ჭორები

ჭორი ისეთი რაღაცაა, რაც არ უნდა იძახოს ადამიანმა, ფეხებზე მკიდიაო, მაინც შეაწუხებს ერთხელ. ჩვეულებრივ საუბარში ძალიან ხშირად მითქვამს რომ არ მაინტერესებდა ხალხის აზრი. სინამდვილეში კი , როგორც კი ჩემ სახელს მოვკრავდი სხვისი ლაპარაკისას ყურს, მაშინვე “გამოძიებას” ვიწყებდი.

ერთხელ ისეთი ჭორი გამივრცელეს, არასდროს რომ დამავიწყდება. წარმოდიგინეთ, რომ ერთი ჩვეულებრივი უფროსკლასელი ხართ, თითქმის არაფრით გამორჩეული. არ გყავთ “მტრები” და თქვენი სასკოლო ცხოვრება თითქმის არაფრით გამორჩევა სხვებისგან. ერთ მშვენიერ დღესაც კი ნახევარი სკოლა დამცინავი სახით გიყურებთ, თვალს გაყოლებთ და ზოგი ნაცნობი თვალსაც კი გარიდებთ. თავიდან ყურადღებას არ აქცევთ, და თვლით, რომ გეჩვენებათ. ხოლო როცა ეს ყველაფერი უკვე გამაღიზიანებელი ხდება, ყველაფრის გარკვევას ცდილობთ. შემდეგ თქვენი ნაცნობი ყველაფერს გიყვებათ. თავიდან გეცინებათ და გიკვირთ, როგორ დაიჯერა ვინმემ. საბოლოოდ კი ამ ყველაფრის გამო ძალიან ბრაზდებით.

საბოლოოდ ყველაფერი დაწყნარდა. მე და ჩემი მეგობრები დღემდე ვიცინით ამ ამბავზე, მაშინ კი ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობდი, როგორ დაიჯერა ხალხმა ეს სისულელე. ხოლო, როდესაც საკუთარ თავზე გამოვცადე ყველაფერი, მაშინ მივხვდი, რომ თუ ბევრი ხალხი გარწმუნებს რაღაცაში, მაშინ ყველაფერი ადვილად დასაჯერებელი ხდება.

ჩემ ერთ–ერთ ნაცნობზე მითხრეს, რომ ორსულად იყო. თავიდან ვერ ვიჯერებდი, მაგრამ შემდეგ, როდესაც ყველა გარშემომყოფი ამაზე ალაპარაკდა, ჩემმა გონებამ ეს ფაქტი სრულიად მისაღებად აღიქვა. თან როდესაც ადამიანზე რაღაც ჭორი იცი, ქვეცნობიერად გინდა, რომ ეს ჭორი განამტკიცო. ამიტომაც მეჩვენებოდა მისი ფართო ტანსაცმელი მისი ფეხმძიმობის მტკიცებულებად. არადა, ეს გოგო მთელი ცხოვრება ასე იცვამდა.

–გოგო, სადაა , რატო არ გამოვიდა ეზოში?
–გოგო , რავი, ეგ ხო ორსულადაა და არ შეიძლება ალბათ მაგისთვის ბევრი მოძრაობა
–აა, ხო…
და ა.შ.

შემდეგ ყველაფერი უცებ მიწყნარდა. 15 წლის გოგოს ორსულობა ხალხმა ადვილად დაივიწყა. ალბათ, რაიმე უფრო დიდი ჭორი გავრცელდა, მაგრამ ეს უკვე აღარ მახსოვს. ამ ამბების შემდეგ ცხრა თვეც გასულია და თვრამეტიც. ეს გოგო არც დიდი მუცლით მინახავს და არც ბავშვით ხელში. ზოგი ამბობს, აბორტი გაიკეთაო, ზოგი კი–არც ყოფილა ორსულადო. რას გაიგებ.

ჭორაობა ყოველთვის გვეყვარება, მაგრამ არასდროს–საკუთარ თავზე. ანჯელინას მოჭრილი მკერდი და ციურის გოგო რომ მესამედ თხოვდება, ეგ უფრო გვაინტერესებს, ვიდრე მცოცავი ოკუპაცია. მაგრამ, სამწუხაროდ, ერთადერთი, რასაც ჭორის გაქრობა შეუძლია –ამ ჭორზე უფრო დიდი ჭორია.

Advertisements

10 thoughts on “ჭორები

  1. Ibi ამბობს:

    ეს გუშინ მომაფიქრდა ძილის წინ 😀 მე რას მატყუებ კაი რა ფეხებზე იკიდებ 😀 😀 😀 შანსი არაა ყველაფრის ფეხებზე დაკიდების

  2. ეს ყველაფერი კარგი, მართალი ხარ, მაგრამ მთავარი ინტრიგა – რა ჭორი გაგივრცელეს ინტრიგად დატოვე 😦

  3. Ibi ამბობს:

    თავი დავიზღვიე 😀 იმიტომ, რომ ვინც გაავრცელა, სრულიად შესაძლებელია ახლა ამას კითხულობდეს 😀

  4. ანჯელინას მოჭრილი მკერდი და ციურის გოგო რომ მესამედ თხოვდება, ეგ უფრო გვაინტერესებს, ვიდრე მცოცავი ოკუპაცია. 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s