პლიუს ერთი


Facebook-მა წელსაც შემოგვთავაზა წლის შემაჯამებელი პოსტები. ჩემი საკმაოდ კარგი გამოვიდა, თან წლის მთავარი მოვლენაც საამაყოდ გამოიჭიმა შუაში წარწერით: Graduated!
რეალურად ბევრად მეტი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ბლოგზე წერად მოვუკელი და წინა წლებივით არ შემიძლია პოსტების მიხედვით მარტივად გადავავლო მთელ წელს თვალი. ამიტომაც საკუთარ პროფილს გავხსნი და სურათების მიხედვით წლის მთავარ მოვლენებს უბრალოდ ჩამოვწერ.

  • პირველი და ყველაზე მთავარი: 18 წლის გავხდი. დაბადების დღე ტრადიციულად არ გადამიხდია. ეს ალბათ ბევრი მეგობრის და უკუპროპორციული თანხის გამოა, ან იმიტომ, რომ რეალურად ხმაურს ვერ ვიტან. რაც უნდა იყოს, სიგარეტს და სასმელს უკვე თავაწეული ვყიდულობ. ეს შაურმაზე დანთებული სანთლები კი ერთადერთი კადრია, რომელიც იმ დღეს გადავიღე.
    განაგრძეთ კითხვა
  • მზიური

    სიტყვა მზიურის ხსენებისას უმრავლესობას პირველად პარკი მზიური წარმოუდგება თვალწინ. მზიური კარგი პარკია, ადრე დიდ დროს ვატარებდი იქ, მაგრამ უკვე 5 წელია ამ სიტყვამ სხვა მნიშვნელობაც შეიძინა.
    ყველაფერი 2007 წელს, მე6 კლასში დაიწყო, როდესაც მათემატიკის მასწავლებელმა კლასში საუკეთესო მოსწავლეებს მათემატიკის “რაღაც კონკურსზე” გასვლა შემოგვთავაზა. არ ვიცოდით, სად მივდიოდით, რატომ ან რისთვის. უბრალოდ ვიცოდი, რომ ეს წერა მათემატიკას ეხებოდა და წავედი. პირველად ვიყავი უზნაძის ქუჩაზე, 63–ე სკოლაში და ვწერდი ჩემთვის უცნობი ტიპის , ლოგიკურ, ამოცანებს. დიდი იმედი არ მქონია არაფრის. თავს იმით ვიმართლებდი, რომ ეს პირველი იყო და ა.შ. შედეგი კი ჩემთვის მოულოდნელი იყო. 70 ქულა 100დან და მე–12 ადგილი ასზე მეტ ბავშვში. მოკლედ, მიმიღეს. ჩემთვის უცნობ, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ მზიურის პირველ ჯგუფში მიმიღეს.

    მაშინ პროგრამირება კი არა, კომპიუტერის ჩართვა არ ვიცოდი. ასე მივყავი ნელ–ნელა. ჯერ კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვა ვისწავლე, პროგრამა BabyType–ს დახმარებით, შემდეგ ელემენტარული, პროგრამირების საფუძვლები და თეორიული პროგრამირება(ალგორითმი). 1 წელიწადში, 2008 წლის პირველ ივლისს კი დედა მირეკავს, შავი თუ ნაცრისფერიო, ნაცრისფერი–მეთქი და სახლში ის კომპიუტერი მომიტანა, რომლიდანაც ახლა ვპოსტავ. მახსოვს “კარტებზე” გათენებული ღამეები და ა.შ. მაშინ კომპიუტერი ჩემთვის მხოლოდ რამდენიმე თამაშისთვის და Borland Pascal–ზე პროგრამების საწერად იყო განკუთვნილი.

    ეს სურათიც 1ლი ივლისიდან შემომრჩა, ვერ ვიჯერებ, რომ მალე 4 წელი გავა

    ეს სურათიც 1ლი ივლისიდან შემომრჩა, ვერ ვიჯერებ, რომ მალე 4 წელი გავა


    შემდეგ იყო მეორე კურსი. მეორე კურსზე საოლიმპიადო ჯგუფში მოვხვდი. კარგად მახსოვს Usaco & Spoj.pl , კიდევ ბევრი რამე მახსოვს. მაგრამ ჯგუფში მხოლოდ 3 გოგო ვიყავით, აქედან 1 ხშირად აცდენდა, მეორესთან კი კარგი კონტაქტი არ მქონია და ვიჯექი ასე ბიჭების(რომლებიც იმ წელს ჩემი სკოლელები გახდნენ) გარემოცვაში და თანდათან დავმეგობრდით.
    მეორე კურსის შემდეგ კი იყო მე3 კურსი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი ცოდნის მხრივ ყველაზე ნაკლებად გამომადგა, მაინც ძალიან კარგად მახსოვს. სწორედ ამ კურსის დამსახურებაა რამდენიმე შეძენილი მეგობარი, რომელთა შორის რამდენიმესთან ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

    ეს სურათი კი ძალიან კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული. როდესაც და რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სულ მეცინება :დ ჩემი საცოდავი სონი ერიქსონით გადაღებული საშინელი ხარისხის სურათია, მაგრამ მაინც :დ ამ სურათს ერთი სევდიანი ისტორიაც ახლავს თან, სწორედ მაშინ გამოვიცვალეთ შენობა და იქვე ახლოს, თამარ მეფის 14 ნომერში გადავედით. მართალია, იქ უფრო მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ყველას მაინც ძველი მზიური გვერჩივნა.
    აგრეთვე ამ წლიდან რაც ყველაზე მაგრად მახსოვს, ზურა "მასწია", რომელიც თითქმის ჩვენნაირად აზროვნებდა, ასაკითაც არ იყო ჩვენზე ბევრად დიდი და თან ძალიან მაგარი მასწავლებელი იყო. იმედია არ გამიბრაზდება, ეს სურათი რომ დავდე, სხვა ვერ ვიპოვე ზურა "მასწ" :დ

    აგრეთვე ამ წლიდან რაც ყველაზე მაგრად მახსოვს, ზურა “მასწია”, რომელიც თითქმის ჩვენნაირად აზროვნებდა, ასაკითაც არ იყო ჩვენზე ბევრად დიდი და თან ძალიან მაგარი მასწავლებელი იყო. იმედია არ გამიბრაზდება, ეს სურათი რომ დავდე, სხვა ვერ ვიპოვე ზურა “მასწ” :დ


    ამ წელს დაიწყო რაც დაიწყო და მთელი წელი სადღაც დავბოდიალობდით სასეირნოდ. მგონი, ყველა ახალი ფილმი ვნახეთ კინოში , მთელი თბილისი მოვიარეთ და ა.შ. ძალიან კარგად მახსენდება ყოველთვის მთელი მე3 კურსი.
    ესეც კიდევ ერთი ჯგუფელის ფოტოებუ ბონუსად :დ




    მე4 კურსის დასაწყისში კი გადავწყვიტეთ, მიმართულება შეგვეცვალა და ინტერნეტპროგრამირება გაგვეგრძელებინა. გადავედით სხვა ჯგუფში, რომლიდანაც ნახევარ ბავშვებს ვიცნობდი, მეორე ნახევარი კი წლის ბოლომდე ძლივს გავიცანი. არ მომწონდა ის, რომ არ გვქონდა ისეთი მაგარი ურთიერთობა, როგორც წინა ჯგუფში, მაგრამ რას ვიზამდი.
    2 ბავშვი, რომელიც მე4 კურსის ბოლოს გავიდა და მინდოდა, რომ გაეგრძელებინათ იყვნენ ანნა და ნოდარი(ნოდ 32 :დ). ანნასთან დიდი ხანია კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე ვაგრძელებთ, წერეთელი კი იმედია ამ პოსტს ნახავს და თუ ოდნავ მაინც მოენატრა მზიური და ჩვენ, გამიხარდება ))
    ბოლოს კი, 2011–2012 სასწავლო წლებში იყო მე5 კურსი. მე5 და ბოლო. ვიცოდი თავიდანვე, რომ ეს ბოლო იყო, მაგრამ არ მეგონა ასე თუ დამწყდებოდა გული იმაზე, რომ ყოველ სამშაბათს და ხუშაბათს მზიურში აღარ მივიდოდი. ეს კი დაჯღაპნილი დაფა, მგონი ერთადერთი სურათი, რომელიც შუა წლიდან შემომრჩა წელს :დ
    მინდა ამ ბოლო 2 წლის მასწავლებელიც ავღნიშნო. არა მარტო პინკ ფლოიდის და ბითლზის გამო, ისედაც მაგარი მასწავლებელია :დ

    წლის ბოლოს კი გადავწყვიტეთ არ დავიშალოთ, ხშირად ვნახოთ ერთმანეთი და ა.შ. 12 ივნისს, როდესაც ჩემი ბოლო ვიზიტი იყო მზიურის მოსწავლის რანგში, სამმა გოგომ ჯგუფში თეთრი მაისურები ჩავიცვით და ზედ კოდები დავიწერეთ. ძალიან მაგარი, მაგრამ გულისამაჩუყებელი იყო, ჩვენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიურიმზიური დავამთავრეთ.

    This slideshow requires JavaScript.

    პ.ს. მზიურმა მომცა შესაძლებლობა მესწავლა რამდენიმე პროგრამირების ენა, შემეძინა კარგი მეგობრები, დავინტერესებულიყავი რაღაც ახლით და საერთოდ, როგორც ჩემმა ჯგუფელმა თქვა, ჩვენ მზიურში გავიზარდეთ. 2007–2012 , ეს 5 წელი მართლა არასდროს დამავიწყდება და დიდი მადლობა ამისთვის მთელ მზიურის ჯგუფს და ბავშვებს ❤ მზიური იმაზე ბევრად მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე აქ დავწერე.
    პ.პ.ს. აქ იმ სერთიფიკატის სურათს დავდებ, რომელსაც მალე ავიღებ მზიურში ^^

    ჩაუთქვი ბაბუაწვერას


    ეს სურათი გორშია გადაღებული, სტალინის მუზეუმის ეზოში. ეს ამ წლის პირველი ბაბუაწვერა იყო. მეც ავდექი, მოვწყვიტე და სურვილი ჩავუთქვი: “ნეტა კარგი ექსკურსია იყოს–მეთქი.” ჰო, გაგონილი გექნებათ, ცრუ რწმენებზე აცრილი ვარ, მაგრამ ეს ისე გავაკეთეთ, გასართობად(თავის მართლება :დ).
    მერე რა, რომ კახეთში ვაპირებდით წასვლას.
    მერე რა, რომ წყალდიდობა იყო და ვერ წავედთ.
    მერე რა, რომ აქვე ახლოს მოგვიწია წასვლა.
    მერე რა…
    როცა მასწავლებელმა გვითხრა, გორი–ატენის სიონი–უფლისციხე–მცხეთა მარშრუტით წავალთო, ეგრევე გავიფიქრე, მანდ რას გავერთობით, ექსკურსია ჩაგვეშალა–მეთქი. 100 ლარს გვიკლებენო და ყველამ ეგრევე სახინკლე იყვირა. ჰო, ამაზე ცოტა მოგვიანებით.
    მერე რა, რომ 1 საათის დაგვიანებით გავედით.
    მერე რა, რომ თავიდან უაზროდ ვისხედით და წესიერად ვერც ვიმღერეთ 1 სიმღერა ბოლომდე.
    მერე რა…

    შევედით ასე სტალინის მუზეუმში. იქ ბევრი ვიცინეთ, იმის მაგივრად, რომ რაიმე მოგვესმინა. არა, ჩუმად ვიცინოდით და უმეტეს წილად ვუსმენდით, მაგრამ ზოგის საქციელზე კინაღამ ხმამაღლა გავიცინე..
    შემდეგ იყო ატენის სიონი. იქ ძალიან მაღლა ავძვერით, ბოლომდე ^^ ცოტა მეშინოდა, მაგრამ შემდეგ ბიჭების დახმარებით ავედი. ზურა, მადლობა :დ

    შესანიშნავი 4ეული ფორმაშია ❤

    და აი, ბოლომდე ასულები ❤

    შემდეგ ისევ ავტობუსში ვერთობოდით. აქ უკვე წავიდა გიტარა და ხმა ერთმანეთთან. ყველას გვეკიდა როგორ ვმღეროდით და ვუკრავდით, მთელი ავტობუსი გავაყრუეთ ❤
    შემდეგ კი ყველაზე მაგარ ადგილას ავედით, უფლისციხეში. უფლისციხეში 4 წლის წინ ვიყავი ბოლოს. მის შემდეგ კი გაულამაზებიათ და კიბეებიც გაუკეთებიათ, აუცილებლად წადით და ნახეთ ))
    ამ სურათებზე თან მეცინება და თან მომწონს :დ


    იქ დავიზიანე იდაყვი(რაღაც ხომ უნდა მექნა :დ) მაგრამ ტკივილი არ მაინტერესებდა, მაინც ბოლომდე ავედი(გევრდითა მთაზე ვეღარ გავქაჩეთ ბევრმა :დ).
    მთავარი იყო, რომ ძალიან ბევრს ვიცინოდით, ძალიან მაგრად ვერთობოდით და ა.შ. არ მეგონა, მხოლოდ 1 წლის ახალგადმოსულებთან(ზოგთან) ასე თუ გავერთობოდი ❤
    ჰო, შემდეგ ვჭამეთ. ანუ ის გავაკეთეთ, რისთვისაც ექსკურსიაზე წამოვედით :დ
    მერე გვერდით მინდორი ვიპოვეთ და იქ ვიღებდით სურათებს:


    მე და შუკამ აქაც “ვიფრინეთ” პატარა ბავშვებივით :დ

    ბოლოს კი სელფშოოტ თავბრუდახვეულებმა :დ

    ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ ავტობუსში ავედით და მცხეთისკენ დავიძარით დარჩენილი ფულის ბოლომდე დასახარჯად. უკან ვზივართ მე და ნიკა, ის ისაა, მუსიკა უნდა ჩავრთო რომ უცებ მიკროფონში მესმის ხმა : ეთენშენ ეთენშენ, ძვირფასო ავტობუს მსმენელებო, ეთერშია შუკა. გაიხაედეთ მარცხნივ. (იხედება ყველა). –არც არაფერია მარცხნივ :დ
    ავტობუსის ბოლოდან უცებ დასაწყისში გავჩნდი და გამიკვირდა, აქამდე მიკროფონზე რატომ არაფერი თქვეს. იყო შუკას “რეპი”, ჩემი “სიმღერა”, რუსულებე და ჩქარებე :დ მოკლედ, ახალი გასართობი გამოგვიჩნდა ^^

    (ყველაზე მაგარია დღეს ჩემი ბებოო, ერთი ერთზე ნაცემი ყავს რემბოო)
    მერე ბოლოს დავიღალე და ისევ უკან გადავედი, სანამ მცხეთამდე მივაღწევდით.

    შემდეგ ბევრი სურათი წავშალეთ, უაზრობები და გაბლარულები იყო. მაინც, გზაში არ გამოდის კარგები. ჰოდა, ესეც პირდაპირ ხინკლაობის სურათი, მე პირადად, 1 ცალი ძლივს შევჭამე :დ

    შემდეგ ისევ გზა, სიმღერა, გიტარა…
    შუკას ემპეტრი და ისევ უკანა სკამზე ვიყავი და ლამის იყო იქვე ჩამძინებოდა. მე და შუკას ცალ–ცალი ნაუშნიკი გვეკეთა და გზის ბოლო 15 წუთიანი მონაკვეთი ასე გავიდა.
    კომაროვთან გვიან მივედით.
    ცოტა ხანს კიდევ გავჩერდით და ბოლოს დადებითად დამუხტულები დავიშალეთ.
    ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყველას ❤ ეს ჩემი ყველაზე მაგარი ექსკურსია იყო ❤

    (ესეც ჩემი მე300 პოსტი ❤ )

    პოსტი მხოლოდ ერთისთვის


    იცი, რა არის მეგობრობა? ჰო, ზუსტი განმარტება არ აქვს, ამ პოსტში მაქვს რაღაც ნაბოდიალები, მაგრამ სანამ რაღაცას საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ დაიჯერებ )) ასე ვარ მეც, შენც და ალბათ კიდევ ბევრი.
    ვიცი, ვიცი ცუდად ვიქცევი ხოლმე. ვიცი, რამდენჯერმე გაგაბრაზე, ნერვები მოგიშალე. შარშან “ნასეტკა”ც ვიყავი ჰო? :დ
    მერე რა, მე მაინც ძალიან ძალიან მიყვარხარ ❤
    ჩვენი "მეგობრობა" ვნახე ფეისბუქზე. ჰმ, 2010 წლის მაისიდან მყავხარ მეგობრებში, 2009 წლის სექტემბრიდან კლასში, მაგრამ მეგობრები 2011დან უფრო გავხდით ❤ ოჰ, 108 სურათი გვქონია საერთო, მეტი არა? მოგონება კი ალბათ უკვე ძალიან ბევრი დაგვიგროვდა…
    ვიცი, იმ დღეს ფიზიკაზე იმიტომ დააგვიანე, რომ ჩემს ბლოგს კითხულობდი. იცი, ეს რომ მითხარი რა დამემართა? მიმიქარავს პეპლები მუცელში :დ

    გახსოვს, მამაშენმა ფეხბურთზე რომ არ გამოგიშვა? არადა, იმ დღეს ხორვატებს 1–0 მოვუგეთ ❤ მიხაროდა , მაგრამ რაღაც მაკლდა. რაღაც რა, შენ… ჩვენ ერთ გუნდს ვგულშემატკივრობთ, ჰო, ჰო, ვისქა ელ ბარსა ❤

    ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საერთო. წვრილმანებიც. მაგალითად ის, რომ მამაშენი და მამაჩემი 3 მაისს არიან დაბადებულები, მერე რა, რომ 8 წლის გასხვავებით :დ შენ ჩემზე ზუსტად 1 კვირით ხარ დიდი ^_^ Mother of God, კიდევ გვემთხვევა რაღაც თარიღები… ჰო, ის გახსოვს კიდე, მამაჩვენის ძმაკაცის შვილებიო.. ანდა მეყოს, არაა ეგ აქ დასაწერი(You know what i mean) :დ

    ბევრი რაღაც ჩემი დამსახურებაა “შენში”(ვღადაობ :დ). იცი, რა დამემართა, პირველად რომ გავიგონე შენგან ტერმინი “დაგვტროლა”? :დ მე გილინკავდი ხოლმე რეიჯებს და შენ თავიდან არ გეცინებოდა… სიცილზე გამახსენდა, გახსოვს, რომ მოგიყევი, მე8 კლასში 2ჯერ წამოვედი 6 ნომრით შენთან ერთადთქო და არცკი გამეცი ხმა–მეთქი :დ აუ, ძალიან ბევრი რამე გვაქვს საერთო, ძალიან ბევრი. პატარ–პატარა მოგონებები ❤

    ოო, ზღაპრებს რომ ვწერდით ფეხბურთზე? :დ მართლა მაგარი იყო ❤
    ფიზიკის კრებულში 137–ე გვერდი? ❤ აწწ ❤ შენი კრებული რომ გამყვა გამოცდის წინ ❤

    კიდევ ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია, ძალიან ბევრის. შენც ბევრ რამეს გაიხსენებდი ახლა აქ რომ იყო. არვიცი ასე პატარა მონაკვეთში ასე დაახლოება როგორ გამოგვივიდა, მაგრამ შენ ჩემი რა ხარ იცი? ხასიათი… როგორ ხასიათზეც შენ ხარ, ისე ვარ მეც მერე… აგრეგნულად თუ არა, შინაგანად მაინც… დღესაც, როდესაც ნერვები მომეშალა რაღაცაზე და ანერვიულებული გნახე, ცუდად გავხდი, მართლა… ჰოდა, მინდოდა რამე გამეკეთებინა შენთვის და ის გავაკეთე რაც ყველაზე ადვილად გამომდის, პოსტი დაგიწერე… ხვალ შენ სკოლაში არ მოდიხარ, დილას ფეისბუქზე შემოხვალ და ამ ლინკს ნახავ პიემში. მინდა იცოდე, რომ მინდა, კარგად იყო და მინდა იცოდე, რომ მართლა ბევრ რამეს ნიშნავ ჩემთვის ❤
    ^_^
    Me:sheni sayvareli simgera unintendeds mere
    Ele: XZtended 😀
    ^_^
    ელე, ნახე რა გამახსენდა :>

    პ.ს. ამ პოსტს რო წაიკითხავ მომწერე, ან ქართულზე ვიქნები, ან მათემატიკაზე :დ

    2011, ყველაზე გრძელი წელი

    ასე მგონია, რომ 2011 წელი ყველაზე გრძელი წელი იყო. წინა წლებში კი პირიქით , ყველა წელი მოკლე მეჩვენებოდა. იდეას ვიპარავ ნათიასგან და ვიწყებ ))

    იანვარი
    ზუსტად პირველ იანვარს დავწერე ჩემი პირველი პოსტი და შემოვაბიჯე ბლოგსფეროში.
    დავწერე ოლიმპიადის მეორე ტურები საზიზღრად.
    წავიკითხე “ალქიმიკოსი” და “დანაშაული და სასჯელი”. მეორე მომეწონა, პირველი ისე რა.
    ვწერდი იდიოტურ პოსტებს, ჩემს ჭიას ვიხარებდი და მეკიდა მკითხველი.
    30ში გავხდი 15ის ^^

    თებერვალი
    გავიგე სასწავლო ოლიმპიადის შედეგები და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ იდიოტი ვარ ^^
    5 დღიანი პაუზა გავაკეთე და კომპთან არ დავჯექი.
    ვაიგნებდი არსენალს :/ 2–1 საშინლად მახსოვს :/
    ერთი ჩვეულებრივი დღე კი ასეთი იყო…

    მარტი
    ეს თვე ჩემი საყვარელი, მჟავე კიტრის თავგადასავლით დაიწყო ^^
    გავიარე ტრენინგი აბორტზე და საშინელ ხასიათზე წამოვედი იქიდან… აბორტი მკვლელობაა!
    იყო დღე, საშინელი დასაწყისით და შედარებით უკეთესი დასასრულით.
    მარიამი გახდა 14ის.
    გამისწორდა არსენალს ამდენი გინების შემდეგ რომ მოვუგეთ :დ 3–1 და ბარსელონა გადის შემდეგ ეტაპზე!
    ბიჭმა, რომელიც მიყვარდა(ერთადერთი ბიჭი მიყვარდა მართლა ჩემი ყოფილებიდან), მიღალატა. თან ძალიან მწარედ. თავისუფალი ვარ და მიხარია მეთქი, მაგრამ ხომ ვიცოდი, რომ ეს ასე არ იყო ((
    ბარსას მაისური ვიყიდე :დ
    ეს პოსტი კი მთვრალმა დავწერე :დ
    გერმანული კომიქსების გამოფენაზე ვიყავი
    საშინლად მენატრებოდა ჩემი ყოფილი… საშინლად განვიცდიდი ამ ამბავს…
    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოში მე–8 ქვეყანას 1–0 მოუგო!!! და მე ამ დროს სტადიონზე ვიყავი ❤
    სისხლის სამართლის ტრენინგი გავიარე თვის ბოლოს

    აპრილი
    გავჭედე გერმანიაზე და ბერლინი ჩემი ოცნება გახდა.
    ევროვიზიის მალტელ და მოლდოველ მონაწილეებს შევხვდი ^^ დედა რა ბედნიერებაა :დ
    კლასელები ერთად ვიყავით მთელი დღე ❤
    ელ კლასიკოების სერია იყო… საშილად მახსენდება :დ მაგრამ მადრიდელებს უფრო საშინლად ალბათ :ტროლ:
    თეგ თამაშში მივიღე მონაწილეობა პირველად ))
    ლევანი უფრო და უფრო ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფნას. მე რატომაც არა პოზიცია მეჭირა და მხოლოდ იმიტომ ვიყავი მასთან, რომ თავისუფალი ვიყავი.
    ჩავწერე პირველი ვიდეო პოსტი
    აპრილში დავუახლოვდი ელეს და დღემდე საუკეთესო მეგობრები ვართ ❤

    მაისი
    კლასიკოების სერია დასრულდა.
    ვეჩხუბე და შევურიგდი ლევანის, 3–ჯერ…
    გორში ვიყავი დავითიანნიდან ექსკურსიაზე ❤ გადასარევი დღე იყო ^^
    ნანატრ ექსკურსიაზე ვიყავით ^^

    მოიგეს!!! ბარსა ჩემპიონია!!!


    ივნისი
    ლუკა წავიდა გერმანიაში და მგონი დროა ვაღიარო, რომ ეს გახდა ჩემი ახალი დღიურის დაწყების მიზეზი )) რთული მისახვედრია ნეტა რატომ…
    დინამოზე ვიყავით მე და ელე პირველად(ცარიელზე :დ)
    გამოცდების შედეგები და მეც და ელოც ისევ კომაროველები ვართ ❤
    ბონსაითი დავინტერესდი ))
    წყნეთში ვიყავით დაქალთან 26ში და ამ დღესვე დავშორდი ლევანის.
    გიტარას დავუბრუნდი(ასე მეგონა :დ)

    Me & Nuci
    ივლისი
    გადმოვედი ვორდპრესზე ^^
    წავედი სოფელში და იქ ჩემი კატა დამახვედრა მამაჩემმა ❤ ჩემი ჟორა ❤
    მეორე სოფელში ვიყავით ^^
    გავიჩინე ახალი სიმპათიის ობიექტი, რომელიც ახლაც საშინლად მომწონს :დ
    შემდეგ საირმეში წავედით, თავიდან არ მინდოდა, რა ვიცოდი ამდენი ნაშობა თუ ჩითავდა ^^

    პ.ს. ეს არაა ნაშობა :დ
    აგვისტო
    სოფელში დავბრუნდით…
    ჩემი პირველი სამსახური!!! მართალია, არაოფიციალური, მაგრამ მაინც ხომ სამსახური :დ

    საირმეში 8 დღით…
    ესეც ბაღდათში 2 დღე
    კვლავ საირმე
    მშობლებთან ერთად პირველად ვიმგზავრე მანქანით მარტო ამხელა მანძილზე ^^
    დამესიზმრა სოციალური სიზმარი ❤
    საირმე 1 თვიანი სიგიჟე! ძალიან მაგარი პერიოდი ❤

    სექტემბერი
    მივტიროდი ერთ რიგით ნაშას…
    სკოლა დაიწყო ^^
    მივხვდი, რომ გიტარა ჩემი საქმე არ იყო…
    მე და ფორთოხლის გოგონამ ვიდეო პოსტი ჩავწერეთ ❤
    დავიწყე სპარსულის სწავლა…

    ოქტომბერი
    ჩემი თვე დაიწყო ❤
    ფლეშმობზე ვიყავი პირველად :/
    სტივ ჯობსი გარდაიცვალა
    მე და ანანომაც ჩავწერეთ ვიდეო პოსტი ❤
    ავიღეთ გოგონა დრაკონის ტატუთი კიდევ ერთხელ მადლობა გამომცემლობას ❤
    საბოლოოდ დავიტირე ნაშა…
    ყველაზე პოპულარული პოსტი დავწერე…
    მეგონა, რომ ვკდვებოდი. აი ესე, უაზროდ…
    საკონკურსო პოსტი
    პირველად ვიყავი კალათბურთზე ❤

    ნოემბერი
    ძალიან გავბრაზდი ინტელექტუალურ შეჯიბრებებზე…
    11.11.11
    მივხვდი, რომ არაფერი მეშველებოდა და მეცადინეობა დავიწყე…

    დეკემბერი
    უმაგრესი კონცერტი მოვაწყვეთ დავითიანნის ბავშვებმა ❤
    სუ სუ ძველი ბიჭი გამახსენდა… ეჰ…
    მეც და ელემაც წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები!!! ისევ კომაროველები ვართ ❤
    მე და ელე მეორედ ვიყავით ცარიელ დინამოზე ^^

    მე და ყველაზე რომ ვერ ვიტან ის მაინც საყვარელი არსება :დ უსახელო თუთიყუში :დ

    მგონი, კარგი წელი გამოვიდა არა?! წინა წლებს ბევრად სჯობდა. თან, მგონი ცოტათი გავიზარდე :დ
    1 იანვარს 1 წლის ხდება ჩემი ბლოგი, ოქროს დაბ დღე აქვს ^^
    ასე რომ, ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤ მე მიყვარს ჩემი 2011, რომელიც ამ ბლოგთან ერთად დავიწყე<3
    პ.ს. ამ წელს ვუძღვნი ელეს, რომელიც ჩატში მელოდება, დროზე დაამთავრე პოსტიო :დ

    რამდენია საკმარისი?

    თანდათან ვხვდები, რომ ინტელექტუალური შეჯიბრებები ჩემს ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიმარჯვებ. მინიმუმ 1 კვირა ტვინს მიღრღნის დროის უკან დაბრუნების თეორია და სწორი პასუხის გაცემა.

  • “რატომ მეტი არ ვისწავლე და დავიმახსოვრე?”

  • “ნეტავ დროის უკან დავრუნება შემეძლოს…”

  • “აუ ის როგორ შემეშალა!”


  • კიდევ ბევრი ასეთი ფიქრით მეძინება და მეღვიძება. ასევე იყო “ყველაზე ჭკვიანში”, “ეტალონში”, “რა?სად?როდის?-ში” და თუ სადმე მიმიღია მონაწილეობა ყველგან…

    (შავი ზღვის უნი-ს ეზო, ჭადრაკის თამაშისას)
    მიუხედავად ამისა, მე მაინც ვაგრძელებ ყველა კონკურსში მონაწილეობის მიღებას და შემდეგ ნერვების შლას…

    დღესაც ასე ვარ და მინიმუმ 1 კვირა თუ გაღიზიანებული ვიქნები, ნორმალური ამბავია და მომიტევეთ :დ

    წინა ტურში მესამე ადგილზე გავედით და ძალიან გვიხაროდა, მეორე ტურიდან მესამეში კი ვეღარ გადავედით… სამწუხაროდ…

    ვცდილობ დავიკიდო, რომ სერიოზული პრიზები გავმაზე :დ

    მაგრამ, რაც მთავარია, მიზეზი, რამაც ჩვენი ვერ გადასვლა თითქმის დამავიწყა, ბიჭების გუნდი “კომაროველი” პირველ ადგილზე გავიდა!!! აბა თქვენ იცით და წარმატებები ❤

    უკვე შევუთანხმდით პრიზების გაყოფაზე და ამბებზე :დ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გუნდი “პი” ვართ, ასაკით ყველაზე პატარები(!!!) და 6ვე გოგო ^_^

    და მაინც, რამდენი ცოდნაა საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონკურსებოდან დამშვიდებული წამოხვიდე?
    ოხ ეს რიტორიკა…

    Home, Sweet Home

    ადრე თემქაზე ვცხოვრობდი. თითქმის დაბადებიდან. ეს ბებიაჩემის სახლი იყო(დედაჩემის დედის). სახლი არც ისე დიდი იყო, სულ რაღაც 70 კვადრატული მეტრი(ამ სახლში კი მხოლოდ “ზალა” არის 60 კვადრატული შედარებისთვის). იქ 4ნი ვცხოვრობდით. მე , ჩემი და, დედა და ბებია. მერე რა, რომ ბაღიდან შორს იყო. ყოველ დილას ვდგებოდით ადრე და ბაღში მივდიოდით. 4 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მითხრა, დღეს ჩვენი ახალი სახლის აშენება დაიწყესო(2000 წელს). რამდენჯერმე მოგვიწია იმ ადგილას გავლა. ვუყურებდი, თუ როგორ უყრიდნენ ვიღაც კაცები კორპუსს საძირკველს. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ აქ 16 სართულიან კორპუსს ააშენდბდნენ.

    სწორედ ამ სახლის მდბარეობის გამო ხილიანზევე შევედით მე და ჩემი და 195ე სკოლაში. მერე რა, რომ 6 წელი სხვადასხვა სახლიდან დავდიოდით სკოლაში. მერე რა, რომ რამდენჯერმე ვიქირავეთ ბინა ხან დოლიძეზე და ხანაც ხილიანზე.
    ყოველ წელს მეუბნებოდა ბებია, იქნებ 1 წლის შემდეგ დამთავრდეს კორპუსი და გეშველოთ, ბინის ქირაობა აღარ მოგიწიოთო.
    ასე გავიდა 6 წელიწადი და დადგა დღე, როდესაც მე ახალ სკოლაში, “კომაროვში” უნდა გადავსულიყავი. სრულიად მარტო, ახალი ბავშვების გარემოცვაში, სულ რაღაც 12 წლის ბავშვი. თან მაშინ, როდესაც წინა კლასელებზე ვგიჟდებოდი და საუკეთესო მეგობრებიც იქ მყავდა.
    ეს დღე იყო 2008 წლის პირველი ოქტომბერი. დილას თემქიდან წავედით. 7 საათზე ავდექით. მეშინოდა. ახალი სიტუაციის მეშინოდა. სკოლაში მივედი და პირველი რაც თვალში მომხვდა, გოგონების სიმცირე იყო. როგორ დალაგდა ყველაფერი და როგორ მადლობელი ვარ დედაჩემის, რომ დღეს ამ სკოლაში ვარ, ეს ცალკე თემაა, თუმცა მაშინ საშინლად გავუბრაზდი, რომ გადამიყვანა.
    სკოლიდან ახალ სახლში მოვედით. მე, მარი და დედა. ბებია თემქაზე დარჩა. მაშინ ჯერ კიდევ მუშაობდა კოლეჯში და სამსახურთან ახლოს იყო. ახალი სახლი დიდი იყო, ძალიან დიდი. 200 კვადრატულ მეტრზე მეტი. თავიდან მერეოდა, რომელ ოთახში უნდა შევსულიყავი. მერე ამასაც მივეჩვიე… 1 წლის შემდეგ კოლეჯი დაიხურა და ბებიაც ჩვენთან გადმოვიდა. ძალიან კარგი , რომ გადმოვიდა..

    ამ ამბებიდან 3 წელია გასული. დღეს ხილიანზე ვცხოვრობთ. დიდ და ლამაზ სახლში. მეგობრები რომ მოდიან,მოსწონთ. ხო, მეც მომწონს. მოდი და არ მოგეწონოს ასეთი დიდი სახლი, ასეთ კარგ ადგილას. თან დედაჩემის გემოვნებით გარემონტებული(ბოლომდე არაა გარემონტებული, მაგრამ უმეტესი წილი კი).
    დიდი ხანია თემქაზე არ ვყოფილვარ. ნეტა რა ხდება იქ? ალბათ იქაურობა რიგით მიტოვებულ სახლს დაემსგავსა, იქ ხომ 1 წელია აღარავინ შესულა…
    მესმის, რომ დედას ჩვენთვის კარგი სურდა. უნდოდა, საუკეთესო სახლში გვეცხოვრა და საუკეთესო სკოლაში გვევლო. უნდოდა, რომ უკეთეს ადგილას გვეცხოვრა. რისთვისაც დიდი მადლობა მას.
    და მაინც, მიყვარს. მე ის სახლი მიყვარს. და ყოველი სიტყვა, რომელიც მის გაყიდვას უკავშირდება იქ, სადღაც, გულის სიღრმეში, მტკივა…
    პ.ს. ბავშვობაში მინდოდა თემქაზე იმ ალვის ხის ტოტები სახლამდე მოსულიყო…