ბონსაი: მცენარის ფორმის,მიმართულების მიცემა და გასხვლა

  • მცენარის ფორმისა და მიმართულების მიცემა

1. დავუშვათ, ჩვენს ხელთაა ახალგაზრდა მცენარე. აქ ძირითადი ღერო უნდა გადაიჭრას, რათა მცენარე გახდეს ჯუჯა (პირველადი გადანაჭერი).

2. ზუსტად პირველი გადანაჭრის ქვემოთ ვითარდება ახალი ამონაყარი.

3. ახალ ამონაყარზე კეთდება მეორე გადანაყარი. აქ ამოდის მესამე ამონაყარი. ეს პროცესი უნდა განმეორდეს ყოველ წელს, რაც მცენარეს ჯუჯა ფორმას შეუნარჩუნებს.

4. ახალგაზრდა მცენარისთვის სწორი ფორმის მისაცემად მასზე შეგვიძლია წვრილი მავთული შემოვახვიოთ.

  • გასხვლა

პატარა ზომის ახალგაზრდა ხეებზე სპილენძის მავთულის დახვევა რეკომენდირებული არ არის. 1 ან 2 წლის ხეები უნდა გაისხვლას კვირტის გაშლამდე, ძირიდან სამ მერვედ ან სამ მეოთხედ სანტიმეტრამდე. ამგვარი გასხვლა უნდა განმეორდეს 4-5 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც ღერო საინტერესო ფორმას იღებს. თითოეული უმცირესი ზომის რორი, რომელიც ქვემოთა მხარეს იწყებს ზრდას უნდა “გაიქაჩოს”, ვიდრე არ დაგრძელდება, ხოლო ახალგაზრდა ტოტი, რომელიც გრძლად იზრდება, თითების ფრთხილი დაწოლით უნდა დამუშავდეს, რათა ზრდა შეწყვიტოს.

ფორმის მისაცემად სპეციალური დამუშავება სჭირდება აყვავებულ ხეს. ამგვარ ხეთა ყლორტები და ყვავილოვანი წამონაზარდები უნდა დაიმყნოს ივნისის დასაწყისში (იაპონიაში ეს პერიოდი წვიმიანია და ახალგაზრდა ყლორტები უფრო მაგრდებიან). თითოეულ ყლორტზე მხოლოდ ორიოდ კვირტი უნდა დარჩეს. ამ კვირტებიდან ახალი ტოტები გაიზრდებიან ივლისსა და აგვისტოში. მათი ხელის ხლება არ შეიძლება შემოდგომამდე. ნოემბერში ისინი უნდა შემოკლდნენ და დარჩეს მხოლოდ ჩამოყალიბებული (ფორმირებული) რამოდენიმე საყვავილე კვირტი. თუ მცენარე მთელი სეზონის განმავლობაში მზეზეა, მაშინ არავითარი სპეციალური ზომების მიღება არაა საჭირო კვირტების გასაშლელად.

  • გასხვლის წესები

1. ერთწლიანი ნათესარი, მზადაა გასასხლავად და ღეროს ფორმის მისაცემად.

2. ორწლიანი ნათესარი: აღმავალი ტოტები უნდა მოიჭრას, ძირითადი ღერო უნდა დარჩეს.

3. ასევე გასხვლის შემდეგ ივლის ფორმას სამწლიანი ხე.

4. ოთხწლიანი ხის ღერო კი იწყებს ულამაზესი ფორმის მიღებას (ზიგზაგისებურს).

არდადეგები


არდადეგები მიხარია ხოლმე, მაგრამ 2 დღის შემდეგ ვხვდები, რომ არაფერს ვაკეთებ. დასვენების დღეებში კალაპოტიდან ვვარდები და სოციალურ ცხოვრებას ვწყდები. ვუყურებ ფილმებს, ვჭამ ბევრს და ვზივარ სახლში მანამ, სანამ ეს ყველაფერი ყელში არ ამომივა. შემდეგ ვდგები და მივდივარ სადმე, თუნდაც აქვე, გეპეისთან. კარგი ადგილია. ყველაზე დიდი ხმაური და მტვერი აღწევს, მაგრამ მაინც ყველაზე ჩუმი და სუფთაა. მარტო ყოფნისთვის იდეალურია.

გუშინ და დღეს სახლში ვიჯექი და Star Wars–ს ვუყურებდი. ძალიან დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ორივე ტრილოგია ვნახე ნაწყვეტ–ნაწყვეტ და როგორც იქნა თავი მოვაბი ერთიანად ყურებას. ეს პოზიტივია, მაგრამ ახლა თავს დიდ ხორცის გროვად ვგრძნობ, რომელსაც უმოძრაობისგან გადაადგილება უჭირს.

კიდევ ერთი კვირა დამრჩა. ხვალ მიწევს სახლიდან გასვლა, ზეგ კი აუცილებლად გავალ სადმე. თუნდაც არავინ გამომყვეს და არავის ეცალოს. დღეს დეამ ძალიან გამახარა. კარგი იდეა ჰქონდა დეას, მერე რა, რომ არ გამოვიდა. ხანდახან მარტო იდეაც საკმარისია. ესეც პოზიტივია.

ალბათ გამოცდებისთვის მზადების დაწყების დროც დადგა.

იმედია მალე ჩემი ლიმონები ამოვა. შემდეგ ბონსაის გამოვიყვან და შეიძლება ის იმაზე მეტად შემიყვარდეს, ვიდრე ჩემი რამდენიმე ძველი მეგობარი მიყვარდა.

ბონსაი – მცენარის ზრდის მიმართულების ფორმირება

ჯუჯა მცენარე უნდ აიყოს მინიატურული, მაგრამ ფორმითა და თვისებებით არ უნდა განსხვავდებოდეს თავისი გოლიათი ორიგინალისაგან. ჯუჯა ბუჩქი ფორმითა და სტილით მინიატურულ ბუჩქს წააგავს. მაგალითად, იაპონური ძელქვა ცოცხის ფორმისაა, კრიპტომერია–სვეტისებური, ხოლო ფიჭვი–პაწია პირამიდაა.

ზოგიერთ ხეს აქვს სწორი, ვერტიკალური ღერო. ზოგ ხეს კი ახასიათებს ფესვების გაშლა ყველა მიმართულებით. ასეთი ხის ახალგაზრდა ნერგს ძირითადი ფესვები მოკლედ უნდა შეეჭრას, რათა მომავალში კარგად განვითარდეს ფესვთა სისტემა ზედაპირზე.

ჯუჯა მცენარეს ტანისა და ზოგიერთი ტოტის ფორმა მავთულის დახმარებით ეძლევა, მაგრამ ძირითად როლს მაინც მაკრატლით შეჭრა ასრულებს. ეს ხეები ძალზე პატარები არიან, ამიტომ მათი ზრდა მოთმინებას მოითხოვს, ზოგჯერ წლებსაც კი, რათა მივიღოთ სრულყოფილი ჯუჯა მცენარე.
გააგრძელე კითხვა

ბონსაი-ქოთანში ჩარგვა

როდესაც მცენარეს ჩასარგავად მოვამზადებთ, უპირველეს ყოვლისა შევუმოწმოთ, მოშორებული აქვს თუ არა ძველი ფესვი. შემდეგ განსაზღვრეთ, რომელ მხარეს ჯობს ჩარგოთ, რომ უფრო მიმზიდველი სანახავი იყოს. მართკუთხა ან ელიფსური ფორმის ქოთნის გამოყენებისას ხე უნდა ჩარგოთ ერთ მხარეს, მისი ფორმის შესაბამისად. მეორე მხრივ მცენარე შეგიძლიათ ჩარგოთ ცენტრიდან 7-10 სანტიმეტრით დაშორებული, რაც საუკეთესოა არა მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით, არამედ მცენარის მოვლის მეთოდების დასახვეწად.

ქოთანში მცენარე ირწყვება დარგვისთანავე. ერთი კვირის განმავლობაში იგი მოათავსეთ ოთახის ყველაზე მზიან ადგილას, თან ფოთლები წყლით უნამეთ. მომდევნო 5 დღის განმავლობაში-დღის პირველ ნახევარში გადგით ხოლმე გარეთ, ამის შემდეგ მთელი დღე დატოვეთ აივანზე ან ბაღში.
1) წყლის გასასვლელი ხვრელის ზემოდან მოათავსეთ მავთულის ბადე.
2) ჩაყარეთ ქვიშიანი ნიადაგი.
3) პინცენტით ფრთხილად გააცალკევეთ გადახლართული ფესვები.
4) მოაჭერით მოგრძო ფესვები.
5) მოათავსეთ შესაფერის ქოთანში იმ მიმართულებით, რომელსაც შეარჩევთ.
6) ფესვები ფრთხილად მოათავსეთ ქოთანში.
7) მცენარის ფესვები დაფარეთ მიწით და ფრთხილად მოასწორეთ მიწა.
8) მოაცილეთ ზედმეტი მიწა და ისევ მოასწორეთ.

ბონსაი-ჭურჭლის შერჩევა


ქოთანი შეგიძლიათ შეარჩიოთ საკუთარი გემოვნებით. ტრადიციულად იყენებენ მოჭიქულ თიხის ჭურჭელს. სასურველია ქოთანი იყოს ფრიალა, რომელსაც ზომიერად გავხვრეტთ დრენჟისთვის. ეს ხელს უწყობს ჯუჯა მცენარეების განვითარებას. ყოველი ცოცხალი უჯრედების ერთ-ერთ უმთავრეს სასიცოცხლო პირობას წარმოადგენს ჟანგბადის არსებობა, თუ ნიადაგში არ მოხდება ჰაერის მიმოქცევა, მაშინ მცენარე იღუპება, ცოცხალი უჯრედები დაკარგავენ ჟანგბადს. ეს შეიძლება თავიდან აიცილოთ ზომიერად გაკეთებული დრენაჟის საშუალებით, საიანაც წყალი გამოედინება, ხოლო ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი შეაღწევს ფორებიან ატმოსფეროს.