2013 წლის შეჯამება


რაც ეს ბლოგი მაქვს, უკვე მეოთხე წლის რევიუს ვწერ. facebook–მა საშუალება მომცა ზედმეტი წვალების, ჩანაწერებში ქექვის და ა.შ. გარეშე აღმედგინა მეხსიერებაში მთლიანი წელიწადი.

1. და ერთ–ერთი მთავარი: ჰარი პოტერი წავიკითხე. რა და როგორ, ლინკზე გადადით და ნახეთ. ერთ–ერთი ყველაზე მაგარი წიგნების სერიაა, რაც ოდესმე წამიკითხავს.

2. 21 იანვარს პირველად ვნახე გრიშა 😀 ნახევარ წელზე მეტი ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა აზრადაც არ მოგვსვლია. ან მოგვსვლია და არ მახსოვს.

3. აპრილამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა მგონი. შემდეგ ტელევიზია “ენკი–ბენკიში” დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. თავიდან სიტუაცია მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად 6 თვიანი უფასო სტაჟირებისთვის. ივნისში წამოვედი.

4. ახლა გამახსენდა, მარტის ბოლოს ჩემი და წავიდა გერმანიაში 3 თვით. აქამდე მხოლოდ 10 დღით ვიყავით დაშორებულები ერთმანეთს და თავიდან ცოტა მეუცხოებოდა მის გარეშე სახლი. შემდეგ კი ისე გავიდა ეს თვეები, რომ ვერც გავიგე.

განაგრძეთ კითხვა

Advertisements

ჭორები

ჭორი ისეთი რაღაცაა, რაც არ უნდა იძახოს ადამიანმა, ფეხებზე მკიდიაო, მაინც შეაწუხებს ერთხელ. ჩვეულებრივ საუბარში ძალიან ხშირად მითქვამს რომ არ მაინტერესებდა ხალხის აზრი. სინამდვილეში კი , როგორც კი ჩემ სახელს მოვკრავდი სხვისი ლაპარაკისას ყურს, მაშინვე “გამოძიებას” ვიწყებდი.

ერთხელ ისეთი ჭორი გამივრცელეს, არასდროს რომ დამავიწყდება. წარმოდიგინეთ, რომ ერთი ჩვეულებრივი უფროსკლასელი ხართ, თითქმის არაფრით გამორჩეული. არ გყავთ “მტრები” და თქვენი სასკოლო ცხოვრება თითქმის არაფრით გამორჩევა სხვებისგან. ერთ მშვენიერ დღესაც კი ნახევარი სკოლა დამცინავი სახით გიყურებთ, თვალს გაყოლებთ და ზოგი ნაცნობი თვალსაც კი გარიდებთ. თავიდან ყურადღებას არ აქცევთ, და თვლით, რომ გეჩვენებათ. ხოლო როცა ეს ყველაფერი უკვე გამაღიზიანებელი ხდება, ყველაფრის გარკვევას ცდილობთ. შემდეგ თქვენი ნაცნობი ყველაფერს გიყვებათ. თავიდან გეცინებათ და გიკვირთ, როგორ დაიჯერა ვინმემ. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის გამო ძალიან ბრაზდებით. განაგრძეთ კითხვა

სახლი

კარგი ადგილია სახლი. როცა იცი , რომ გაქვს ადგილი, სადაც შეგიძლია დატვირთული დღის შემდეგ მიხვიდე ან უქმე დღეს გვიანობამდე იძინო.

მაქვს ოთახი, სადაც მომდის კრეატიული იდეები და აზრები. სადაც სიზარმაცე მძლევს ხოლმე და რამდენ ასეთ იდეას ვტოვებ დღის სინათლის გარეშე, არავინ იცის. ასევე ოთახი ერთადერთი ადგილია, სადაც ტირილი შემიძლია. თუმცა კარგა ხანია, აღარ მიტირია. ოთახში ყოველთვის დევს სკოჩი. ყოველ წუთს ვცვლი ინტერიერს და ხან რას ვაკრავ, ხან რას. ასევე მქონდა ფურცლები, ვინც ოთახში შემოდიოდა, აფიქსირებდა, რომ აქ იყო და თან თარიღს აწერდა. ერთ წელიწადში 70მდე სტუმარი მყავდა. დიდი ხანია ეს ფურცლები ჩამოვხსენი, აღარ მომინდა.

მიყვარს ჩემი სახლი. საკმაო ფართობი მაქვს იმისთვის, რომ გაფრენის მომენტებში აქეთ–იქით ვირბინო, მეთლახზე წინდებით ვისრიალო და სანამ რემონტი დამთავრდება, კედლებზე ვხატო. რამხელა ოპტიმიზმია, როცა გასარემონტებელ სახლშიც კი ვპოულობ პოზიტივს 😀
განაგრძეთ კითხვა