სრულყოფილი

ხანდახან ისეთ უაზრო თემებზე ვფიქრობ, როგორიც სრულყოფილებაა. არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ნდომებია, უნაკლო ყოფილიყო. მეც მდომებია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, შეუძლებლად მეჩვენება.

საბოლოოდ ამ ფიქრებს ძალაინ ცუდ ხასიათამდე მივყავარ. First world problems, ვიცი, მაგრამ ცუდი ხასიათისგან უფრო ცუდი შედეგების მიღება შეიძლება. სრულყოფილება ერთ-ერთი ყველაზე ფარდობითი რამაა და ვცდილობ იმას შევეგუო, რომ ყველას ვერასდროს მოვეწონები. ამაზე ფიქრის ნაცვლად შემიძლია ვიმეცადინო. ახალი სამსახური რომ მაქვს, ჯერ არსად დამიწერია. ალბათ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რამე დავწერო იმის გარდა, რომ ახალი სამსახური მაქვს. რთული ყოფილა აბიტურიენტობა. მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებ. ამ პოსტით თითქოს ვბრუნდები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს არაფერს დავწერ.

ორი დღის წინ “შიმშილის თამაშების” ტრილოგია დავამთავრე. იმის გარდა, რომ რევოლუციას ყოველთვის კარგი შედეგები არ მოაქვს და ბლა ბლა ბლა, სულ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: დაშავდებოდა რამე ქეთნისს არც მეტი , არც ნაკლები – პიტაც და გეილიც რომ აერჩია? – ბევრი არაფერი. ეს ორი ბიჭი კი იდეალური იქნებოდა ქეთნისისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია და იმედისმომცემი ფენტეზის დასასრულად ნამდვილად არ გამოდგება. მაგრამ, ჯანდაბას ტრილოგია, რეალურ ცხოვრებაშიც ვერაფერს ვაიდეალებ.

Advertisements

4 thoughts on “სრულყოფილი

  1. ჩემი აზრით, ცხოვრებაში ადამიანმა არაფერი და არავინ უნდა გააიდეალოს, რადგან შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, გული დასწყდება… მე უკვე დიდი ხანია იმას შევეგუე, რომ ყველას ვერ მოვეწონები და, საერთოდ, არაფერია ისეთი, რაც ყველას მოეწონება..^^ კარგ ხასიათზე ყოფნას გისურვებ!^^
    აბიტურიენტობა მართლაც რთულია…

  2. Ibi ამბობს:

    მადლობა, შენც იმავეს გისურვებ ^_^
    რამდენი ხანია აქ კომენტარი არ დაწერილა ;დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s