სრულყოფილი

ხანდახან ისეთ უაზრო თემებზე ვფიქრობ, როგორიც სრულყოფილებაა. არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ნდომებია, უნაკლო ყოფილიყო. მეც მდომებია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, შეუძლებლად მეჩვენება.

საბოლოოდ ამ ფიქრებს ძალაინ ცუდ ხასიათამდე მივყავარ. First world problems, ვიცი, მაგრამ ცუდი ხასიათისგან უფრო ცუდი შედეგების მიღება შეიძლება. სრულყოფილება ერთ-ერთი ყველაზე ფარდობითი რამაა და ვცდილობ იმას შევეგუო, რომ ყველას ვერასდროს მოვეწონები. ამაზე ფიქრის ნაცვლად შემიძლია ვიმეცადინო. ახალი სამსახური რომ მაქვს, ჯერ არსად დამიწერია. ალბათ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რამე დავწერო იმის გარდა, რომ ახალი სამსახური მაქვს. რთული ყოფილა აბიტურიენტობა. მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებ. ამ პოსტით თითქოს ვბრუნდები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს არაფერს დავწერ.

ორი დღის წინ “შიმშილის თამაშების” ტრილოგია დავამთავრე. იმის გარდა, რომ რევოლუციას ყოველთვის კარგი შედეგები არ მოაქვს და ბლა ბლა ბლა, სულ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: დაშავდებოდა რამე ქეთნისს არც მეტი , არც ნაკლები – პიტაც და გეილიც რომ აერჩია? – ბევრი არაფერი. ეს ორი ბიჭი კი იდეალური იქნებოდა ქეთნისისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია და იმედისმომცემი ფენტეზის დასასრულად ნამდვილად არ გამოდგება. მაგრამ, ჯანდაბას ტრილოგია, რეალურ ცხოვრებაშიც ვერაფერს ვაიდეალებ.

Advertisements