პლიუს ერთი


Facebook-მა წელსაც შემოგვთავაზა წლის შემაჯამებელი პოსტები. ჩემი საკმაოდ კარგი გამოვიდა, თან წლის მთავარი მოვლენაც საამაყოდ გამოიჭიმა შუაში წარწერით: Graduated!
რეალურად ბევრად მეტი რამ მოხდა. სამწუხაროდ, ბლოგზე წერად მოვუკელი და წინა წლებივით არ შემიძლია პოსტების მიხედვით მარტივად გადავავლო მთელ წელს თვალი. ამიტომაც საკუთარ პროფილს გავხსნი და სურათების მიხედვით წლის მთავარ მოვლენებს უბრალოდ ჩამოვწერ.

  • პირველი და ყველაზე მთავარი: 18 წლის გავხდი. დაბადების დღე ტრადიციულად არ გადამიხდია. ეს ალბათ ბევრი მეგობრის და უკუპროპორციული თანხის გამოა, ან იმიტომ, რომ რეალურად ხმაურს ვერ ვიტან. რაც უნდა იყოს, სიგარეტს და სასმელს უკვე თავაწეული ვყიდულობ. ეს შაურმაზე დანთებული სანთლები კი ერთადერთი კადრია, რომელიც იმ დღეს გადავიღე.
    განაგრძეთ კითხვა
  • Advertisements

    წარსულში ნახევარი საათით


    –ნინო!
    –ჰო, რაიყო ბე?
    –საწოლის ქვეშ რაღაც რვეულები ვნახე, მარიმ მითხრა ნინოსიაო, მოდი ნახე რა.
    –ჰო, ჰო ჩემია, ჩემი.. 2 წლის წინ.. 2 წლის.. –და ენა დამება, მეგონა, რომ ყველა დღიური 2011 წლის 19 ოქტომბრამდე განადგურებული იყო. სინამდვილეში კი 2010 წლის 12 ფურცლიანი 12 რვეულიდან 5 ჩემი დის საწოლის ქვეშ დამიმალავს და მხოლოდ 2 წლის შემდეგ(გუშინ) აღმოვაჩინე.

    საერთოდ, ძველი რაღაცეების კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა რაღაც მიზეზთა გამო ყველა ჩანაწერი(ზემოთ მითითებულ დრომდე) გავანადგურე. ოდესმე აუცილებლად დავწერ ამ მიზეზზე დიდ პოსტს ^^ საწოლთან დავყარე დღიურები, დავწექი და იანვარი ავიღე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიცემდა გული, ეს ხომ ჩემი წარსული იყო. რომ არა ეს ჩანაწერები, ბევრი რამ არ მემახსოვრებოდა…

    იანვარი

    მიყვარს… არა, მართლა მიყვარს. ვიცი, რომ იმასაც. მაგრამ ახლა კიევშია, სადღაც ჯანდაბაში. ერთადერთი ბიჭია, რომელიც მიყვარს, ოღონდ მართლა. ახლა აქსელ როუზის ხმა ჩამესმის და თან გიოზე ვფიქრობ. თან ეს ვახოც… მოკლედ, არ ვიცი რა ვქნა :/

    მარტი

    გიოზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ. ახლა ვახოზე ვარ გადართული. არა, მართლა საყვარელი ბიჭია ვახო, მაგრამ გიორგი მიყვარს, ვახო კი უბრალოდ გატაცებაა. მან სიმღერა მაჩუქა… მაგრამ ვახო ძალიან გამხდარია, ჩახუტებისაც კი მეშინია xD

    აპრილი

    აპრილი ყველაზე მაგარი თვეა!!! I ❤ April პ.ს. მგონი კარები მართლა მომწონს :/

    მაისი

    ვახო, ვერ გიტან!!! მერამდენედ უნდა გამიტეხონ გული : ( ახლა ვზივარ და ვტირი… ვერ გიტან!!!

    ივნისი

    make a right choice
    ეს ლევანი ვინღაა ნეტა, რას მერჩის რა უნდა :/ რა სამხატვრო აკადემია, წავიდეს, თავი დამანებოს. მე 14ის ვარ, ის 19ის… ჰოდა აახვიოს!!!
    სკოლიდან კინაღამ გამრიცხეს… მაგრამ გადავაბარე და დავრჩი ❤ მოუშორებელი ჭირი ვარ xD

    აი, ასეთი ვიყავი 2 წლის წინ. 14 წლის ბავშვი, რომელიც ბევრ სისულელეს წერდა დიდი და პატარა ასოებით, იყო ადნოკლასსნიკებზე დარეგისტრირებული და სკაიპის ჩატებზე გიჟდებოდა… ღამის პირველზე დღიური დავხურე, ცოტა ცრემლებიც წამომივიდა, ცოტაც გავიღიმე და თან ჩემ თავზე გავბრაზდი…
    პ.ს. ხვალ ამ დღიურებს დავწვავ…