ეგოიზმი

გუშინ მანქანამ დამარტყა. მეორედ. პირველად კაი, ისეთ ადგილზე გადავდიოდი, სადაც ზებრა არ იყო. გუშინ კი ტროტუარზე მოატრიალა და გაიქცა. ჩემდა გასაკვირად, გაბრაზებული არ ვარ. ნომრები ვერ დავიმახსოვრე-მეთქი, მაგრამ არც მიცდია და ერთადერთი, რასაც ტროტუარზე დაგდებული ვფიქრობდი, სახლამდე მიღწევა იყო.

ამჯერად ყველაფერი შედარებით სერიოზულადაა, დილიდან ვწევარ და გვერდზეც ვერ ვბრუნდები ისე, რომ არაფერი მეტკინოს. პოლიკლინიკაში წასვლა არ მინდა, უზარმაზარი რიგებია, დაზღვევა მე არ მაქვს. ამიტომ ვწევარ საწოლში, ბებიაჩემი კი სულ იმას მეკითხება , ორპირში ხომ არ მოვყევი. აბა, ხომ არ ვეტყვი რაც მოხდა, ინერვიულებს.

სამსახურიდან გავეთავისუფლე რამდენიმე დღით (თან დასვენებები დაემთხვა), სკოლის გამოცდები 10 დღეში იწყება და შიგადაშიგ ისტორიის წიგნსაც ვშლი, ოღონდ ვერაფერს ვიმახსოვრებ და ფეისბუქსაც მექანიკურად ვსქროლავ. ძალიან ცუდია, რომ კალათბურთის ბილეთები მაინცდამაინც დღეს მომცეს, ძალიან მინდა წასვლა.

ასე და ამგვარად, საშინლად არაპროდუქტიული დღეა, ვერაფერს ვაკეთებ წოლის და ჭამის გარდა. დღის ბოლოს საკუთარი თავი შემეზიზღება და იმის იმედით დავიძინებ, რომ ეს წამლები მიშველის და ხვალ გამართულად სიარულს შევძლებ.

არაფერს ვაკეთებ და მაინც ყველაფერი ჩემთვის მინდა სულ იმას ვფიქრობ, რომ ყველა ასეა გულის სიღრმეში, მაგრამ არ ამბობს.
და მაინც არ ვარ ბოლომდე ის, ვინც მინდა , რომ ვიყო.
ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვიტრინაში ტანსაცმლის მაგივრად საკუთარ თავს რომ ხედავს.

Advertisements

სრულყოფილი

ხანდახან ისეთ უაზრო თემებზე ვფიქრობ, როგორიც სრულყოფილებაა. არ მჯერა, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ნდომებია, უნაკლო ყოფილიყო. მეც მდომებია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს, შეუძლებლად მეჩვენება.

საბოლოოდ ამ ფიქრებს ძალაინ ცუდ ხასიათამდე მივყავარ. First world problems, ვიცი, მაგრამ ცუდი ხასიათისგან უფრო ცუდი შედეგების მიღება შეიძლება. სრულყოფილება ერთ-ერთი ყველაზე ფარდობითი რამაა და ვცდილობ იმას შევეგუო, რომ ყველას ვერასდროს მოვეწონები. ამაზე ფიქრის ნაცვლად შემიძლია ვიმეცადინო. ახალი სამსახური რომ მაქვს, ჯერ არსად დამიწერია. ალბათ ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ რამე დავწერო იმის გარდა, რომ ახალი სამსახური მაქვს. რთული ყოფილა აბიტურიენტობა. მაშინაც კი, როცა არაფერს აკეთებ. ამ პოსტით თითქოს ვბრუნდები, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს არაფერს დავწერ.

ორი დღის წინ “შიმშილის თამაშების” ტრილოგია დავამთავრე. იმის გარდა, რომ რევოლუციას ყოველთვის კარგი შედეგები არ მოაქვს და ბლა ბლა ბლა, სულ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: დაშავდებოდა რამე ქეთნისს არც მეტი , არც ნაკლები – პიტაც და გეილიც რომ აერჩია? – ბევრი არაფერი. ეს ორი ბიჭი კი იდეალური იქნებოდა ქეთნისისთვის. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია და იმედისმომცემი ფენტეზის დასასრულად ნამდვილად არ გამოდგება. მაგრამ, ჯანდაბას ტრილოგია, რეალურ ცხოვრებაშიც ვერაფერს ვაიდეალებ.

სისხლი


არც კი ვიცი, წერა როგორ დავიწყო. არც ის ვიცი – რამდენი ადამიანი ნახავს ამ პოსტს, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძალიან მინდა რომ პოპულარული ბლოგი მქონდეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა: დავპოსტავდი და იმაზე აღარ ვიფიქრებდი, თუ როგორ გამევრცელებინა ეს ამბავი. სამწუხაროდ არც პოპულარული ბლოგი მაქვს და არც იმის იმედი, რომ ამ პოსტით ბევრი დაინტერესდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ის დროა, ყველამ ყველანაირი შესაძლებლობა რომ უნდა გამოვიყენოთ.

ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან დიდი პოსტების კითხვა ყველას ეზარება. ამიტომაც პირდაპირ გთხოვთ, თუ გაგაჩნიათ შესაბამისი სისხლის ჯგუფი ან გაქვთ მატერიალური შესაძლებლობა, დაეხმარეთ იმ ადამიანს, რომელსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ ძალიან მინდა მისი დახმარება.

თვრამეტი


აი, სრულწლოვანი რომ გავხდები…
აი, თვრამეტისას ხომ ვეღარ დამიშლით?
გავხდები თვრამეტის და მერე ნახავთ…
და ა.შ.

უბრალოდ, ძალიან ბევრ რამეზე შემიძლია წერა. მაგალითად იმაზე, თუ როგორ მოუთმენლად ველოდებოდი ამ დღის დადგომას. უბრალოდ, მეზარება.

ის შეიცვალა, რომ მაღაზიაში სასმელის და სიგარეტის ყიდვა შემიძლია. კიდევ ის, რომ საზღვარგარეთ წასასვლელად მინდობილობა არ მჭირდება. კიდევ ზოგიერთი მსგავსი წვრილმანი. რისი შეცვლაც ყველაზე მეტად მინდოდა – არა.

დღეს ერთადერთ რაღაცას მივხვდი. იმას , რასაც ყველა 18 და მეტი წლის ადამიანი მეუბნებოდა, მაგრამ მაინც მქონდა იმედი: სანამ ტრაკს არ გაანძრევ , მანამდე მოგექცევიან არასრულწლოვანივით.

მჟავე

მთელი ორი დღეა მოწევას თავი დავანებე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში–რეკორდია. მწეველობისას ყველაზე რთული იმის გაცნობიერებაა–რამდენად ხარ დამოკიდებული ამ საზიზღრობაზე. ძალიან ბევრ სიმპტომთან ერთად, პირში მჟავე გემო მაქვს. არ ვგუგლავ. მეშინია, რამე ისეთი არ ამომიგდოს , რომ მერე ექიმთან გავიქცე დასამშვიდებლად.

პირის გემოს კიდევ გაუძლებ ადამიანი; კევს დაღეჭავ, რამეს შეჭამ და ა.შ. ხასიათის სიმჟავე გაცილებით ცუდი რამეა. ცოტა ხნის წინ ყველაფერი დალაგდა და რაღაც პერიოდი ყველაფერში პოზიტიური ნაწილის პოვნას ვცდილობდი. ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც კი ვპოულობდი გამოსავალს და ისე ვიყავი, რომ თითქმის არაფერი მაწუხებდა.

კიდევ უფრო ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ ბოლომდე ვერასდროს მიმიღებენ ისეთს, როგორიც ვარ. თავიდან ამაშიც ვიპოვე გამოსავალი: საკუთარ თავზე მუშაობა. გულწრფელად ვცდილობდი, რომ საკუთარი თავისთვის რამე მომეხერხებინა. საბოლოოდ მივხვდი, რომ ხასიათი ისევ ისეთი გამიხდა, როგორიც აქამდე მქონდა: მჟავე. საკუთარ თავზე მუშაობამ უარესი შედეგი მომცა და მგონი იმაზე უარესი გავხდი, ვიდრე აქამდე ვიყავი.

ამ ყველაფერს ძალიან ცუდ ხასიათზე ვწერ. ის კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე მაყენებს, რომ ბოლომდე არაფრის თქმა შემიძლია. ცოტა ხანს სადმე მარტო წასვლა მინდა ყველანაირი ტექნიკის და ა.შ. გარეშე. ვიცი, რომ შეუძლებელს ვითხოვ, მაგრამ მაინც მინდა. იქნებ მერე მაინც ვიპოვო ამ იდიოტური სიტუაციიდან გამოსავალი.

3 წელი


3 წელი დიდი დროა. იმდენად დიდი, რომ ძალიან ბევრი რამის შექმნას და გადაფასებას ასწრებ ადამიანი. იმდენად ბევრის, რომ შემდეგ ნახევარი აღარ მოგწონს. იმდენად აღარ მოგწონს, რომ საერთოდ ანადგურებ. და იმდენად ბევრს ფიქრობ მომავალზე, რომ წაშლილი პოსტები საერთოდ გავიწყდება.

ასე და ამგვარად, დღეს ჩემი ბლოგი 3 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში სამას პოსტზე მეტი დავწერე, თუმცა აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს დიდი წმენდა მოვაწყვე. ახლა მათი რაოდენობა ერთ ასეულზე ნაკლებია, თუმცა, როგორც ამბობენ, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობაო.
განაგრძე კითხვა

2013 წლის შეჯამება


რაც ეს ბლოგი მაქვს, უკვე მეოთხე წლის რევიუს ვწერ. facebook–მა საშუალება მომცა ზედმეტი წვალების, ჩანაწერებში ქექვის და ა.შ. გარეშე აღმედგინა მეხსიერებაში მთლიანი წელიწადი.

1. და ერთ–ერთი მთავარი: ჰარი პოტერი წავიკითხე. რა და როგორ, ლინკზე გადადით და ნახეთ. ერთ–ერთი ყველაზე მაგარი წიგნების სერიაა, რაც ოდესმე წამიკითხავს.

2. 21 იანვარს პირველად ვნახე გრიშა 😀 ნახევარ წელზე მეტი ვწერდით ერთმანეთს, მაგრამ შეხვედრა აზრადაც არ მოგვსვლია. ან მოგვსვლია და არ მახსოვს.

3. აპრილამდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა მგონი. შემდეგ ტელევიზია “ენკი–ბენკიში” დავიწყე სტაჟიორად მუშაობა. თავიდან სიტუაცია მომწონდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ არ ვიყავი მზად 6 თვიანი უფასო სტაჟირებისთვის. ივნისში წამოვედი.

4. ახლა გამახსენდა, მარტის ბოლოს ჩემი და წავიდა გერმანიაში 3 თვით. აქამდე მხოლოდ 10 დღით ვიყავით დაშორებულები ერთმანეთს და თავიდან ცოტა მეუცხოებოდა მის გარეშე სახლი. შემდეგ კი ისე გავიდა ეს თვეები, რომ ვერც გავიგე.

განაგრძეთ კითხვა