისეთმა ადამიანმა წაიკითხოს ჩემი პოსტები, ვისაც არაფერი ესაქმება ჩემ პირად ცხოვრებაში. ამ წერილების წერისას კი ძალიან გახსნილი ვარ და რასაც მინდა იმას ვწერ, რადგანაც ვიცი, რომ ჩემ გარდა მაინც ვერავინ წაიკითხავს.

მოკლედ, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა მკითხა ამ საიტის შესახებ და აჰათ, ეცით 🙂 მე კიდევ დავიკიდებ იმას, რომ ღამის 2 საათი საკმაოდ ცუდი დროა პოსტის გამოსაქვეყნებლად და publish ღილაკს დავაჭერ.

Advertisements

6 thoughts on “კადრები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s