სახლი

კარგი ადგილია სახლი. როცა იცი , რომ გაქვს ადგილი, სადაც შეგიძლია დატვირთული დღის შემდეგ მიხვიდე ან უქმე დღეს გვიანობამდე იძინო.

მაქვს ოთახი, სადაც მომდის კრეატიული იდეები და აზრები. სადაც სიზარმაცე მძლევს ხოლმე და რამდენ ასეთ იდეას ვტოვებ დღის სინათლის გარეშე, არავინ იცის. ასევე ოთახი ერთადერთი ადგილია, სადაც ტირილი შემიძლია. თუმცა კარგა ხანია, აღარ მიტირია. ოთახში ყოველთვის დევს სკოჩი. ყოველ წუთს ვცვლი ინტერიერს და ხან რას ვაკრავ, ხან რას. ასევე მქონდა ფურცლები, ვინც ოთახში შემოდიოდა, აფიქსირებდა, რომ აქ იყო და თან თარიღს აწერდა. ერთ წელიწადში 70მდე სტუმარი მყავდა. დიდი ხანია ეს ფურცლები ჩამოვხსენი, აღარ მომინდა.

მიყვარს ჩემი სახლი. საკმაო ფართობი მაქვს იმისთვის, რომ გაფრენის მომენტებში აქეთ–იქით ვირბინო, მეთლახზე წინდებით ვისრიალო და სანამ რემონტი დამთავრდება, კედლებზე ვხატო. რამხელა ოპტიმიზმია, როცა გასარემონტებელ სახლშიც კი ვპოულობ პოზიტივს 😀

1 კვირაში გამოცდები მაქვს. დღეს გავიგე და ახლა ისეთ ხასიათზე ვწერ ამ პოსტს, ხვალ შეიძლება წაშლა მომინდეს. თან თვეზე მეტია არაფერი დამიწერია და ნერვები მეშლება. ეს ყოფილა აბიტურიენტობა. თავს არაფერს ვაკლავ, მაგრამ მაინც არ მრჩება დრო იმისთვის, რისთვისაც დანარჩენი 11 წელი ვიცლიდი. თავს მაინც ბედნიერად ვგრძნობ. ნერვებმოშლილმაც კი შემიძლია ვიპოვო რაღაც პოზიტივი და ეს ალბათ ჩემი გარშემომყოფების “ბრალია”.

P.S. სერიოზულად მეშლება ნერვები იმაზე, რომ ჩემი დის ფეხის ხმა დედაჩემისას ემსგავსება. ან შეიძლება მე დამიქვეითდა აღქმის უნარი.

Advertisements

4 thoughts on “სახლი

  1. წარმატებებს გისურვებ .
    ყველაფერი გაივლის და ისევ იპოვი დროს პოსტების წერისთვის ^_^
    პოზიტივი :დ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s