მჟავე

მთელი ორი დღეა მოწევას თავი დავანებე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში–რეკორდია. მწეველობისას ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა–რამდენად ხარ დამოკიდებული ამ საზიზღრობაზე. ძალიან ბევრ სიმპტომთან ერთად, პირში მჟავე გემო მაქვს. არ ვგუგლავ. მეშინია, რამე ისეთი არ ამომიგდოს , რომ მერე ექიმთან გავიქცე დასამშვიდებლად.

პირის გემოს კიდევ გაუძლებ ადამიანი; კევს დაღეჭავ, რამეს შეჭამ და ა.შ. ხასიათის სიმჟავე გაცილებით ცუდი რამეა. ცოტა ხნის წინ ყველაფერი დალაგდა და რაღაც პერიოდი ყველაფერში პოზიტიური ნაწილის პოვნას ვცდილობდი. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც კი ვპოულობდი გამოსავალს და ისე ვიყავი, რომ თითქმის არაფერი მაწუხებდა.

კიდევ უფრო ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ბოლომდე ვერასდროს მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. თავიდან ამაშიც ვიპოვე გამოსავალი: საკუთარ თავზე მუშაობა. გულწრფელად ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვის რამე მომეხერხებინა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ხასიათი ისევ ისეთი გამიხდა, როგორიც აქამდე მქონდა: მჟავე. საკუთარ თავზე მუშაობამ უარესი შედეგი მომცა და მგონი იმაზე უარესი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ამ ყველაფერს ძალიან ცუდ ხასიათზე ვწერ. ის კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებს, რომ ბოლომდე არაფრის თქმა შემიძლია. ცოტა ხანს სადმე მარტო წასვლა მინდა ყველანაირი ტექნიკის და ა.შ. გარეშე. ვიცი, რომ შეუძლებელს ვითხოვ, მაგრამ მაინც მინდა. იქნებ მერე მაინც ვიპოვო ამ იდიოტური სიტუაციიდან გამოსავალი.

Advertisements

12 thoughts on “მჟავე

  1. ხო ადამიანის შეცვლის მცდელობა ცუდია, ნაწილობრივ შეგიძლია უბრალოდ მოთოკო რაღაცეები ზოგჯერ მაგრამ შენ თავთან “თამაში” ძალიან ცუდია, ბოლოს მართლა მჟავე ხასიათში გადაგდის. რავი აბა ჩემი რჩევა იქნება რამდენ დღესაც გაქაჩავ იმდენი დღით შემოიფარგლო სკოლით , სახლით და მარტო ქუჩაში ხეტიალით. ან ვაფშე რამოდენიმე დღე სკოლას დაადე და სადმე წადი მარტო, თუ ძალაინ მოგბეზრდება თან რამე წიგნი წაიღე.საერთოდ ყველაფერზე იფიქრე….რასაც შეცდომათ თვლი ის გამოასწორე ან თუ ვეღარ ასწორებ მიახვედრე სხვა ადამიანი რომ შეგეშალა… მოკლედ მოწყდი ყველას აბსოლიტურად, პირველ რიგში ტექნიკას და ეგეთ რაღაცეებს. გადაგივლის :)))

  2. Ibi ამბობს:

    ტექნიკაა ჩემი პირველი მტერი. ჰო, წიგნი სულ თან დამაქვს სადაც არ უნდა ვიყო. ერთსა და იმავე შეცდომებს ძალიან ხშირად ვიმეორებ და საბოლოოდ ყველაფრისთვის ბოდიშის მოხდა მიწევს. საბოლოოდ კიდევ ეს ყველაფერი დიდი პრობლემა ხდება :/

  3. რაიმე თავშესაქცევი იპოვნე ხოლმე, აკეთე ის, რაც სიამოვნებას განიჭებს… ))
    ყურადღება გადაიტანე სხვა რამეზე, თუ საკუთარი თავის მისამართით შექმნილ „ტესტირებას“ ჩააბარებ, დააჯილდოვე ხოლმე „მე“. :)) შოკოლადით ან რამე მსგავსით.
    ჭრის, დამიჯერე 😉

  4. Ibi ამბობს:

    ბევრი რაღაც მაქვს ნაცადი, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთით გამოვასწორე სიტუაცია. ჰოდა, ალბათ ჯობია ისევ კარგი პერიოდის დადგომას დაველოდო

  5. პოსტის დაწერა რო გადამეწყვიტა დღეს,მეც აუცილებლად იმას დავწერდი რაც შენ გიწერია … განსხვავებით იმისა,რომ მე არ ვცდილობ საკუთარ თავს რამე მოვუხერხო,რატომ? არ გამომივა,ვიცი..

  6. Ibi ამბობს:

    მე ვის რას ვეუბნები, მაგრამ მაინც ჯობია ცადო. იქნებ გამოგივიდეს

  7. მაგა რაიუელა ამბობს:

    რთული სათქმელია რომელი ჯობია – მწეველობა თუ მჟავე ხასითი.
    ვფიქრობ, მაინც მეორე : )

  8. ეგეც გაივლის.
    ყველას გვაქვს ეგეთი ცუდი პერიოდები, სადმე წასვლის გარდა, არაფერი რომ არ გვინდა. მაგრამ ეგ ვერ გამოდის, თითქმის ვერასდროს. მერე თითქოს ვეჩვევით და დროებით კარგად ვართ.
    სიმჟავეც გაივლის, ექიმთან წასვლა ნამდვილად არ იქნება საჭირო.

  9. Ibi ამბობს:

    სიმჟავემ გაიარა. ფიზიკურად სულ გაქრა. ხასიათი კიდევ დარჩა, მაგრამ ისე აღარ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s