3 წელი


3 წელი დიდი დროა. იმდენად დიდი, რომ ძალიან ბევრი რამის შექმნას და გადაფასებას ასწრებ ადამიანი. იმდენად ბევრის, რომ შემდეგ ნახევარი აღარ მოგწონს. იმდენად აღარ მოგწონს, რომ საერთოდ ანადგურებ. და იმდენად ბევრს ფიქრობ მომავალზე, რომ წაშლილი პოსტები საერთოდ გავიწყდება.

ასე და ამგვარად, დღეს ჩემი ბლოგი 3 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში სამას პოსტზე მეტი დავწერე, თუმცა აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს დიდი წმენდა მოვაწყვე. ახლა მათი რაოდენობა ერთ ასეულზე ნაკლებია, თუმცა, როგორც ამბობენ, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობაო.

მყავდა x ვიზიტორი, y ნახვა მქონდა და z პოსტი დავწერე. ახლა ვხვდები, რომ რიცხვები ხშირად უსარგებლო ინფორმაციაა. თუ ვინმეს დააინტერესებს, რამდენი პოსტი დავწერე წელს – შეუძლია ნახოს. არც დანარჩენი მონაცემების დადგენას სჭირდება დიდი დრო და ენერგია. ყველაზე ხშირად მაინც პირადზე ვწერ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ არ მიყვარს იმ თემაზე საჯაროდ ჩემი აზრის დაფიქსირება, რომელშიც კარგად ვერკვევი.

მინდა, რომ მომავალ წელს უკეთეს შეჯამებას ვწერდე. იმდენად უკეთესს, რომ ეს პოსტი აღარ მომეწონოს. იმდენად აღარ მომეწონოს, რომ წავშალო.

თქვენ კი ახალ წელს გილოცავთ ❤

P.S. იმედია, კიდევ მინიმუმ ორი წელი ვიქნები ბლოგერი: სულ მინდოდა ვინმესთვის ბოუის სიმღერით მიმეცლოცა ხუთი წლის იუბილე.

Advertisements

6 thoughts on “3 წელი

  1. გილოცავ ბლოგის იუბილეს! ახალ წელსაც :დ
    თითქმის 3 თვეა სხვაობა ჩვენს ბლოგებს შორის.შენი უფროსია :3

  2. ელენე ამბობს:

    სულ შემთხვევით მოვხვდი შენ ბლოგზე და გადარეული ვარ, ძალიან მომწონს როგორც წერ)))))))))))) უკვე ყველა პოსტი წავიკითხე მემგონი 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s