სახლი

კარგი ადგილია სახლი. როცა იცი , რომ გაქვს ადგილი, სადაც შეგიძლია დატვირთული დღის შემდეგ მიხვიდე ან უქმე დღეს გვიანობამდე იძინო.

მაქვს ოთახი, სადაც მომდის კრეატიული იდეები და აზრები. სადაც სიზარმაცე მძლევს ხოლმე და რამდენ ასეთ იდეას ვტოვებ დღის სინათლის გარეშე, არავინ იცის. ასევე ოთახი ერთადერთი ადგილია, სადაც ტირილი შემიძლია. თუმცა კარგა ხანია, აღარ მიტირია. ოთახში ყოველთვის დევს სკოჩი. ყოველ წუთს ვცვლი ინტერიერს და ხან რას ვაკრავ, ხან რას. ასევე მქონდა ფურცლები, ვინც ოთახში შემოდიოდა, აფიქსირებდა, რომ აქ იყო და თან თარიღს აწერდა. ერთ წელიწადში 70მდე სტუმარი მყავდა. დიდი ხანია ეს ფურცლები ჩამოვხსენი, აღარ მომინდა.

მიყვარს ჩემი სახლი. საკმაო ფართობი მაქვს იმისთვის, რომ გაფრენის მომენტებში აქეთ–იქით ვირბინო, მეთლახზე წინდებით ვისრიალო და სანამ რემონტი დამთავრდება, კედლებზე ვხატო. რამხელა ოპტიმიზმია, როცა გასარემონტებელ სახლშიც კი ვპოულობ პოზიტივს 😀
განაგრძეთ კითხვა

Advertisements

ვიღაც ტიპები


2009 წელს, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის facebook-ი ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, უკვე 500-ზე მეტი მეგობარი მყავსო. მახსოვს, როგორ შევიცხადე; იმან კიდევ დამცინა: დაგამატებ შენც 1-2 წელიწადშიო. 6 თვეც არ დამჭირვებია ისე შევუერთდი მაგ ხუთას კაცს ჩემივე ნებით.

მაშინ 13 წლის ვიყავი და საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას სოციალურ ქსელებს, ფორუმებზე უფრო ხშირად ვპოსტავდი. ზოგგან ნიკით ვპოსტავდი , მაგრამ ყველამ იცოდა ჩემი ვინაობა, ზოგზე კი ანონიმი ვიყავი და ეს უფრო მომწონდა. ჩემი პირველი ურთიერთობები ბიჭებთან სწორედ ფორუმზე დაიწყო, სკოლის გარდა პირველი მეგობრებიც მაქედან მყავდნენ, ამიტომაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგად მახსენდება.
განაგრძეთ კითხვა

Tbilisi Open Air 2013, მეგობრები და სხვა სიკეთეები


მერე რა, რომ ამ სურათში გილანი კარგად არ ჩანს.

დღეს უკვე 8 ივნისია. მოსაყოლი კი ძალიან ბევრი დამიგროვდა.

4 ივნისი
რატომღაც ყველა და ყველაფერი ნერვებს მიშლის. ბილეთს ვიღებ და ვუყურებ. რამდენჯერმე. შემდეგ პირდაპირ ნერვების შლაზე გადმოდიან. თავიდან წერა მეზარება და სტატუსს გადმოვაკოპირებ:

22 მარტს , შუადღის 4 საათზე ვიყიდე Tbilisi Open Air Alter/Vision–ის სამოც ლარიანი ბილეთი. შესაბამისად, უკვე ორ თვეზე მეტია ველოდები კონცერტს და აი, ხვალ უკვე ჩემ საყვარელ სტადიონზე შევალ და ჩემ საყვარელ ჯგუფს მოვუსმენ. (აქვე, ყველამ კარგად იცით ჩემი გულისტკივილი: 4 აგვისტოს კონცერტზე ვერ მივდივარ სტამბულში). ამიტომაც, წელს რამდენიმე კარგი ლაივის შემდეგ მივდივარ ასეთ მაგარ კონცერტზე და მიხარია ისე, რომ ხანდახან ძალიან არაადეკვატურად გამოვხატავ.
ყველამ, ვინც ჩემი ხასიათის გაფუჭებას ცდილობს , მეუბნება საშინელ ფრაზებს და ა.შ. შეგიძლიათ შეწყვიტოთ ჩემ ხასიათში ჩაჯმა და თქვენ საქმეს მიხედოთ. ისეთი ბედნიერი, როგორიც ხვალ მე ვიქნები, არასდროს არ ყოფილიყავით
გმადლობთ ყურადღებისთვის ^^

განაგრძეთ კითხვა

მე სამყაროს ჩემებურად ვხედავ

ამბობენ, რომ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 30%ს გააჩნია საკუთარი აზრი.
საინტერესო ფაქტების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ იშვიათად, რომ რომელიმე დავიმახსოვრო. ეს ფაქტი კი რატომღაც ძალიან ჩამრჩა თავში. და ამის შემდეგ დაიწყო..

  • მინდა, რომ ყოველი საქციელი გააზრებული მქონდეს.

  • მინდა, რომ არ მოვექცე სხვისი აზრის ქვეშ და ყოველთვის მქონდეს ჩემი, თუნდაც, სულელური.

  • მინდა…

    და ამის შემდეგ(სადღაც 1 წელია), ვგრძნობ, რომ რაღაცით შევიცვალე და უკეთესობისკენ წავედი. უკვე შემიძლია ჩემი არგუმენტის დამტკიცება და ეს ძალიან მახარებს. ამას კი მაშინ მივხვდი კარგად დედასთან პირველად რომ შევძელი ჩხუბის გარეშე ლაპარაკი სერიოზულ თემაზე. როცა ჩვენი საუბარი წყნარად დამთავრდა, მეც კმაყოფილი ვიყავი და დედაც, ცოტა მომეშვა. ვისაც გამოუცდია, მგონი კარგი გრძნობაა…

    შემდეგ მივხვდი, რომ სამყაროს ჩემებურად ვხედავდი. უკვე ბევრ რამეზე გამაჩნდა საკუთარი აზრი… და… გამიხარდა. რატომ არ უნდა გამხარებოდა, ალბათ ეს იყო ჩემი , როგორც პიროვნების ჩამოყალიბების დასაწყისი… მართალია, ჯერ არ დამთავრებულა, და ალბათ კარგა ხანი ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდები, მაგრამ რომ დავიწყე ესეც კარგია :დ

    მაშ ასე, 1 თვეში 16ის ვხდები და უკვე სხვანაირად ჟღერს. აღარც ბავშვი ვარ და ჯერ არც დიდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება. შეგიძლიათ მომილოცოთ ))

    პ.ს. ჩემმა ყოფილმა თქვა ერთხელ, ქალი კაცის აზრის გავლენის ქვეშ იქნება ყოველთვისო…
    სირი…

    ნარკოტიკი სახელად სიახლე

    დაფიქრებულხართ ოდესმე იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე სიახლის შემოტანაა საჭირო?!
    რატომღაც ყოველთვის იმ კითხვით ვიწყებ პოსტს, რომელზე პასუხიც ყველამ , მათ შორის მეც, კარგად იცის.

    რამდენჯერ მიპოვნია ჩემი ძველი ჩანაწერები. თუნდაც 1 წლის წინანდელი და შემდეგ მაგრად მიცინია. მიცინია იმიტომ, რომ 1 წლის წინანდელი მე სულ სხვა ადამიანი იყო. ახლანდელი კი რადიკალურად განსხვავდება მისგან. ალბათ 1 წლის შემდეგაც ვიცინებ ამ პოსტზე და ასე გაგრძელდება. მანამ, სანამ შემეძლება გავადნო ყინული და წავიწიო წინ. მე ვთვლი, რომ ჩემი ყოველი წელი წინაზე უკეთესია. და ამას რომ ვაცნობიერებ, მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ 1 წლის წინ უფრო ნაკლები გამოცდილება მქონდა და უფრო ნაკლები ვიცოდი.

    ამ წლების განმავლობაში კი კარგად გავაცნობიერე ერთი რამ. ვერ ვიტან ერთ ადგილზე გაჩერებას. მუდმივად მინდა ვიყო მოძრაობაში. ჯერ ერთი საქმე არ მაქვს დამთავრებული და უკვე მეორეს ვიწყებ. შემდეგ მესამეს, მეოთხეს… ეს კი რას იწვევს?!-დომხალს!.

    ვიცი, ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემს ნებისყოფობის არქონაზე მიუთითებს. კიდევ ბევრი რამ ვიცი საკუთარ სისუსტეებთან დაკავშირებით…

    მაპატიეთ, ვიცი, რომ ამ ფრაზამ უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. ეს მუდმივი ცვლა და სხვადასხვა საქმეების წამოწყება ერთ რამეზე მიუთითებს. მე სიახლეზე ვარ დამოკიდებული. ყველგან და ყველაფერში მას ვეძებ. ალბათ, სწორედ ამიტომ დავდივარ თავჩაღუნული :დ

    სიახლე ისეა ჩემთვის, როგორც ნარკოტიკი. მუდმივად მჭირდება და თუ არ მაქვს ეს ჩემს განწყობაზე ცუდად აისახება.
    ალბათ მე სიახლე იმაზე მეტად მჭირდება, ვიდრე ძილი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელზე ვგიჟდები. ძილის მაგივრად იმაზე ფიქრს ვარჩევ ხოლმე, თუ რა შემიძლია შევცვალო.

    ბოლოს კი სიყვარულოვნას ფრაზა მისი ებაუთიდან:
    ამჟამად ვეძებ სიახლეს, თუ სადმე შეგხვდათ გადაეცით ველოდები.