Dobrý den, od Batumi

ბათუმი ერთ–ერთი ჩემი საყვარელი ქალაქია. ლამაზია, იდეალური ზომის და მრავალფეროვანი. ავტობუსებიც მიყვარს, თბილისის ყვითლებს ასჯერ სჯობს. ხალხიც ძალიან საყვარელია, ნებისმიერ ადგილს მიგასწავლიან. ეცდებიან, ყოველშემთხვევაში.

წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, შემთხვევით მოვხვდი აქ და ორი ისეთი დღე გავატარე, ძნელად რომ დაივიწყებ ადამიანი.ჩემი ჯამში ოთხდღიანი თრიფი აჭარისკენ დაიწყო ასე: ვიცოდით, რომ ცოტა დრო, ცოტა ფული და უკუპროპორციულად სანახავი ადგილები გვქონდა. მარშრუტი ასეთი გამოვიდა:
დღე 1 თბილისი–გორი–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთი
დღე 2 ქობულეთი–ბათუმი
დღე 3 ბათუმი
დღე 4 ბათუმი–ქუთაისი–თბილისი

ყოველი დღის ბოლოს რომელიმე მაინც ვამბობდით ფრაზას: “რა გრძელი დღეა” ან “რამდენი რამე მოხდა დღეს”. ცოტა ძილით და ბევრი სიარულით შეიძლება იმ მოგონებების მოკლე დროში შექმნა, რომელიც დიდხანს არ დამავიწყდება.

უკანა გზაზე ჩეხები გავიცანით. მთელი საქართველო მოვლილი ჰქონდათ უკვე და ორ დღეში უკან გამგზავრებას აპირებენ. მე თითქმის არ მილაპარაკია, ჩემი მეგობარი მჯობნის რუსულში. ისე კი, ევროპული ენებიდან უმრავლესობაზე შემიძლია მისალმება, ჩეხურად კი არა. მთელი დღე გამყვა და საღამოს დავგუგლე. ჩემი აქცენტით ჩეხური და რუსული “დობრი ძენ” იდენტური იქნებოდა ამიტომ, მგონი მსგავს წვრილმანებზე მთელი დღე ფიქრი რომ უაზრობაა, ეგ უნდა ვისწავლო.

რა ვისწავლე რეალურად

  • დამოუკიდებლად დასვენება შემიძლია
  • აღარასდროს უნდა წავიდე ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე
  • აღარასდროს უნდა ვიმგზავრო ქუთაისი–თბილისის რვალარიანი მატარებლით სიცხეში
  • ბათუმიდან თბილისში ჩამოსვლა პატიოსნად შეიძლება ექვსლარნახევრად
  • ქობულეთში კარავს ცოტა უკეთეს ადგილზე გავშლი ხოლმე
  • “პარალონი” უნდა ვიყიდო
  • რა ვერ გავაკეთე

  • ყველაფერი გავაკეთე, უბრალოდ ზღვაში ვიცურავებდი კიდევ უფრო მეტს, მაგრამ მაინც არ მეყოფოდა
  • მომავალი გეგმები
    Error 404 nothing has found. უბრალოდ, როგორც ეს პოსტი დავწერე ღამის 2 საათზე, ისე სპონტანურად და არეულად ვატარებ ზაფხულს.

    ისე კი, სვანეთის მონახულება გადავწყვიტე საბოლოოდ. იმედია, გამომივა. თუარადა ორ დღეს სადმე მაინც გავატარებ მთაში, სიგრილეში, ჩაის ჭიქით და წიგნით ხელში, თითქოს ეს იყოს იმ არეულობიდან დახსნის გზა, რომელში ყოფნაც მგონი უკვე მომწონს კიდეც.

    Advertisements