ბონსაი: ნიადაგის განოყიერება

ფრთხილად იყავით ნიადაგის განოყიერებისას. ბონსაი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ძალზე ადვილია საკვები ნივთიერებების მიწაში ზედმეტი რაოდენობით შერევამ მცენარე დაღუპოს. ზშირად მათი სამყოფი საზრდო ბუნებრივად არის ნიადაგშიი და ნერგები ნორმალურად იზრდებიან ერთი – ორი წლის განმაბლობაში – დამატებითი სასუქის გარეშე. სასუქს იყყენებენ არა იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ მცენარის ზრდას, არამედ მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

საუკეთესოა თხევადი სასუქი, რომელსაც ოთახის პირობებში ბონსაის გაზრდისთვის იყენებენ, რადგან არა აქვს არასასიამოვნო სუნი. ეს სასუქი უნდა მოეხას მორწყვის შემდეგ. განოყიერება იწყება გვიან გაზაფხულზე და გრძელდება მთელი ზაფხულის მანძილზე ყოველ კვირას. ზამთრობით განოყიერება იშვიათად სჭირდება. ეს განრიგი იცავს მცენარეს დაავადებებისგან და ხელს უწყობს მის ჯუჯად ჩამოყალიბებას. გახსოვდეთ, ზოგჯერ ზედმეტი სასუქი იწვევს მცენარის დაღუპვას!

დაიმახსოვრეთ!

  • ზრდასრული ხეები და ბუჩქები მოითხოვენ სპეციალურ სასუქს, თუმცა ყვავილების გამოჩენისთანავე განოყიერება უნდა შეწყდეს.
  • იმ ხეებს, რომლებსაც აქვთ მწიფობაში შესული ნაყოფი, სასუქის მიცემა უნდა დაუწყოთ ყვავილობიდან ორი თვის შემდეგ და ასე გააგრძელოთ შემოდგომამდე (ინტერვალებით).
  • ხანდახან მცენარე იმდენად პატარაა, რომ განოყიერება ხორციელდება მხოლოდ ინექციით – წყლის გასასვლელი მილიდან.
  • Advertisements

    ბონსაი: ფორმის მიცემა მავთულის შემოხვევით

    იმ ხეებისგან განსხვავებით, რომელთაც აქვთ საინტერესო ფორმა, ზოგიერთი ხე – მსგავსად კრიპტომერიისა – მაქსიმალური სილამაზის მისაღებად მოითხოვს სწორ ღეროს.

    კრიპტომერიის ღერო ყოველ წელს იჭრება რაც შეიძლება მოკლედ – დაპატარავებისა და გასქელების მიზნით. ამავე დროს ტოტებიც უნდა ჰქონდეს მოკლე და ჯანმრთელი. იმ შემთხვევაში, თუ ღერო გადაიხრება ან დაიგრიხება უნდა შემოეხვეს სპილენძის მავთული სპირალისებურად ძირიდან ზემოთკენ. ამის შედეგად ღერო გასწორდება, მაგრამ მავთული მაინც უნდა დარჩეს შემოხვეული, ვიდრე ღერო საბოლოოდ არ მიიღებს სასურველ ფორმას.

    თუ გსურთ გქონდეთ ბონსაი ძირს ჩამოწეული ტოტებით, ტოტები ძირს დახარეთ და ისე შემოახვიეთ მავთული. ვინაიდან ჯუჯა მცენარეები ძალზედ სუსტები არიან (შესაძლოა ისინი მავთულმა დააზიანოს) ამიტომ ტოტების დასახრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მათზე სიმძიმის დაკიდებაც. ჭურჭელზე უნდა შემოახვიოთ კანაფი, თოთქოს ამანათს კრავდეთ. ამ კანაფის მეშვეობით მცენარის ტოტები ქვემოთ ჩამოუწიეთ და გააჩერეთ სასურველ პოზიციაში. თოკი ტოტზე რამდენიმე თვეს გააჩერეთ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.