Facebook-მა წელსაც შემოგვთავაზა წლის შემაჯამებელი პოსტები. ჩემი საკმაოდ კარგი გამოვიდა, თან წლის მთავარი მოვლენაც საამაყოდ გამოიჭიმა შუაში წარწერით: Graduated!
რეალურად ბევრად მეტი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ბლოგზე წერად მოვუკელი და წინა წლებივით არ შემიძლია პოსტების მიხედვით მარტივად გადავავლო მთელ წელს თვალი. ამიტომაც საკუთარ პროფილს გავხსნი და სურათების მიხედვით წლის მთავარ მოვლენებს უბრალოდ ჩამოვწერ.
პირველი და ყველაზე მთავარი: 18 წლის გავხდი. დაბადების დღე ტრადიციულად არ გადამიხდია. ეს ალბათ ბევრი მეგობრის და უკუპროპორციული თანხის გამოა, ან იმიტომ, რომ რეალურად ხმაურს ვერ ვიტან. რაც უნდა იყოს, სიგარეტს და სასმელს უკვე თავაწეული ვყიდულობ. ეს შაურმაზე დანთებული სანთლები კი ერთადერთი კადრია, რომელიც იმ დღეს გადავიღე.
დავიწყე აწ უკვე ჩემი საყვარელი სერიალის, Breaking Bad-ის ყურება. დასრულებიდან რამდენიმე თვეში იმიტომ, რომ ლოდინს ვერ ვიტან.
იმაზე მეტ დროს ვატარებდი სკოლის მეგობრებთან, ვიდრე ადრე. ვერთობოდი ძალიან ბევრს და სულ ფეხებზე მეკიდა სწავლა იმიტომ, რომ მაშინ ჯერ კიდევ მეგონა, გერმანიაში წავიდოდი. საბოლოოდ მივხვდი, რომ უცხოეთში ვერასდროს ვიცხოვრებ დიდი ხნით, თუნცაც ამის გამო:
დავამთავრე კომაროვი და ეს ის დღე იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ჰო, ბანკეტიც მქონდა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი წვეულება, რომელზეც ბოლომდე დავრჩი. ეს ვიდეო კი უკვე თითქმის ყველამ ნახა. მაინც დავდებ მერე ადვილად რომ ვიპოვო ხოლმე.
შევეშვი ფრჩხილების კვნეტას! სამწუხაროდ, დამადასტურებელი მასალა არ მომეპოვება, მაგრამ თუკი ვინმე ჩემსავით იტანჯებით, აუცილებლად უნდა შეეშვათ რომ შემდეგ მიხვდეთ რა საზიზღრობას აკეთებდით.
ზაფხულში ვმუშაობდი და მივხვდი, რომ საკუთარ ფულზე რთული, მაგრამ კარგი დასახარჯი არაფერია. ასევე ვიყავი მცხეთაში, მეტეხში და ყაზბეგში. ეს ყველაფერი უკვე დავწერე, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ მეგობრებთან ერთად დასვენებაზე უკეთესი არაფერია.
ბოლო მოვლენები კი 50%იანი გრანტი, საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი, ვიზის არ ჩარტყმა და ძალიან, ძალიან კარგი სწავლაა. ცოტა ხნის წინ პირველად ვიყავი უნის ფართიზე და არაფერს დავწერ იმის გარდა, რომ სასმელი კარგი იყო.
კიდევ ისაა, რომ ახალი წელი ბევრი არაფრის მომტანი მგონია. ამ წელს საზღვარგარეთ არ ვყოფილვარ, მაგრამ მომავალ წელს ყველაფერს ავანაზღაურებ. ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ ყველაფერი ტრაკის განძრევაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. თქვენ კი ზუსტად იმას გისურვებთ, რასაც საკუთარ თავს: წარმატებებს.
შაურმაზე დანთებული სანთელი ყველა ტორტს, ერთად აღებულს, სჯობს! :დ
Well, Happy Happy New Year ^_^
ტორტი არ მიყვარს და მართლა მირჩევნია ;დ შენც ❤
მშვენიალურია )) ვიდეო განსაკუთრებით :)) გილოცავ ))
oh, thanks, მგონი უკვე ყველას ვანახე ეგ ვიდეო ;დ შენც გილოცავ :3
შესანიშნავი წელი გქონია იბი და ამაზე უკეთესს გისურვებ!
მადლობა, შენც იმავეს გისურვებ :*
ვიდეოს ვერ ვნახულობ, არადა ძალიან მაინტერესებს
აი, სხვა ლინკი :*