პლიუს ერთი


Facebook-მა წელსაც შემოგვთავაზა წლის შემაჯამებელი პოსტები. ჩემი საკმაოდ კარგი გამოვიდა, თან წლის მთავარი მოვლენაც საამაყოდ გამოიჭიმა შუაში წარწერით: Graduated!
რეალურად ბევრად მეტი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ბლოგზე წერად მოვუკელი და წინა წლებივით არ შემიძლია პოსტების მიხედვით მარტივად გადავავლო მთელ წელს თვალი. ამიტომაც საკუთარ პროფილს გავხსნი და სურათების მიხედვით წლის მთავარ მოვლენებს უბრალოდ ჩამოვწერ.

  • პირველი და ყველაზე მთავარი: 18 წლის გავხდი. დაბადების დღე ტრადიციულად არ გადამიხდია. ეს ალბათ ბევრი მეგობრის და უკუპროპორციული თანხის გამოა, ან იმიტომ, რომ რეალურად ხმაურს ვერ ვიტან. რაც უნდა იყოს, სიგარეტს და სასმელს უკვე თავაწეული ვყიდულობ. ეს შაურმაზე დანთებული სანთლები კი ერთადერთი კადრია, რომელიც იმ დღეს გადავიღე.
    განაგრძეთ კითხვა
  • Advertisements

    სად არის რიჟახა

  • რიჟახას ვიზა არ მისცეს
  • -რატომ ვერ წახვედი გერმანიაში?
    -ვაიმე, ახლა რა უნდა ქნა?
    -ვიზა არ მოგცეს? დამპლები, მოდი საელჩო ავაფეთქოთ ჰეჰე.
    -გინდა დავადგეთ? 😉

    განაგრძეთ კითხვა

    Perfect Strangers

    ერთი ცუდი “თვისება” მაქვს: ძალიან მიჭირს ადამიანის სახის დამახსოვრება. ამის გამო ხანდახან დისკომფორტი მექმნება; სკოლა რომ გამოვიცვალე, თითქმის ნახევარი წელი მოვანდომე მთელი კლასის “გაცნობას”. ეს თვისება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ მიყვარს: ქუჩაში ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაც გარკვეული მიზეზების გამო მამახსოვრდებიან და ჩემი ცუდი მახსოვრობის გამო მხოლოდ დაახლოებით მახსოვს მათი გარეგნობა. სამწუხაროდ, მათი პოვნის მხოლოდ თეორიული შანსი მაქვს. ჯერ–ჯერობით ხუთი მათგანი ჩამრჩა ღრმად გონებაში:

  • წითური ბიჭი, რომელიც ორჯერ ვნახე, მაგრამ მაინც არ მახსოვს სახეზე. პირველად– ველოსიპედით დადიოდა ჩემ ძველ სახლთან, თემქაზე. მეორედ – ველოდრომზე ვნახე და სახე აღვიდგინე; ისე გამიხარდა მისი მეორედ ნახვა, რომ მინდოდა მივსულიყავი და რამე მეთქვა, მაგრამ ვერ გავბედე. ერთ საათში მისი სახე ისევ დამავიწყდა. (დაახლოებით 2005/07 წლები)
  • ქერა ბიჭი, რომელიც 61 ნომერ მარშუტკაში იჯდა, ნაუშნიკები ეკეთა და თავს მუსიკას აყოლებდა. მგონი ეს ბიჭი ნუცუბიძეზე ვნახე მეორედ, მაგრამ სახე ისე კარგად ვერ აღვიდგინე, როგორც პირველ შემთხვევაში. (ისევ 2007)
  • განაგრძე კითხვა

    Tbilisi Open Air 2013, მეგობრები და სხვა სიკეთეები


    მერე რა, რომ ამ სურათში გილანი კარგად არ ჩანს.

    დღეს უკვე 8 ივნისია. მოსაყოლი კი ძალიან ბევრი დამიგროვდა.

    4 ივნისი
    რატომღაც ყველა და ყველაფერი ნერვებს მიშლის. ბილეთს ვიღებ და ვუყურებ. რამდენჯერმე. შემდეგ პირდაპირ ნერვების შლაზე გადმოდიან. თავიდან წერა მეზარება და სტატუსს გადმოვაკოპირებ:

    22 მარტს , შუადღის 4 საათზე ვიყიდე Tbilisi Open Air Alter/Vision–ის სამოც ლარიანი ბილეთი. შესაბამისად, უკვე ორ თვეზე მეტია ველოდები კონცერტს და აი, ხვალ უკვე ჩემ საყვარელ სტადიონზე შევალ და ჩემ საყვარელ ჯგუფს მოვუსმენ. (აქვე, ყველამ კარგად იცით ჩემი გულისტკივილი: 4 აგვისტოს კონცერტზე ვერ მივდივარ სტამბულში). ამიტომაც, წელს რამდენიმე კარგი ლაივის შემდეგ მივდივარ ასეთ მაგარ კონცერტზე და მიხარია ისე, რომ ხანდახან ძალიან არაადეკვატურად გამოვხატავ.
    ყველამ, ვინც ჩემი ხასიათის გაფუჭებას ცდილობს , მეუბნება საშინელ ფრაზებს და ა.შ. შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩემ ხასიათში ჩაჯმა და თქვენ საქმეს მიხედოთ. ისეთი ბედნიერი, როგორიც ხვალ მე ვიქნები, არასდროს არ ყოფილიყავით
    გმადლობთ ყურადღებისთვის ^^

    განაგრძეთ კითხვა

    ანტიდეპრესანტი


    ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

    არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

    სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

    პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…

    სიყვარული


    ადრე სიყვარული მხოლოდ დიდი, ვარდისფერი გული მეგონა. კიდევ წითელი ვარდები და საჩუქრები, რომელთაც შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიდნენ. სამწუხაროდ მჯეროდა, რომ ქორწინების შემდეგ სიყვარული ქრებოდა და ყველაფერი ტყუილი იყო, რასაც ფილმებში აჩვენებდნენ. ჰო, ეს ყველაფერი იქამდე, სანამ 12–13 წლის ასაკს მივაღწევდი.

    თინეიჯერი რომ გავხდი, მარკესის “მარიონეტი” წავიკითხე. აბა, ისე ხომ ძერსკი ვერ გავხდებოდი. მარკესი წერდა სიყვარულზე. ბევრს წერდა. ამიტომაც, დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ სიყვარული არსებობდა და არ იქნებოდა ურიგო, მეც მყვარბეოდა ვინმე.

    ჰო, მერე იყო პირველი შეყვარებული, პირველი კოცნა… მერე იყო მეორე ბიჭი. ბიჭი, რომელიც მართლა დიდ ლაქად დამრჩა. ერთადერთი სერიოზული ურთიერთობა და ისიც 13 წლის ასაკში.. ცოტა სასაცილოა არა? მერე კიდევ ბევრი ბიჭი იყო…

    ეს მე და ჩემი სასიყვარულო ისტორიების მიმოხილვა. ახლა მგონი ჯობს, დავწერო იმაზე, თუ რა არის ჩემი წარმოდგენით სიყვარული. ჩემი აზრით სიყვარული მუსიკას გავს, ის ყველგანაა, შენ უბრალოდ უნდა იგრძნო. ყოველთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, არის ვირაც ვისაც უყვარხარ და შენთან ერთად უნდა. ჰო, ალბათ ოპტიმისტი ვარ ))

    მე მიყვარს
    მიყვარს ის ადამიანი, რომლის სახელიც პირველად წარმოვთქვი(დედა)
    მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები
    მიყვარს ჩემი მეგობრები და ზოგისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა შემიძლია
    მიყვარს კიდე ბევრი ვინმე და რამე და სიყვარულის გარეშე უბრალოდ არ შემიძლია…

    რა არის სიყვარული დღემდე არავინ იცის წესიერად. სიყვარული ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაა. მე ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა. ან მეგონა, რომ შემიყვარდა…