რჩევები და სხვა სიკეთეები

როცა რამე რჩევას მაძლევენ, ყურადღებით ვუსმენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ვიცი, რომ ეს რჩევა არასწორია და არ გამომადგება.
როცა ჩემზე გამოცდილი ადამიანი მაძლევს რჩევას, თითქმის ყოველთვის ვითვალისწინებ. გამოცდილებას ყოველთვის ვენდობი ხოლმე.
აქვე, ვღიზიანდები და თან მეცინება ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სხვის(ზოგ შემთხვევაში ჩემს) რჩევას აბუჩად იგდებენ, არადა თვითონ არ გააჩნიათ საკმაო ცოდნა.
ეს იმიტომ დავწერე, რომ გუშინ მქონდა ასეთი შემთხვევა: ჩემზე გამოუცდელ ადამიანს რჩევა მივეცი და მან ცინიკურად მიპასუხა. მე რა, თვითონ გაუჭირდება ასე წარმატების მიღწევა.
აი დაახლოებით ასე გამოიყურებით “ყოვლისმცოდნეები”.

მოდი, სხვა სიკეთეებზეც გადავალ. ჩემთანაც არის სიახლეები.

პირველად ალბათ კრიზისი უნდა ვახსენო. 3 პოსტი მაქვს დრაფტებში. დავწერე და რომ გადავხედე, არ შეეფერებოდა ბლოგს, ზედმეტად უაზროები და გაწელილები იყო. ჩემი მოთხრობაც მივაგდე. არადა, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. ეს პოსტი კი იმედს მაძლევს. თუ ამ პოსტს მაინც მივცემ რაღაც სახეს, შეიძლება დღეს მოთხრობაც გავაგრძელო.

პირად ცხოვრებაში რამოდენიმე ვერ(უფრო არ)აწყობილი ურთიერთობის შემდეგ მგონი რაღაც გამოდის. მაგრამ, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, მეთვითონაც გაოგნებული ვარ და ჯერ ვერაფერს ვაცნობიერებ. ისე ვუყურებ, როგორც რიგით ბიჭს, მაგრამ ბევრი რამით არის განსხვავებული. თუ რამე გამოვა, აუცილებლად დავწერ ერთ კარგ პოსტს.

ერთი სურვილიც მაქვს, ზღავზე მინდა ძალიან. 2 წელია არ ვყოფილვარ და მომენატრა.

ჰო, ერთი სული მაქვს სექტემბერი როდის მოვა. პირველად მივდივარ საზღვარგარეთ და ცოტა ვნერვიულობ, მაგრამ იმდენად მინდა, რომ სურვილი ნერვიულობას ძლევს.

იმედია, თქვენთან უფრო მეტი სიახლეა, უფრო კარგი და არც კრიზისი გაწუხებთ…

Advertisements