სად არის რიჟახა

  • რიჟახას ვიზა არ მისცეს
  • -რატომ ვერ წახვედი გერმანიაში?
    -ვაიმე, ახლა რა უნდა ქნა?
    -ვიზა არ მოგცეს? დამპლები, მოდი საელჩო ავაფეთქოთ ჰეჰე.
    -გინდა დავადგეთ? 😉

    დიახ, არც ვიზა მომცეს და ვერც იენას უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. რამოდენიმე დღეში მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ტრაგედია არ იყო. მერე ყაზბეგში წავედი ნუცისთან, სადაც ძალიან კარგი 8 დღე გავატარე ჩემ ორ მეგობართან ერთად. თავიდან მთელი საღამოები ვისხედით და პატარა ოთახში (რომელიც “კურილკად” ვაქციეთ) ყავასთან ერთად ლაპარაკის მეტს არაფერს ვაკეთებდით. შემდეგ ტყეებში და ჩანჩქერებზე დავიწყეთ სიარული. საბოლოოდ უამრავი ნაკაწრი მქონდა ფეხებზე, მაგრამ ძალიან დასვენებული ვიყავი.

    ბოლო ამბავი კი აუცილებლად უნდა მოვყვე: ყაზბეგიდან თბილისამდე წამოვედით ავტოსტოპით მე, ანი , მარი და ნუცა (რომელიც სიონში დავტოვეთ შემდეგ). გზაში “მასპინძლებმა” ფასანაურშიი გაგვიჩერეს და გვაჭამეს ხინკალი და ხაჭაპური (დილიდან მხოლოდ ჰერკულესზე ვიყავით ;დ), გვასმენინებდნენ კაი კაი სიმღერებს და მთელი სარაჯიშვილის მეტრომდე მიგვიყვანეს პირდაპირ ყაზბეგდან. მოკლედ წარგვიდგინეს თავიანთი თავი, ავღანეთში ვთამაშობდით ერთად ომობანასო. მოკლედ ამ 8 დღემ გადამატანინა ვიზის ამბები.

  • რას აკეთებს რიჟახა?
  • რას აკეთებს და ძალიან ამაყობს იმით, რომ მომზადების გარეშე 50%-იანი გრანტი აიღო (2 ქულაც და 70იანზე გავდიოდი არადა) და იქ მოხვდა , რაც პირველი ეწერა. რა ეწერა? რა და რასაც ვერავინ იფიქრებდა: საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი. ახლა კი ვსწავლობ და საკმაოდ მაღალი ქულები მყავს, ვნახოთ პირველ შუალედურებზე რას ვიზამ.

  • სად არის რიჟახა?
  • რიჟახა აქ არის და არსადაც არ წასულა. თქვენგან სულ რამოდენიმე კილომეტრში, თავის სტაფილოსფერ ოთახში ზის და ამას წერს. რიჟახამ ბოლო პოსტი 31 ივლისს დაწერა. და მაინც, თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით , რიჟახა მე ვარ.

    Advertisements

    One thought on “სად არის რიჟახა

    1. გამოხმაურება: პლიუს ერთი | იბის ბლოგი

    კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s