მადლობა მისტერ!


მე სკოლაში ვარ, ელე გაოგნებული სახით უყურებს ტელეფონს და მეუბნება:

–წავიდა
–ვინ?

და მანახებს მესიჯს, რომელშიც გვარდის გადაწყვეტილებაზე გვამცნობენ. გული მიჩქარდება, ტელეფონს ვიღებ და ბარსამანიას ფეიჯზე შევდივარ.
“გვარდიოლას საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება ცნობილი”
რეფრეში ყოველ წუთას, ნერვიულობა.. ჯერ არაფერი გარკვეულა, მე სკოლის შემდეგ სახლში ვერ მივდივარ, ფოტოები მაქვს მისატანი. ელვის სისწრაფით მოვრბივარ, იქნებ რამე გაირკვა.
სანამ კომპიუტერს ჩავრთავდი ელე მწერს:

30 ივნისს მიდის…

გულმა მხია, ცრემლები წამომივიდა და ცუდად გავხდი.. გვარდი, არა! კიდევ მინდოდა რომ ყოფილიყავი, კიდევ, კიდევ დიდხანს… მახსენდება ჩემი სიტყვები, რაც არ უნდა უკან წავიდეს ამ კლუბის საქმეები, მე მაინც მეყვარება , ცრემლებს ვიწმენდ და ფეიხბუქზე შევდივარ.
უკვე ნერვებს აღარ მიშლის ის, რომ ყოველ მეორეს პეპის ფოტო უყენია. ვერ ვიჯერებ…
ვიდეოებს ვუყურებთ მე და ელე, ვტირით…

03:35დან ამ ვიდეოზე ვიტირე… თვითონ მთლიანი პრესკონფერაციის კურება შეგიძლიათ აქ. მე პირადად უმრავლესობა სიტყვების ვერ ვიგებდი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე…
ბოლოს ასე, დაგვიქნია ხელი და წავიდა…

მინდა გითხრათ, რომ ეს ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვეცდები, აგიხსნათ რასაც ვგრძნობ და იმედია, ხალხი გამიგებს. ძალიან ვწუხვარ, უკანასკნელ კვირებში მომხდარის გამო. კლუბთან ყოველთვის მოკლევადიან კონტრაქტებს ვაფორმებდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ “ბარსაში” დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელობისას, აქ ვთამაშობდი და ვიცი, ეს რა გრძნობაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ აქ გატარებული 4 წელი დაუვიწყარი და მარადიული იქნებოდა. არ მინდა, ისეთი კონტრაქტი გავაფორმო, რომელიც ჩემთვის მიუღებელ გადაწყვეტილებებს მაიძულებს. შემოდგომაზე, კლუბის დირექტორებს ვუთხარი, რომ ჩემი ბარსელონური კარიერა დასასრულს უახლოვდებოდა. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელთათვის არ მითქვამს, რადგან არ მინდოდა, ისინი დამეკომპლექსებინა. ახლა, როცა ორი უმნიშვნელოვანესი ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ, შესაფერისი მომენტია განცხადების გასაკეთებლად. აქ გატარებული წლები დამღლელი იყო. ახალი მწვრთნელი გუნდს იმას მისცემს, რასაც მე ვერ შევძლებდი
ამ სიტყვებზე კი ტირილი თავიდან დავიწყე.. ასეთი ცუდი დღეების შემდეგ +1 ცუდი ამბავი. თითქოს ყველაფერი ერთად აეწყო…
რას დავამატებდი? ალბათ იმას, რომ:
მადლობის მეტი, ჩვენ, კულეებს არაფერი გვეთქმის შენთვის გვარდი. ძალიან, ძალიან მოგვენატრები. ეს 4 წელი რაღაც საოცრება იყო, თავისი 13 ტიტულით. შენ თამაშების 75% მოიგე. იცი ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ძალიან მაგარი ხარ. ძალიან გვიყვარხარ გვარდი. შენნაირ მწვრთნელზე ყოველთვის ვიოცნებებთ. შენ წახვედი, შენი გული კი ბარსაში დარჩა, ამ დიდ ოჯახში, რომელსაც ბარსელონა ქვია.
მომენატრება შენი რეაქციები გოლებზე, შენი გაბრაზება და მოტივაცია, თუნდაც გატანილი 8 გოლის შემდეგ. არ ქონდა მნიშნველობა გოლების რაოდენობას, მთავარი იყო თამაში შენთვის. ალბათ სწორედ ამიტომაც გყავდა “ოცნების გუნდი”. ნახვამდის გვარდი!

ეს კი ბარსას ოჯახი. ამ ვიდეოზე ყოველთვის მეტირება ხოლმე…

Advertisements

შემიყვარდა

ვუყურებდი მის ხელებს
მის თვალებს
მის თმებს
მის ტანსაცმელს
მას
მის ხელთათმანებს
მის იშვიათ ღიმილს ვაკვირდებოდი
და ამ დროს ვიგრძენი, თუ როგორ შევძვერი ტელევიზორში :დ
მასზე 2010 წლის ჩემპიონატზე გავბრაზდი…
მაგრამ ამ ბრაზმა მალე გადამიარა
ვუყურებდი
ვაკვირდებოდი
და მივხვდი, რომ შემიყვარდა
ის 1986 წლის 27 მარტს დაიბადა გელზენქირჰენში(გერმანია), რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 25 წლისაა
მისი 8 სეივი მანჩესტერთან 2011 წლის 26 აპრილს(უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპი) შესანიშნავი იყო
ხოდა იქიდან დაწყო ყველაფერი…
მისი სახელია მანუელ ნოიერი… ის გერმანიის ნაკრების და “შალკე 04”-ის მეკარეა…

ხო კაი, ვღადაობ :დ

New Year 2011 ))


ახალი წლის პირველი დღეა და მინდა მოგილოცოთ 🙂
ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 2 დღის წინ საერთოდ არ მქონდა საახალწლო განწყობა. ახლა კი პატარა ბავშვივით მიხარია, მითუმეტეს, რომ არც თოვლის ბაბუა მოვა, არც “სნეგუროჩკა” და არც სხვა მსგავსი ვინმე.
2010 არც ისე ცუდი წელი იყო.. მაგრამ ახლა უკვე ვიცი, თუ რა უნდა გავაცილო.. გავაცილებ ყველაფერ ცუდს..
რა მოხდა 2010ში?
გავაცილე 2009
გავხდი 14ის
დავამთავრე მე8 კლასი
ჩავაბარე გამოცდები(ერთხელ გადავაბარე)
ვუყურე მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემმა ფავორიტმა გუნდმა გაიმარჯვა(სპაინ^^)
ისე ეს ფინალში იყო ფავორიტი, თორე ისე ვამოს არგენტინა ^_^
2 კვირა ხარაგაულში ვიყავი გვნაცასთან..
მერე 3 დღე თბილისში..
მერე სოფელში(-ებში)..
მერე დაიწყო მე9 კლასი..
19 ოქტომბერს ყველა დღიური გავანადგურე და დავიწყე ახალი ((
მოვიდა ზამთარი..
ჩავაბარე გამოცდები
მათემატიკა(21/40) ფიზიკა(19/20)..
გავაცილე 2010..
შევხვდი ახალ წელს..
წარმატებები ^^