კიევი და სხვა ამბები


როგორ მოვხვდი გასაუბრებაზე, როგორ კინაღამ გადავიფიქრე და როგორ ველოდებოდი გამოცდების თარიღის გამოცხადებას არ დავწერ, უინტერესოა და მეზარება.

6 ოქტომბერს, შუადღის 3 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიყავი. შემდეგ ფრენა გადადეს. სამჯერ. და როგორც იქნა, 7ში, საღამოს 5 საათზე ჩვენი თვითმფრინავი აფრინდა. აქამდე საზღვარგარეთ ორჯერ ვიყავი : ირანში და თურქეთში, მაგრამ ორივეჯერ ავტობუსით და საშინლად მაინტერესებდა რა გრძნობა იყო ფრენა. დიდი არაფერი, აფრენას აქვს მარტო მუღამი. ორივე გზაზე ილუმინატორთან მოვხვდი, I’m a lucky bitch 😀
განაგრძეთ კითხვა

სტამბოლი


(ეს სურათი მე გადავიღე და ძალიან მომწონს)
სტამბოლიდან თითქმის ორი კვირაა, რაც ჩამოვედი, მაგრამ ზღვაზე დავრჩი, იქიდან კი პოსტის დაწერა არ შემეძლო.
25 მაისს ჩემმა დაქალმა მითხრა, რომ წელს სკაუტები სტამბოლში გეგმავდნენ დაბანაკებას. სამმა გადავწყვიტეთ წასვლა. 1 თვით ადრე უკვე ძალიან აჟიტირებული ვიყავი და ერთი სული მქონდა 18 აგვისტო როდის მოვიდოდა. ჩანთაში პირველი “უმანკოების მუზეუმი” ჩავდე და წავედით.
ირანში მოგზაურობისას ავტობუსით მგზავრობას მივეჩვიე, თან როდესაც მეგობრებთან ერთად და კიდევ ოცამდე ბავშვთან ერთად ხარ, არ გწყინდება.
განაგრძე კითხვა

ირანი

ვინც იცით შეგახსენებთ და ვინც არა, იმათთვის მოკლე შესავალს გავაკეთებ და გეტყვით მიზეზს, თუ რატომ არ ვჩანდი 10 დღე არც ფეისბუქზე, არც ბლოგზე და საერთოდ თბილისში. უკვე ერთი წელია, რაც სპარსულს ვსწავლობ. 2011 წლის სექტემბერში ჩემი მიზანი(რომელსაც დიადი, ნათელი და არარეალური ვუწოდე) ირანში წასვლა იყო 1 წლის შემდეგ. ეს მიზანი განვახორციელე, ვაშა!

20 ოქტომბერს, შუადღის 3 საათზე დავიძარით. უკვე 4 საათში ჩემს ტელეფონზე სიგნალი გაწყდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ცხოვრებაში პირველად გავედი საზღვარგარეთ. უკვე 21 ოქტომბრის დილის 4 საათზე გადავკვეთე თურქეთ–ირანის საზღვარი.
ამხელა მანძილზე პირველად ვიმგზავრე და შესაბამისად ძალიან დავიღალე. დილის 5სკენ ჩამეძინა და როცა გავიღვიძე, მზის ამოსვლა დავინახე უდაბნოში. ულამაზესი იყო, სამწუხაროდ 120ით მოძრავი ავოტბუსიდან კარგად არ გამოჩნდა :დ

პირველი გაჩერება: ანზალი, გილანის პროვინცია
ანზალი ირანელებისთვის ერთი ჩვეულებრივი სოფელია, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. მაგრამ მე სოფელში კიარა , თბილისის გარეუბანში მეგონა თავი. აქ ბევრ ღირსშესანიშნაობას ვერ ნახავ, მაგრამ მაინც კარგი ადგილია. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა საბაგირო(რომელიც 8 წუთს უნდება ასვლას) და მასულე, სოფელი, რომელშიც სახლის სახურავები საცალფეხო ბილიკებია.
ესეც გილანის პროვინცია ზემოდან.

მეორე გაჩერება: თეირანი
თეირანი დიდი ქალაქია, მოსახლეობა: 20 000 000 ადამიანი.
სამწუხაროდ თეირანში არც ისე დიდხანს გავჩერდით, მხოლოდ ერთი დღე–ღამე. წესიერად ვერ ვნახე მეიდანე აზადი(თავისუფლების მოედანი) და ვერც ბორჯე მილადზე(სიმაღლე: 435მ) ვერ ავედი 😦
სხვა, რისი თქმაც მინდა თეირანზე არის ის, რომ საკმაოდ თანამედროვე ქალაქია, ძალიან ბევრი მოტოციკლეტით და იროკეზიანი ბიჭებით.

მესამე გაჩერება: ისპაჰანი
აი ისპაჰანზე კი ვერ ვიტყვი იგივეს. ისპაჰანი არის დიდი კულტურის მქონე ქალაქი. ისპაჰანში 2 დღე–ღამე ვიყავით, ძალიან ბევრი რამ ვნახეთ, მაგრამ ბოლომდე დათვალიერება შეუძლებელია ასე ცოტა დროში.
Continue reading