2013 წლის შეჯამება


რაც ეს ბლოგი მაქვს, უკვე მეოთხე წლის რევიუს ვწერ. facebook–მა საშუალება მომცა ზედმეტი წვალების, ჩანაწერებში ქექვის და ა.შ. გარეშე აღმედგინა მეხსიერებაში მთლიანი წელიწადი.

1. და ერთ–ერთი მთავარი: ჰარი პოტერი წავიკითხე. რა და როგორ, ლინკზე გადადით და ნახეთ. ერთ–ერთი ყველაზე მაგარი წიგნების სერიაა, რაც ოდესმე წამიკითხავს.

2. 21 იანვარს პირველად ვნახე გრიშა 😀 ნახევარ წელზე მეტი ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა აზრადაც არ მოგვსვლია. ან მოგვსვლია და არ მახსოვს.

3. აპრილამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა მგონი. შემდეგ ტელევიზია “ენკი–ბენკიში” დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. თავიდან სიტუაცია მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად 6 თვიანი უფასო სტაჟირებისთვის. ივნისში წამოვედი.

4. ახლა გამახსენდა, მარტის ბოლოს ჩემი და წავიდა გერმანიაში 3 თვით. აქამდე მხოლოდ 10 დღით ვიყავით დაშორებულები ერთმანეთს და თავიდან ცოტა მეუცხოებოდა მის გარეშე სახლი. შემდეგ კი ისე გავიდა ეს თვეები, რომ ვერც გავიგე.

5. მაისის მთავარი ამბები ამ პოსტში გავაერთიანე. როგორ ვნახე დათო ტურაშვილი, როგორ ვნერვიულობდი ჩემ დაზე და ა.შ. ასევე მაისში გადაწყდა, რომ აგვისტოში ერთი კვირით სტამბოლში გავემგზავრებოდი ^_^

6. ივნისში open air იყო. ოცნება ამიხდა და ორი ძალიან მაგარი დღე გავატარე მეგობრებთან ერთად. ასევე ივნისში დავიწყე “საქართველოს ცნობარში” მუშაობა, რომლიდანაც ოქტომბერში წამოვედი.

7. საზიზღარი ივლისი მქონდა. ბევრი რამის დათმობა მომიწია. ზაფხულში, როგორც ყოველთვის, ინსომნიის მაგვარი რაღაც დამემართა და დღეში 4 საათიც არ მეძინა ხოლმე. საბოლოოდ გადავიღალე და ერთი სული მქონდა, 18 აგვისტო როდის მოვიდოდა რომ ავტობუსში ჩავმჯდარიყავი და სტამბოლისკენ წავსულიყავი.

8. ესეც ნანატრი სტამბოლი ანუ ქალაქი, რომელშიც აუცილებლად ჩავალ კიდევ ერთხელ.

9. სექტემბერში აბიტურიენტი გავხდი. მაგრამ, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ წლის ბოლოს ოთხი გამოცდა უნდა ვწერო. ასევე თვის ბოლოს გავიგე, რომ 40 საუკეთესო ბავშვში მოვხვდი და სულ მალე კიევში გავემგზავრებოდი რამდენიმე დღით ^_^

10. ოქტომბერში გადასარევი რაღაც მოხდა. არა, ორი გადასარევი რაღაც მოხდა 😀 პირველი ის , რომ ყოველ წელს ცუდი რაღაც ხდებოდა 3 ოქტომბერს, წელს კი ჩემი და გრიშას relationship დაიწყო ^^ მეორე კიდევ ის, რომ კიევში წავედი, პირველად ჩავჯექი თვითმფრინავში და 5 ძალიან მაგარი დღე გავატარე იქ.

11. მერე გამოცდები იყო, აწ უკვე ჩაბარებული გამოცდები. კიდევ ბევრი რამე იყო. ალბათ კარგი უფრო მეტი , ვიდრე ცუდი.

26.12.2013
ახლა 26 დეკემბერია, საღამოს 8 საათი. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი კვირაც აღარ დარჩა ახალ წლამდე. საკუთარ თავს მინდა ვუსურვო (როგორც შარშან) ერთხელ მაინც საზღვარგარეთ წასვლა. ყველა იმ გამოცდის ჩაბარება, რომელიც გეგმაში მაქვს. სამსახურის დაწყება და დანარჩენს მერე მოვიფიქრებ იმის მიხედვით, თუ როგორი წელი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელიც ერთი ჩვეულებრივი დღეა, მაინც საუკეთესო დროა ცვლილებებისთვის. არ ვიცი, რისი შეცვლა მინდა ყველაზე მეტად ამ წელს, მაგრამ, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. თქვენ კი გილოცავთ და გისურვებთ, რომ ახალმა წელმა ბევრი კარგი სიახლე შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში.

Advertisements

11 thoughts on “2013 წლის შეჯამება

  1. მე ყველაზე საშინელი წელი მქონდა და შემაჯამებელ პოსტს თუ დავწერ მხოლოდ იმას დავწერ,რომ ყველაზე საშინელი წელი მქონდა :3

  2. Ibi ამბობს:

    მადლობა ყველას ^_^
    ჩემინავა ;დდდდ ეგენი შენ გიწერია და დავლინკავ სადმე თუ გინდა 😀

  3. იბი, ძალიან კარგიმ გოგო ხარ და ყველაფერს კარგს და საყვარელს გისურვებ, ყველა საინტერესო მიზნის განხორციელებას! მშვენიერი წელი გქონია. 🙂

  4. აუ ტურაშვილი ვაიმე ვაიმე შოკში ვარ ვგიჟდებიიიი …. ჩემი ჰარი პოტერიიიი ბავშვობაააა და მთელი ცხოვრება

  5. Ibi ამბობს:

    როდე ❤ შენი პირველი კომენტარია ჩემს ბლოგზე და ისე გამიხარდა რომ ვნახე , ვერ გადმოგცემ 😀 კი, კარგი წელი მქონდა და ახლა მინდა , რომ უკეთესი მქონდეს. შენც იმავეს გისურვებ :*

  6. ელენე ამბობს:

    1 პუნქტი მომეწონა ძაან)))))))00 ვგიჟდები ჰარი პოტერზე ♥ კარგია პოტერჰედი რო ხარ)))))))))

  7. Ibi ამბობს:

    სამწუხაროდ, ძალიან დამაგვიანდა 😀 მთელი 11 წლით 😀 მაგრამ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს პონტია ;დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s