ანტიდეპრესანტი


ბევრმა იცის, თუ რა აზრის ვარ დეპრესიაზე და დეპრესიულ თინეიჯერებზე. მე უბრალოდ ვერ ვიტან მათ და მგონია, რომ ყველა ასეთი “დეპრესია” გამოგონილია და ყურადღების მიქცევის მიზნით გამოიყენება. ბიჭების გამო დეპრესიაში მყოფი 14 წლის გოგოები კი ყველაზე მეტად მეზიზღება და ამის მიზეზი ზემოთ ვახსენე.

არ ვიცი, ახლა მეც იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები თუ არა, რომლებიც ასე მძულს.რამდენიმე დღიანი ცუდ ხასიათზე ყოფნას ნელ–ნელა მიზეზები ემატება და “ვბოროტდები”. არ ვიცი, შეიძლება მე თვითონ ვიგონებ ყველაფერს და ბუზს ვაქცევ სპილოდ, მაგრამ ახლა ეს მიზეზები რეალურად მეჩვენება. მეგობრობაზე ადრე ეს პოსტი დავწერე და ახლაც თითქმის იმავეს ვფიქრობ მათზე. სამწუხაროდ, უახლოესი მეგობრებიც შეიძლება საბოლოოდ ისეთი ეგოისტები გახდნენ, რომ მათი გამოსწორების იმედი დაგეკარგოს. მაგრამ მე ეს იმედი ჯერ კიდევ მაქვს.

სწორედ ეს იმედია ჩემი ანტიდეპრესანტი. ასევე მდგომარეობიდან ადვილად გამოვყავარ წიგნების, რომელშიც თავით ვარ გადაშვებული და სპეციალურად ვანელებ ხოლმე კითხვის ტემპს, რომ მალე არ მოვრჩე. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს წიგნები გახდა კიდევ ერთი ცუდი ამბის მიზეზი, მაინც არ ვწყვეტ კითხვას. კიდევ , არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ჩემ განწყობაზე ზრუნავს და მართლა გულით ვარ მათი მადლობელი.

პოზიტივს იმაში ვხედავ, რომ რაც არ უნდა იყოს, ერთი მიზეზი მაინც მაქვს იმისთვის, რომ დაბღვერილმა არ ვიარო და არაფერი მიხაროდეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ოპტიმიზმი კარგი რამაა, ოღონდ ადამიანებთან ურთიერთობისას–არა…

Advertisements

XXI საუკუნის პრობლემა

რა იყო 10 წლის წინ პრობლემა და რა არის დღეს?
10 წლის წინ პრობლემა შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე დღიანი უშუქობა, დღეს კი პრობლემა 1 საათით წასული შუქია. ის 1 საათი ხომ “ვცდებით” და სტატუსს ვერ ვანახლებთ.
10 წლის წინ პრობლემა შეიძლება ყოფილიყო ისეთი რამ, რაც დღეს უკვე აღარ არის პრობლემა. ასევე დღევანდელი პრობლემები არ გვქონდა 10 წლის წინ.

21–ე საუკუნე
21–ე საუკუნის პირველი ათწლეული უკვე გავიარეთ და შეგვიძლია შევაჯამოთ. ჩემი აზრით, 21–ე საუკუნე დიდი გადატრიალებით დაიწყო. პირველ ათწლეულში მსოფლიოს თითქმის 20% გახდა სოციალურ ქსელზე დამოკიდებული. ბევრი ჩვენგანის ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე.
კომპიუტერზე დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს 21–ე საუკუნის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად.

უფროსი თაობა
თაობათა შორის ჭიდილი , ალბათ, პირველყოფილი სამყაროდან მოდის. რაც უფრო დიდია 2 ადამიანს შორის ასაკის სხვაობა, მით უფრო მწვავეა დაპირისპირება.
ჩევნ ვჩხუბობთ. ჩვენ გვინდა, რომ დავამტკიცოთ საკუთარი აზრი და ვაჩვენოთ უფროს თაობას ჩვენი ძალა. ვერ მანახებთ ადამიანს, რომელსაც კონფლიქტი არ ჰქონია უფროს ადამიანთან. როგორც მინიმუმ შინაგანი უკმაყოფილების გრძნობა მაინც ექნებოდა ))
თაობათა შორის ჭიდილიც გამწვავებულია 21–ე საუკუნეში. ესეც მეორე მთავარი პრობლემა.

მიმბაძველობა
ყოველი ადამიანი უნიკალურია.
ქუჩაში რომ გააჩერო ადამიანი , გეტყვის ცხოვრებაში არავისთვის მიმიბაძავსო. ტყუილში მისი გამოჭერა არ გაგიჭირდებათ. უბრალოდ, ფეხსაცმელზე შეხედეთ. უგები? თუ ბათინკები? ან იქნებ შავი ტყავის ქურთუკი აცვია?
სტატისტიკაზე დაყრდნობით, მსოფლიო მოსახელეობის მხოლოდ 30%–ს გააჩნია საკუთარი აზრი. დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელი ადრე ბევრად დიდი იყო.
მიმბაძველობა და საკუთარი აზრის არქონა, ესეც მე–3 მთავარი პრობლემა

რომ გავაგრძელოთ პრობლემების ჩამოთვლა, დიდ სიას მივიღებთ. საკუთარი თავები კი ერთი დიდი საშინელებები მოგვეჩვენება. ჩვენ 21–ე საუკუნის თაობა ვართ. ყველას გვაქვს ჩვენ–ჩვენი პრობლემები. გამსხვავებული პრობლემები. მაგრამ, ერთი რამ გვაერთიანებს. 21–ე საუკუნე, თავისი დიდი, საშინელი პრობლემებით.