გვირილას

12 სექტემბერი იყო, კარგად მახსოვს… მატარებელში ვიჯექი, შენ არ ვიცი სად იყავი. ფეისბუქზე დაგიტოვე შეტყობინება, დაბადების დღე როდის გაქვს მეთქი. გაგეცინა, ეგ რაში გაინტერესებსო )) რაში მაინტერესებს და, ისე , უბრალოდ, ეგეთი კითხვები მაწუხებს–მეთქი. არადა, 12 სექტემბერს გამიჩნდა იდეა, რომ ბლოგერისთვის, რომლის პოსტებიც იმ პერიოდში ყველაზე მეტად მომწონდა, დაბადების დღე პოსტით მიმელოცა ^_^
აუ, 17 მარტამდე რა მოიცდის–მეთქი… მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა და დღეს გამახსენდა, რომ პოსტი მქონდა დასაწერი…
შენ ვინაობა გაგვიმხილე, რაც რაღაც მხრივ, მეწყინა. ჩემთვის ყოველთვის გვირილად დარჩები(ალბათ :დ).
დიდი პოსტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ასე პატარა გამოვიდა. უბრალოდ, არ ვიცი რა დავწერო, ჟურნალისტურ კარიერაში წინსვლები და ბლოგის მეტი მნახველები ხომ ისედაც იქნება ))
მოკლედ, ძალიან მიყვარს შენი ბლოგი და გილოცავ 23–ე დაბადების დღეს ❤
პ.ს. ვინც არ იცნობთ გვირილას მის ბლოგზე გადადით, პოსტები წაიკითხეთ და მიხვდებით, რატომაც მიყვარს ❤

Advertisements

მეც wordpress-ელი ვარ !

დადგა ის დიადი დღეც, როდესაც უნდა მიმეტოვებინა მშობლიური blog.com და 6 თვის და 4 დღის ასაკში , 194 პოსტით და 202 კომენტარით გადმოვსახლდი ვორდპრესზე ^_^
ჯერ კარგად ვერ შევეჩვიე, მითუმეტეს, რომ ყველა პოსტს წაშლილი აქვს კატეგორიები და თეგები, ასევე ვიჯეტები წაიშალა 😦
კიდევ, იქნებ , ვინმემ მითხრათ, როგორ უნდა მივუთითო , რომ ყველა 640 480 მეტი პარამეტრების სურათი 640 480ზე დააპატარავოს???
ჯერ ბევრ რამეში მჭირდება დახმარება, მაგრამ, იმედი მაქვს თავს გავართმევ ^_^
ძმაო, ibitime.blog.com მომენატრები, მაგრამ რას ვიზამთ ^_^