ნ+გ=?


ეს ის ისტორიაა, რომელზეც ოდესღაც უნდა დამეწერა. ეს ის ისტორიაა, რომელიც ჩემი ისტორიებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზია. ეს ის ისტორიაა, რომელიც.. რომელიც ასე დაიწყო:
–შარშანდელი ხარ?(მე)
–ჰო…

ერთი შეხედვით ყველაზე უაზრო დიალოგი, ყველაზე არარომანტიკულ ადგილას დიდი რამის დასაწყისი გახდა. 2009 წლის ოქტომბერი, მე მხოლოდ 13 წლის ვიყავი, ახალი დაშორებული პირველ შეყვარებულს და თავი მაგარი როჟა რომ მეგონა ეგეთი.
გაკვეთილი რომ დამთავრდა, მხარზე ხელი დამადე:

–გაჩერებიკენ მოდიხარ(ის)
–ჰო, ქვემოთ გაჩერებაზე..
–მეც, წამო.. სულ დამავიწყდა, გიო მქვია, გიორგი..
–აჰ, სასიამოვნოა, ნინო..

გაჩერებამდე ძალიან პატარა მანძილი იყო, მისი ავტობუსიც მალე მოვიდა. ერთი ის გავიგე მასზე, რომ გიორგი ერქვა, კანდელაკი იყო და 1 წლის წინ ჩამოვიდა კიევიდან, რაზეც მისი აქცენტიც მიანიშნებდა.
2009 წელს დიდი დღიური მქონდა. სახლში რომ მივედი, ეგრევე ჩავწერე ერთ მაღალ, სიმპათიურ ბიჭზე, რომელსაც შავი თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. გული სწრაფად მიცემდა როცა მასზე ვფიქრობდი და მას შემდეგ რამდენჯერაც დავინახავდი, მუცელში პეპლები მკლავდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ სახურავზე აძვერი, ნ+გ=? დაწერე და ჩამოხვედი. მე დერეფანში გელოდებოდი, არვიცი რა სიხშირით მიცემდა გული. დღესაც რომ ვიხსენებ ამ მომენტს, ისევ იგივე ხდება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 წელზე მეტი გავიდა.. ჰო, შემდეგ მაკოცე და ასე მითხარი, მე ძალიან მომწონხარ და შენთან ერთად ყოფნა მინდაო. მე ხმა ვერ ამოვიღე. შენ ჩამეხუტე და მითხარი, არაფერს გაძალებ, ჯერ ადრეა, ცოტა ხანს გაცდიო.
წყნარად წამოვედით გაჩერებისკენ. იმ გაჩერებისკენ, სადაც პირველად დაგელაპარაკე წესიერად. ახლა უკვე ბევრი რამ ვიცოდი შენზე. ვიცოდი, რომ შენი მშობლები ჰიპები იყვნენ, შენც მოჰიპო არსება იყავი. შენი ბავშვობის ისტორიები მომიყევი და მე ვიცინოდი. ცოტათი მრცხვენოდა, მე რომ ბევრი არაფერი მქონდა მოსაყოლი…
იმ დღეს დღიურში ბევრი ვწერე. უეჭველი იყო, მეც ძალიან მომწონდი. შენნაირ ბიჭთან ყოფნა მინდოდა და მუცელში პეპლების ატანაც აღარ შემეძლო…

მეორე დღესვე, როგორც კი დაგინახე, გამარჯობის მაგივრად მოვედი და პირდაპირ გაჯახე, მეც ძალიან მომწონხარ–მეთქი. მგონი მაშინ შენ იგძენი პეპლები და ხმა ვერ ამოიღე, თვალები გაგიბრწყინდა და ჩამეხუტე. ამ დღის შემდეგ სულ ვბოდიალობდით ხოლმე უაზროდ, ხანდახან რომელ საათამდე შემოვრჩებოდით… ეს წუთები ძალიან ლამაზად მახსოვს…
მერე მითხარი, მამაჩემი უნდა გაგაცნოო. მე შემეშინდა, რა დროს მამაშენის გაცნობა და ეგეთებია მეთქი.

–აი, დიმიტრი 5 წუთში მოვა
–რა 5 წუთში, შენ სიცხე ხო არ გაქ, რა მამაშენი უნდა გამაცნო???
შენ უსიტყვოდ მოუკიდე ვინსტონს
–გიორგი! კარგი რა, იძახი დიმიტრი მოვაო და სიგარეტს უკიდებ?
–იცის მამაჩემმა…
–იცის? და არ გიშლის? ვა რა ჯიგარია
–ჰო, მაგარი კაცია. აი, მოვიდა.

არვიცი რა მჭირდა მაშინ, როდესაც დაახლოებით 1,90 სიმაღლის გრძელთმიანი კაცი მოტოციკლეტიდან გადმოვიდა და ჩვენსკენ დაიძრა. კინაღამ გული წამივიდა იქვე.

–გამარჯობა ნინი, მე დიმიტრი ვარ.
–გაა–ა–მ–მმ–არჯობა..
–როგორ ხარ?
–კკ–კ–კარგად, თქვენ?
და ამ დროს დიმიტრიმ ზემოდან გადმომხედა, კინაღამ ცუდად გავხდი, რას მიპირებს–მეთქი და ამ დროს მეუბნება:
–მოდი, თქვენობით არა რა, თავი ბაბუა მგონია…


აქ მივხვდი, სინამდვილეში ვის გავდი ასე ძალიან. მე შენთან ძალიან გახსნილი ვიყავი. იმ დღესაც, მოწყენილი ვიჯექი კიბეებზე. შენ მოხვედი:

–რა გჭირს, ნინი?
–თვიური მაქ
–ჰოო, მეც…
–…
და 2 წუთის შემდეგ მივხვდი, რომ დამტროლა :დ
–იდიოტო ! :დ
–კაი, კაი–იცინოდი და ჩამეხუტე..

შემდეგ გვქონდა ყველაზე მაგარი 1 თვე. 2009 წლის ნოემბერი ყოველთვის ყველაზე მაგარ თვედ დარჩება ჩემს ცხოვრებაში. მთელი ისტორიები გვქონდა, რომლებზეც ცალ–ცალკე ისტორიების დაწერაც კი შეიძლება, მაგრამ მგონი აქ არ ღირს. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვიყავით, შენთან არაფერი მიტყდებოდა. რომანტიკული ტიპი იყავი, თბილად მეხუტებოდი და კოცნას მასწავლიდი. პირველ დღეს წესიერად ვერ გაკოცე და მაგრად დამცინე. მეორე დღეს კი ასე მითხარი, სად მოასწარი ტრენინგების გავლაო. დედაჩემსაც ამართლებდი იმ შემთხვევაში, გვიან რომ არ მიშვებდა გარეთ. უნდა, რომ კარგი შვილი ჰყავდესო. მოკლედ, ნოემბერი ძალიან მაგარი იყო. მაგრამ, სამწუხაროდ შემდეგ დეკემბერი მოდიოდა..

შეგვეძლო, შუა ტრასაზე დავმჯდარიყავით და ცაში აგვეხედა. ასე, უბრალოდ. გვიყვარდა ერთმანეთი, მიუხედავად ჩვენი ასაკისა. მიყვარდი, შენთან ერთად უბედნიერესი ვიყავი. შენ რომ არა, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ დეპრესიას ვერ გადავიტანდი, ასე მგონია…
და შემდეგ მოვიდა 24 დეკემბერი. დღე, რომელიც ძალიან ცუდად მახსოვს… და შენ დაიწყე…

–ვსო
–რა ვსო?
–მორჩა
–რა მორჩა?
–ყველაფერი, ყველაფერი მორჩა. 27ში, გამთენიის 5ზე მივფრინავ
–1კვირით?
–არა
–1თვით?
–4 წლით…–და შეტრიალდი.ხელები სახეზე აიფარე და ღრმად ამოისუნთქე. შემდეგ ცრემლები მომწმინდე და ასე ჩახუტებულები წავედით ისევ იმ გაჩერებაზე. შენ სახლამდე მიმაცილე, წასვლის წინ მაკოცე და მითხარი, რომ ხვალ ბოლოჯერ მნახავდი…


25 დეკემბერი
იმ ხის მორზე ვიჯექით, დღეს რომ თითქმის ყოველდღე ვხედავ და ცრემლი მადგება თვალებზე. თითქმის არ გვილაპარაკია. ასე მითხარი, ვიცოდი, მალე წასვლა რომ მიწევდა, ვცდილობდი არავინ შემყვარებოდა, მაგრამ რა მექნაო.. ჰო, ვიტირე და ვიცი, რომ შენც. სწორედ ამიტომ გაიქეცი მალე. არ გინდოდა შენი ცრემლები დამენახა. მოტოციკლეტის დაქოქვის ხმა ყველაზე ცუდად მახსოვს. იმ დღეს წახვედი და ყველაფერი მორჩა. ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გნახავდი…
27 დეკემბერი , დილის 5 საათი
(ჩემი და)–ბარგს ალაგებ და მიდიხარ
–შენ სულ გარეკე?
–ჰო..–და ჩემი დის ცრემლები პირველად ვნახე.. საერთოდ, არ ტირის ხოლმე..
იყო ბოლო მესიჯი…
დილის 5ზე შენი თვითმფრინავი აფრინდა, მე ვიტირე, ვიცი, რომ შენც ცრემლიანი გქონდა თვალები…

იშვიათად, მაგრამ გწერდი ხოლმე. ვტიროდი და ასე ვიკლავდი მოგონებებს შენზე. ერთი მხატვარი ბიჭიც კი მყავდა შენს დასავიწყებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა…
2011 წელს, მარტში, ჩამოხვედი ისე, რომ არ მითხარი, ჩამოხვედი სხვა გოგოსთან ერთად… მე შემთხვევით გნახე(თ)… თავიდან გული მეტკინა, მაგრამ მერე მივხვდი, წელიწადნახევარი ის დროა, როდესაც ძველებს უკვე ადვილად ივიწყებ…

Advertisements

პოსტი მხოლოდ ერთისთვის


იცი, რა არის მეგობრობა? ჰო, ზუსტი განმარტება არ აქვს, ამ პოსტში მაქვს რაღაც ნაბოდიალები, მაგრამ სანამ რაღაცას საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ დაიჯერებ )) ასე ვარ მეც, შენც და ალბათ კიდევ ბევრი.
ვიცი, ვიცი ცუდად ვიქცევი ხოლმე. ვიცი, რამდენჯერმე გაგაბრაზე, ნერვები მოგიშალე. შარშან “ნასეტკა”ც ვიყავი ჰო? :დ
მერე რა, მე მაინც ძალიან ძალიან მიყვარხარ ❤
ჩვენი "მეგობრობა" ვნახე ფეისბუქზე. ჰმ, 2010 წლის მაისიდან მყავხარ მეგობრებში, 2009 წლის სექტემბრიდან კლასში, მაგრამ მეგობრები 2011დან უფრო გავხდით ❤ ოჰ, 108 სურათი გვქონია საერთო, მეტი არა? მოგონება კი ალბათ უკვე ძალიან ბევრი დაგვიგროვდა…
ვიცი, იმ დღეს ფიზიკაზე იმიტომ დააგვიანე, რომ ჩემს ბლოგს კითხულობდი. იცი, ეს რომ მითხარი რა დამემართა? მიმიქარავს პეპლები მუცელში :დ

გახსოვს, მამაშენმა ფეხბურთზე რომ არ გამოგიშვა? არადა, იმ დღეს ხორვატებს 1–0 მოვუგეთ ❤ მიხაროდა , მაგრამ რაღაც მაკლდა. რაღაც რა, შენ… ჩვენ ერთ გუნდს ვგულშემატკივრობთ, ჰო, ჰო, ვისქა ელ ბარსა ❤

ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საერთო. წვრილმანებიც. მაგალითად ის, რომ მამაშენი და მამაჩემი 3 მაისს არიან დაბადებულები, მერე რა, რომ 8 წლის გასხვავებით :დ შენ ჩემზე ზუსტად 1 კვირით ხარ დიდი ^_^ Mother of God, კიდევ გვემთხვევა რაღაც თარიღები… ჰო, ის გახსოვს კიდე, მამაჩვენის ძმაკაცის შვილებიო.. ანდა მეყოს, არაა ეგ აქ დასაწერი(You know what i mean) :დ

ბევრი რაღაც ჩემი დამსახურებაა “შენში”(ვღადაობ :დ). იცი, რა დამემართა, პირველად რომ გავიგონე შენგან ტერმინი “დაგვტროლა”? :დ მე გილინკავდი ხოლმე რეიჯებს და შენ თავიდან არ გეცინებოდა… სიცილზე გამახსენდა, გახსოვს, რომ მოგიყევი, მე8 კლასში 2ჯერ წამოვედი 6 ნომრით შენთან ერთადთქო და არცკი გამეცი ხმა–მეთქი :დ აუ, ძალიან ბევრი რამე გვაქვს საერთო, ძალიან ბევრი. პატარ–პატარა მოგონებები ❤

ოო, ზღაპრებს რომ ვწერდით ფეხბურთზე? :დ მართლა მაგარი იყო ❤
ფიზიკის კრებულში 137–ე გვერდი? ❤ აწწ ❤ შენი კრებული რომ გამყვა გამოცდის წინ ❤

კიდევ ძალიან ბევრი რამის გახსენება შემიძლია, ძალიან ბევრის. შენც ბევრ რამეს გაიხსენებდი ახლა აქ რომ იყო. არვიცი ასე პატარა მონაკვეთში ასე დაახლოება როგორ გამოგვივიდა, მაგრამ შენ ჩემი რა ხარ იცი? ხასიათი… როგორ ხასიათზეც შენ ხარ, ისე ვარ მეც მერე… აგრეგნულად თუ არა, შინაგანად მაინც… დღესაც, როდესაც ნერვები მომეშალა რაღაცაზე და ანერვიულებული გნახე, ცუდად გავხდი, მართლა… ჰოდა, მინდოდა რამე გამეკეთებინა შენთვის და ის გავაკეთე რაც ყველაზე ადვილად გამომდის, პოსტი დაგიწერე… ხვალ შენ სკოლაში არ მოდიხარ, დილას ფეისბუქზე შემოხვალ და ამ ლინკს ნახავ პიემში. მინდა იცოდე, რომ მინდა, კარგად იყო და მინდა იცოდე, რომ მართლა ბევრ რამეს ნიშნავ ჩემთვის ❤
^_^
Me:sheni sayvareli simgera unintendeds mere
Ele: XZtended 😀
^_^
ელე, ნახე რა გამახსენდა :>

პ.ს. ამ პოსტს რო წაიკითხავ მომწერე, ან ქართულზე ვიქნები, ან მათემატიკაზე :დ